გიორგი ღვინიაშვილი

გიორგი ღვინიაშვილი
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1969 (1969-03-26) (55 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ევროპული საქართველო“
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი

გიორგი ღვინიაშვილი (დ. 26 მარტი, 1969, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის (2008, 2012, 2016) პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1969 წლის 26 მარტს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1986-1987 წლებში მუშაობდა „საქაგრომშენში“ შემკეთებლად. 1987-1988 წლებში იყო საქართველოს პროკურატურის ინსპექტორი და კურიერი. 1988-1990 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1990-1991 წლებში იყო საბურთალოს რაისაკვების ტრესტის საწყობის მუშა. 1992-2002 წლებში — საქართველოს პროკურატურის თანაშემწე, სტაჟიორი, გამომძიებელი, გენინსპექციის პროკურორი და პროკურორი. 2002-2003 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი. 2004 წელს იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი. 2004-2008 წლებში — საქართველოს პროკურატურის სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსი და თბილისის პროკურორი. 2008 წლის 7 ივნისიდან 21 ოქტომბრამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (გურჯაანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2008-2012 წლებში — კახეთის გუბერნატორი. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (გურჯაანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “. 2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრად.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!