ბაჩუკი ქარდავა

ბაჩუკი ქარდავა
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი, 1969
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 დეკემბერი, 2024 (54 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
საქმიანობა პარტიის თავმჯდომარე
შვილ(ებ)ი 2

ბაჩუკი ქარდავა (დ. 29 დეკემბერი, 1969 — გ. 27 დეკემბერი, 2024) — ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988 წელს ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს, იყო სანქტ-პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1989 წლიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.

1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს - გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003-2024 წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

2020-2024 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]

გარდაიცვალა 2024 წლის 27 დეკემბერს.[2]

პირადი და ოჯახური ცხოვრება

ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.
  2. „ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა“. www.interpressnews.ge. 27 დეკემბერი, 2024. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!