გიორგი ფეიქრიშვილი (დ. 1 იანვარი, 1958, სოფ. წავკისი, გარდაბნის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1958 წლის 1 იანვარს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობებით. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 57,26% მიიღო (21 109 ხმა) და პირველი ადგილი დაიკავა.[1] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (გარდაბნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“ .
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო