1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „მომავლის ექიმი“ ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით, 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (სახელმწიფო მმართველობა) და შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა. 2005-2011 წლებში ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ასევე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ამჟამად ასწავლის საქართველოს უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის სტატუსით. 2012-2015 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2013 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანტიდატად განიხილავდა, მაგრამ პარტიამ საბოლოოდ მხარი დავით ბაქრაძეს დაუჭირა. პარტიის დატოვებამდე იყო მისი აღმასრულებელი მდივანი. 2015 წლის მაისში პავლე კუბლაშვილთან, გიორგი ხაჩიძესთან და გიორგი მელაძესთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩამოაყალიბდა ახალი პოლიტიკური პარტია „გირჩი“. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, „გირჩის“ სახელით.
გირჩი
2016 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „გირჩი“, პარტია იყო საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციის მთავარი ინიციატორი, ამის ნიშნად მათ პარტიის ოფისში დარგეს მარიხუანა. არის „გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2020 წლის 18 დეკემბერს განაცხადა რომ აფუძნებდა მეორე პოლიტიკურ პარტია „გირჩს“. ამის მიზეზი გახდა პარტიის შიგნით არსებული განხეთქილება და პარტიის გაყოფა.[1]2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 16 ნოემბრამდე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გირჩი“.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
2018 წლის 16 აპრილს, ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „გირჩის“ კანდიდატი იქნებოდა.[2][3]2018 წლისსაპრეზიდენტო არჩევნებზე ჯაფარიძემ პორნო-საიტ Pornhub-ზე საკუთარი საარჩევნო ბანერები განათავსა. მომხმარებლებს საიტზე ამ წარწერებით ორი ბანერი ხვდებოდა: „მეტი სექსი, მეტი თავისუფლება“ და „მე არ გპირდებით ზომის გაზრდას“. გირჩი საიტზე საკუთარი რეკლამის განთავსების მიზეზად მცირე ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვას ასახელებს.[4]
ჯაფარიძემ არჩევნებში 36 034 (2,26%) ხმა მიიღო. მეორე ტურში მან მხარი დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს,[5] თუმცა შემდგომში უკან წაიღო მხარდაჭერა.[6]
პოლიტიკური ხედვები
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მემარჯვენე ლიბერტარიანელია და პროდასავლური ხედვები აქვს. ის ემხრობა საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში. ჯაფარიძე აქტიურად იბრძვის დაბალი გადასახადებისთვისა და „მცირე მთავრობის“ იდეისათვის. ის ემხრობა ქვეყანაში საქართველოში კანაფის ლეგალიზაციას. ჯაფარიძე ემხრობა მთავრობის დეცენტრალიზაციის იდეას. ჯაფარიძე თვლის, რომ ადამიანს აქვს უფლება „უქნას თავის სხეულს ის რაც უნდა“, ანუ ადამიანი არ უნდა იქნას დაკავებული ნარკოტიკის ან და მარიხუანის მოხმარების გამო.
პირადი ცხოვრება
ჰყავს მეუღლე ნატა ქორიძე და სამი შვილი: ალექსანდრე რაზმაძე (დ. 2003), ეკატერინე ჯაფარიძე (დ. 2013) და კოსტა ჯაფარიძე.
↑ არჩევნების მეორე ტურს ჯაფარიძემ ბოიკოტი გამოუცხადა, მან მოუწოდა თავის მომხრეებს არ მისულიყვნენ არჩევნებზე, მიუხედავად ამისა მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე