თედო ნინიძე

თედო ნინიძე
თედო ნინიძე
თედო ნინიძე
საქართველო
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველო
იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1993 – 1998
მემკვიდრელადო ჭანტურია

დაბადებული2 იანვარი, 1950 (1950-01-02) (74 წლის)
ასკანა, მახარაძის რაიონი, საქართველოს სსრ
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია,
სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი

თედო (თევდორე[1]) ნინიძე (დ. 2 იანვარი, 1950, ასკანა, მახარაძის რაიონი) — ქართველი იურისტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი 1993–1998 წლებში.

ბიოგრაფია

დაიბადა გიორგი ნინიძის ოჯახში. მისი პაპა, თედორე ნინიძე იყო უფროსი ძმა ქართველი პოლიტიკოსი კირილე ნინიძისა. 1966 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა ასკანის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1971 წელს დაამთავრა. 1971–1975 წლებში სწავლობდა ჯერ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის, შემდეგ კი სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1975 წელს სამოქალაქო სამართალში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია[2][3].

1971–1975 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. პარალელურად სწავლობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების პედაგოგიურ ინსტიტუტში გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1978–1984 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ადმინისტრაციულ ორგანოთა განყოფილების ინსტრუქტორის თანამდებობაზე. 1984–1988 წლებში იყო საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1988 წელს საქართველოს იურისტთა კავშირმა აირჩია ჟურნალ „სამართლის“ მთავარ რედაქტორად, სადაც იმუშავა 1992 წლამდე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991–1992 წლებში აირჩიეს სახელმწიფო საბჭოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ. 1992–1993 წლებში იყო საქართველოს გენერალურ პროკურორი. 1993–1995 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მონაწილეობას იღებდა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის შემუშავებაში. 1993–1998 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1998–2003 წლებში კი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2003 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, არის სრული პროფესორი[2][4]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!