ანა დოლიძე

ანა დოლიძე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 იანვარი, 2018 – 22 ივნისი, 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივნისი, 2016 – 8 იანვარი, 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
მემკვიდრეანა ნაცვლიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
მაისი, 2015 – 27 ივნისი, 2016
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

დაბადებული26 ოქტომბერი, 1979 (1979-10-26) (45 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიახალხისთვის
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიამართლმადიდებლობა

ანა დოლიძე (დ. 26 ოქტომბერი, 1979, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი, პარტია ხალხისთვის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

ანა დოლიძე დაიბადა 1979 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში. 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2004 წელს მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი (LLM); 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „სასამართლოს მეგობარი საერთაშორისო სამართალში“ და მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2002 წელს გაიარა სტაჟირება ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში; 2002-2003 წლებში მუშაობდა ორგანიზაცია Save the Children საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პროგრამის ოფიცერის თანამდებობაზე. სასამართლოში იცავდა ადამიანის უფლებათა დარღვევით დაზარალებულებს, მათ შორის ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს, წარმოადგენდა „მეამბოხე მოსამართლეების“ (უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე, რომლებმაც უარი თქვეს გადამდგარიყვნენ ზეწოლის გამო)[1] მხარეს, იყო ლიდერი სოციალური მოძრაობისა, რომელიც მოითხოვდა სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯას.[2] 2008-2009 წლებში იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი. წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს სხავადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლონდონოს ეკონომოკურ სკოლაში, დიუკის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში, ქუინსის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ ირლანდია), გლაზგოს უნივერსიტეტში;

გამოქვეყნებული აქვს 3 წიგნი და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ანგარიში გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლის, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და ჯილდო, მათ შორისაა ატლანტიკ ბრიუკეს „ახალგაზრდა ევროპელი ლიდერი“ (2009), იყო კორნელის უნივერსიტეტის სრული სადოქტორო სტიპენდიატი, ატლანტიური აკადემიის, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის, კოლუმბიის უნივერსიტეტის და სტენფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის მოწვეული მკვლევარი.

სამუშაო გამოცდილება

2000–2001 წლებში იყო ორგანიზაცია Project Harmony International-ის საქართველოს ოფისში ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი თანამშრომლობის პროგრამის ასისტენტი, შემდეგ — ამავე პროგრამის კოორდინატორი; 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე; 2013-2016 წლებში იყო დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (კანადა); 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე;[3] 2016 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 8 იანვრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის (გიორგი მარგველაშვილის) საპარლამენტო მდივანი;[4] როგორც პარლამენტის მდივანმა, პარლამენტს წარუდგინა პრეზიდენტის ექვსი ვეტო, რომლებიც ეხებოდა: თვალთვალს, ადგილობრივ მმართველობას, საარჩევნო კოდექსს, საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს. 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წლის 8 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.[5] იყო საბჭოს აქტიური წევრი, მოაწყო კამპანიები კანონის უზენაესობისა და სასამართლოს არაფორმალური მმართველობის, ე.წ. „კლანის“ არსებობის გასაპროტესტებლად. დოლიძე ნორვეგიის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ბარიკადების 12 ქალიდან ერთ-ერთად აირჩია.[6] 2019 წლის ოქტომბერში დააარსა კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“.[7] მისმა პეტიციამ აკრძალულიყო აზარტული თამაშების რეკლამა, 10 000 ხელმოწერა მოაგროვა.[8] 2020 წლის 22 ივნისს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.[9]

სხვადასხვა დროს იყო საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის საბჭოს წევრი, მათ შორისაა: საქართველოს მედიის საბჭო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციით დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტი, სასჯელაღსრულებისა და ადამიანთა უფლებების მონიტორინგის საბჭო და ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული კომისია.[10]

აქტიურად საუბრობს ქალთა უფლებების შესახებ. ანა დოლიძემ დააარსა Women Empowerment Network, რათა მენტორობა გაუწიოს და გააძლიეროს ახალგაზრდა ქალი ლიდერები.[11] 2022 წელს მიწვეული იყო TED Talk ღონისძიებაზე, სადაც მან ისაუბრა თემაზე „Leading with Your Shadow“.[12]

2024 წელს, ანა დოლიძე მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სამეცნიერო გამოცემამ (Women's Studies International Forum) რედაქტორად მიიწვია.[13]

პოლიტიკური კარიერა

ანა დოლიძემ 2020 წლის მაისში სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დააფუძნა.[14]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი. მან 17,95% (12381 ხმა) მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა ქართული ოცნების კანდიდატის, გია ვოლსკისა (42,64%) და ოპოზიციის საერთო კანდიდატისა და გირჩი — მეტი თავისუფლების დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის (21,06%) შემდეგ.

2021 წლის 22 მაისს დააფუძნა პარტია ხალხისთვის, ყრილობაზე შეკრებილებმა პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად ანა დოლიძე აირჩიეს.[15]

2021 წელს იყო თბილისის მერობის კანდიდატი, მან 4,56% (21 935 ხმა) მიიღო და მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო მისმა პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 988 ხმა აიღო და საკრებულოს ორი მანდატი მოიპოვა.[16]

2022 წლის აპრილში, მან შექმა პეტიცია სახელად „რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით გამოცხადდეს მორატორიუმი“, რომელსაც 12 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ანა დოლიძემ პარლამენტის სამუშაო ჯგუფს წინადადება შესთავაზა, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზე მუშაობს. წინადადების მთავარი მიზანი წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის იმ ბერკეტების შეზღუდვას, რომლითაც ის მართავს სახელმწიფოს. კონკრეტულად კი, „ქართუ ბანკში“ და სხვა მის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება.[17]

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტუტის (IRI) მიერ 2022 წლის მარტსა[1] და სექტემბერში[2] ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ანა დოლიძე 44%-ით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

აკადემიური კარიერა

არის საერთაშორისო სამართლის ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ავტორია სამი წიგნისა — „უცნობი პორტისკენ“,[18] „აკადემიური წერა სამართალში“,[19] მისი ბოლო წიგნი „პირველი ნაბიჯები: ქართული სასამართლო 1918-1921 წლებში“[20] მოგვითხრობს ქართული სასამართლოების დაარსების ისტორიას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Judges Speak Out Against Pressure. Civil.Ge. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  2. Sandro Gvirgvliani. YouTube. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  3. „ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა“. IPRESS.GE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-08. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა“. liberali.ge. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. ანა დოლიძე - ბიოგრაფია. hcoj.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-26. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2019.
  6. „12 Women on the Barricades“. www.nhc.no (eng). ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. 1TV. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. „აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი რეკლამის აკრძალვის შესახებ ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია მთავრობას გადაეცემა“. interpressnews.ge. 29 ნოემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს“. Civil.ge. 22 ივნისი, 2020. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2011.
  11. „The Women Empowerment Network“. www.centerforprogress.ge. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  12. Anna Dolidze - TED event ka-GE. www.youtube.com (29 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022
  13. Call for papers Eng. www.sciencedirect.com (24 მარტი, 2024). ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2024
  14. „ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა“. interpressnews.ge. 21 მაისი, 2020. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. „ანა დოლიძემ პარტია "ხალხისთვის" დააფუძნა“. interpressnews.ge. 31 ოქტომბერი, 2020 წელი. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები“. archiveresults.cec.gov.ge. 2 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. „პარტია „ხალხისთვის“ - ანა დოლიძემ „დექართუზაციის“ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა“. www.interpressnews.ge. 14 ივლისი, 2022. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  18. „უცნობი პორტისაკენ“. batumelebi.netgazeti.ge. 8 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  19. „აკადემიური წერა სამართალში“ (PDF). ewmi-prolog.org. 8 აპრილი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2022-08-06. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  20. „პირველი ნაბიჯები: ქართული სასამართლო 1918-1921“ (PDF). ewmi-prolog.org. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2022-06-16. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)

Read other articles:

Antonio CollDatos personalesNacimiento Sabadell06 de abril de 1959País España EspañaNacionalidad(es) EspañolaCarrera deportivaDeporte CiclismoDisciplina carreteraTrayectoria Equipos profesionales 1980-1981 1982-1986 1987-1989 CR Colchón Teka Kelme               Títulos 2 etapas de la Vuelta a España [editar datos en Wikidata] Antonio Coll i Pontanilla (Sabadell, 6 de abril de 1959). Es un exciclista espa

 

 

China Venture Capital Firm Qiming Venture PartnersNative name啟明創投TypePrivateIndustryVenture CapitalFounded2006FounderGary RieschelDuane KuangHeadquartersJin Mao Tower, Shanghai, ChinaKey peopleNisa Leung (Managing Partner)[1]ProductsInvestmentsAUMUS $9.5 billion (May 2023)Websitewww.qimingvc.comFootnotes / references[2] Qiming Venture Partners (Chinese: 啟明創投; pinyin: Qǐmíng chuàngtóu) is a China based Venture capital firm. It primarily inve...

 

 

Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: Khabbab bin al-Arat – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR artikel ini perlu dirapikan agar memenuhi standar Wikipedia. Tidak ada alasan yang diberikan. Silakan kembangkan artikel ini semampu And...

2022 Pro Wrestling Noah event Noah The New Year 2022Promotional poster featuring Kaito Kiyomiya, Go Shiozaki, Katsuhiko Nakajima, Kenoh and HayataPromotionCyberFightBrand(s)Pro Wrestling NoahDateJanuary 1, 2022CityTokyo, JapanVenueNippon BudokanAttendance3,181[1]Pay-per-view chronology ← PreviousThe Best 2021 Next →Bumper Crop 2022 in Sendai Noah The New Year chronology ← Previous2021 Next →2023 Noah The New Year 2022 was a professional wrestling event prom...

 

 

Private medical school in Mesa, Arizona 33°22′58″N 111°42′18″W / 33.38278°N 111.70500°W / 33.38278; -111.70500 A.T. Still University - School of Osteopathic Medicine in ArizonaTypePrivate medical schoolEstablished2007PresidentCraig M. Phelps, D.O., FAOASMDeanValerie Sheridan, D.O., FACOS, FACS[1]Academic staff176 full-time[2] 469 part-time[2]Students425[3]LocationMesa, Arizona, United StatesCampus22 acres (8.9 ha)Website...

 

 

Latin phrase meaning time flies For other uses, see Tempus fugit (disambiguation). A winged hourglass representing time flying, designed for gravestones and monuments Tempus fugit is a Latin phrase, usually translated into English as time flies. The expression comes from line 284 of book 3 of Virgil's Georgics,[1] where it appears as fugit inreparabile tempus: it escapes, irretrievable time. The phrase is used in both its Latin and English forms as a proverb that time's a-wasting. Usa...

Not to be confused with U.S. Route 31 Emergency (Grand Haven, Michigan). Highway in the United States U.S. Route 31EUS 31E highlighted in redRoute informationLength190.9 mi[1][2][3] (307.2 km)Major junctionsSouth end US 31 / US 31W / US 41 / US 431 in Nashville, TNMajor intersections US 231 near Bransford, TN I-265 in Louisville, KY I-264 in Louisville, KYNorth end US 31 / US 31W ...

 

 

California ballot measure Proposition 69Transportation Taxes and Fees Lockbox and Appropriations Limit Exemption AmendmentResults Choice Votes % Yes 5,386,972 81.01% No 1,262,455 18.99% Yes:   70–80%   80–90%Source: California Secretary of State[1] Elections in California Federal government U.S. President 1852 1856 1860 1864 1868 1872 1876 1880 1884 1888 1892 1896 1900 1904 1908 1912 1916 1920 1924 1928 1932 1936 1940 1944 1948 1952 1956 1960 1964 1968 1972 197...

 

 

For other cathedrals, see Saint Mark's Coptic Orthodox Cathedral (disambiguation). Church in Cairo, EgyptSaint Mark's Coptic Orthodox CathedralSt. Mark's Cathedral in 2010LocationAbbassia, CairoCountryEgyptDenominationCoptic Orthodox ChurchHistoryStatusCathedralFounder(s)Pope Cyril VI of AlexandriaDedicationSaint MarkConsecrated25 June 1968ArchitectureArchitect(s)Awad KamelMichel Bakhoum (structural consultant)Architectural typeChurchStyleCopticAdministrationDivisionCoptic Orthodox Patriarcha...

One of the 234 State Legislative Assembly Constituencies in Tamil Nadu, in India 8°42′N 77°28′E / 8.7°N 77.47°E / 8.7; 77.47 AmbasamudramConstituency for the Tamil Nadu Legislative AssemblyConstituency detailsCountryIndiaRegionSouth IndiaStateTamil NaduLS constituencyTirunelveliTotal electors245,003Member of Legislative Assembly16th Tamil Nadu Legislative AssemblyIncumbent Esakki Subaya Party  AIADMKElected year2021 Ambasamudram is a constituency in T...

 

 

Great Britain-related events during the year of 1742 1742 in Great Britain: Other years 1740 | 1741 | 1742 | 1743 | 1744 Countries of the United Kingdom Scotland Sport 1742 English cricket season Events from the year 1742 in Great Britain. Incumbents Monarch – George II Prime Minister – Robert Walpole (Whig) (until 11 February); Spencer Compton, 1st Earl of Wilmington (Whig) (starting 16 February)[1] Parliament – 9th Spencer Compton, 1st Earl of Wilmington, Great Britain's secon...

 

 

Power station in Svitlodarsk, Ukraine This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Vuhlehirska Power Station – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2013) (Learn how and when to remove this template message) Vuhlehirska power stationOfficial nameВуглегірська ТЕСCountryUkraineLo...

Persada BundaJenisPerguruan Tinggi SwastaDidirikan1991KetuaDr. H. Haznil Zainal, SE., MM.LokasiPekanbaru, Riau, IndonesiaKampusJalan Diponegoro No.42 Suka Mulia Sail, Simpang Empat 28156Warna Situs webhttp://persadabunda.ac.id Persada Bunda merupakan yayasan perguruan tinggi swasta di Pekanbaru, Indonesia, yang didirikan oleh Prof. Drs. Hj. Zainal Zen pada tahun 1991. Sejarah Yayasan Persada Bunda berdiri sejak tahun 1991 dan didirikan oleh Prof. Drs. H. Zainal Zen.[1] Program St...

 

 

This article is written like a personal reflection, personal essay, or argumentative essay that states a Wikipedia editor's personal feelings or presents an original argument about a topic. Please help improve it by rewriting it in an encyclopedic style. (October 2016) (Learn how and when to remove this template message) Part of a series onSlavery Contemporary Child labour Child soldiers Conscription Debt Forced marriage Bride buying Child marriage Wife selling Forced prostitution Human traff...

 

 

Фонды «Открытое Общество» Тип фонд Год основания апрель 1993 Основатели Джордж Сорос Расположение Нью-Йорк, Нью-Йорк, США224 West 57th Street[d], Манхэттен, Нью-Йорк, Нью-Йорк, США Сайт opensocietyfoundations.org (англ.)  Медиафайлы на Викискладе Фонды «Открытое общество» (англ. Open Society Foundati...

Эта статья — о компьютерной игре. О медиафраншизе см. Assassin’s Creed. Assassin’s Creed Обложка североамериканского издания игры для Xbox 360 Разработчик Ubisoft Montreal Издатель Ubisoft Локализатор Акелла Часть серии Assassin’s Creed Дата выпуска 13 ноября 2007 года Список PlayStation 3, Xbox 360 13 ноябр...

 

 

Mist Mountain FormationStratigraphic range: Late Jurassic to Early Cretaceous PreꞒ Ꞓ O S D C P T J K Pg N TypeGeological formationUnit ofKootenay GroupUnderliesElk & Cadomin FormationsOverliesMorrissey FormationThicknessup to 665 metres (2,180 ft)[1]LithologyPrimarySandstone, siltstone, mudstoneOtherCoal, conglomerateLocationCoordinates50°06′N 115°00′W / 50.1°N 115.0°W / 50.1; -115.0Approximate paleocoordinates47°36′N 59°00′W ...

 

 

United States Merchant Marine ship A typical Victory ship History United States NameIndia Victory NamesakeIndia Orderedas a Type VC2-S-AP2 hull, MCV hull 527[1] BuilderPermanente Metals Corporation, Richmond, California Laid down4 March 1944 Launched15 May 1944 Completed29 July 1944 Identification Official number: 245981 Call sign: WSAQ FateRan aground in South China Sea in storm 12 July 1972 General characteristics Class and typeVictory ship Displacement 4,480 long tons (4,550 t...

Ancient Israelites relocated by the Neo-Assyrian Empire. Israelite diaspora redirects here. For modern expats originating in the State of Israel, see Yerida. Deportation of the Northern Kingdom of Israel by the Assyrian Empire. The Assyrian captivity (or the Assyrian exile) is the period in the history of ancient Israel and Judah during which several thousand Israelites from the Kingdom of Israel were forcibly relocated by the Neo-Assyrian Empire. This is one of the many instances of the rese...

 

 

Voce principale: Vicenza Calcio. S.S. Lanerossi VicenzaStagione 1978-1979 Sport calcio SquadraVicenza Calcio Allenatore Giovan Battista Fabbri All. in seconda Giulio Savoini Presidente Giuseppe Farina Serie A15º posto (retrocesso) Coppa ItaliaPrimo turno Coppa UEFATrentaduesimi di finale Maggiori presenzeCampionato: Galli, Prestanti (30)Totale: Galli, Prestanti (36) Miglior marcatoreCampionato: P. Rossi (15)Totale: P. Rossi (17) 1977-1978 1979-1980 Si invita a seguire il modello di voce Ques...

 

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!