შოთა ქიტიაშვილი (დ. 25 აგვისტო, 1952) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1978 წლებში იყო გურჯაანის მევენახეობის მეურნეობის მუშა, ბრიგადირი, 1978 წლიდან იყო გურჯაანის მე-3 საშუალო სკოლის მასწავლებელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში