|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.
|
ანზორ ბოლქვაძე (დ. 9 სექტემბერი, 1960, უჩხო, ხულოს რაიონი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ოთხგზის (2008, 2012, 2016, 2020) წევრი.
ბიოგრაფია
ანზორ ბოლქვაძე დაიბადა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში 1960 წლის 9 სექტემბერს; 1977 წელს დაამთავრა დაბა ხულოს საშუალო სკოლა; 1980-1982 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1982 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი, კვალიფიკაცია ტექნიკ-მშენებელი, სპეციალობა — სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა. 1986 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, კვალიფიკაცია ინჟინერ-მშენებელი, სპეციალობა — სამოქალაქო მშენებლობა. 1978-1980 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1982-1985 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მუშად, ოსტატად, ინჟინრად; 1985-1994 წლებში მუშაობდა აჭარის სამონტაჟო-სარემონტო სამმართველოში, ჯგუფის უფროსად; 1994-2001 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის კომუნალური მეურნეობის დირექტორად; 2001-2006 წლებში მუშაობდა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად; 2006-2008 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას; 2006 წლის 5 ოქტომბერს გახდა ღირსების ორდენის კავალერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურსა და ზემო აფხაზეთში საცხოვრებელი კოტეჯების, სკოლების, პატრიოტული ბანაკებისა და ხიდების მშენებლობისათვის. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხულოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხულოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
საპარლამენტო საქმიანობა
- ფრაქციები: ფრაქცია „ქართული ოცნება — რეგიონების განვითარებისთვის“ — ფრაქციის წევრი (26-12-2017 ), ფრაქცია „ქართული ოცნება“ — ფრაქციის წევრი (18-11-2016 — 26-12-2017), ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები — ძლიერი რეგიონებისათვის“ — ფრაქციის მდივანი (07-11-2014 — 18-11-2016), ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები — ძლიერი რეგიონებისათვის“ — ფრაქციის მდივანი (07-11-2014 — 07-11-2014), ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა — მაჟორიტარები“ — ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (21-10-2012 — 10-07-2013), ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — ფრაქციის წევრი (07-08-2008 — 21-10-2012).
- კომიტეტები: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — კომიტეტის წევრი (25-01-2018 ), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — კომიტეტის წევრი (18-11-2016 — 25-01-2018), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — კომიტეტის წევრი (20-11-2013 — 18-11-2016), რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი — კომიტეტის წევრი (22-10-2012 — 10-07-2013), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — კომიტეტის წევრი (22-10-2012 — 28-03-2013).
- კომისიები: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია — კომისიის წევრი (02-10-2013 — 20-03-2015).
- საპარლამენტო ჯგუფები: ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), ერაყის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 — 18-11-2016), ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 — 18-11-2016), მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (24-04-2012 — 21-10-2012), გერმანიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-10-2008 — 21-10-2012), თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი (10-10-2008 - 21-10-2012).
- საპარლამენტო საბჭო: ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო — საბჭოს წევრი (30-12-2015 — 18-11-2016).
ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო