ბესარიონ ბიბინეიშვილი (დ. 18 აპრილი, 1964, ბათუმი — გ. 2015, თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1981–1982 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მელიფტედ, 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის ინტერნატურის ექიმი-ნევროპათოლოგი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი (1990–1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში