Wayback Machine — ციფრული არქივი, რომელიც გაეშვა არაკომერციული ორგანიზაციის, Internet Archive-ის მიერ 2001 წელს.[4][5] იგი შექმნა ბრიუსტერ კეილმა და ბრიუს გილიატიმ და Alexa Internet-ისგან აქვს კონტენტ მხარდაჭერა. სერვისი მომხმარებლებს აძლევს ვებ-გვერდების დაარქივებული ვერსიების ხილვის საშუალებას, რასაც Internet Archive უწოდებს „სამგანზომილებიან ინდექსს“.