|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეჟავა.
|
პაატა ლეჟავა (დ. 15 ოქტომბერი, 1972, თბილისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამგზის (2004, 2008, 2012) წევრი.
ბიოგრაფია
1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა. 1996-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2001-2003 წლებში მუშაობდა „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში.“ 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| ყოფილი თავმჯდომარეები | |
|
---|
| ყოფილი მდივნები | |
---|
| ყოფილი წევრები | |
---|
|