|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახარაძე.
|
მიხეილ მახარაძე (დ. 13 ნოემბერი, 1946, სოფ. ფაჩხა, ახლანდ. ხულოს მუნიციპალიტეტი — გ. 4 ოქტომბერი, 2023) — ქართველი თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (2002).
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004–2012 წლებში — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში