შალვა წიკლაური (დ. 15 ივნისი, 1933 — გ. 17 ნოემბერი, 2020) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მარტვილის საშუალო სკოლებში, თბილისის 126-ე საშუალო სკოლის მასწავლებლად, 1968 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომბინატის მხატვარ-შემსრულებელი, საამქროს ოსტატი, დირექტორის მოადგილეა. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში