თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თსუ (მრავალმნიშვნელოვანი).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლათ. Universitas Tphilisensis
დაფუძნდა 8 თებერვალი, 1918
[ძვ. სტ. 26 იანვარი]
ატარებს სახელს ივანე ჯავახიშვილი
დამფუძნებელი (-ები) ივანე ჯავახიშვილი
  • ივანე ჯავახიშვილი
  • კონსტანტინე აფხაზი
  • გრიგოლ გველესიანი
  • ექვთიმე თაყაიშვილი
  • გიორგი ახვლედიანი
  • შალვა ნუცუბიძე
  • დიმიტრი უზნაძე
  • გრიგოლ წერეთელი
  • აკაკი შანიძე
  • ანდრია რაზმაძე
  • იოსებ ყიფშიძე
  • კორნელი კეკელიძე
  • პეტრე მელიქიშვილი
  • ტიპი საჯარო
    რექტორი ჯაბა სამუშია
    კანცლერი ლაშა საღინაძე
    სტუდენტი 30 000
    მისამართი 0128, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო
    მდებარეობა თბილისი
    ქალაქი თბილისი
    ქვეყანა საქართველო
    ტელეფონი +995 32 2250484
    კამპუსი 11
    მეტსახელი თსუ
    კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2]
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — საქართველო
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    https://www.tsu.ge/

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა რიცხვი 25 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 2 500 -ს აღწევს.

    უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.

    1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.

    უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.

    1922 წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომლის ბაზაზე 1928 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

    1919–1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას ხანგრძლივი დროით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.

    1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ის რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.

    1946-1958 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იოსებ სტალინის სახელობისა იყო.[3] 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.[4]

    ქართული უმაღლესი განათლების ისტორია

    გამოფენა ტფილისის გიმნაზიაში. 1913

    საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში (V საუკუნე), სირიაში (VI საუკუნე), საბერძნეთში (X-XI საუკუნეები), ბულგარეთში (XI საუკუნე)), პოლიტიკურ-ეკონომიკური დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.

    თსუ-ის დაარსებისა და განვითარების ისტორია

    უნივერსიტეტის პირველი პედაგოგები
    საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტა

    ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიაში, აღმოსავლეთმცოდნეობაში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.

    1917 წელს ცარიზმის დამარცხებამ და თებერვლის რევოლუციამ შესაძლებელი გახადა რუსეთის იმპერიაში არარუსულენოვანი უნივერსიტეტის დაარსება. ივანე ჯავახიშვილმა პეტერბურგში დააარსა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო მაისის დასაწყისში ჩავიდა თბილისში, სადაც ჩაიტანა უკვე მზა წესდება და დახმარებისთვის ექვთიმე თაყაიშვილს მიმართა. 12 მაისს ჯავახიშვილმა და თაყაიშვილმა გამართეს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, სადაც საპატიო თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. დაარსების სავარაუდო თარიღად 1918 წლის დასაწყისი განისაზღვა. დამფუძნებელმა საზოგადოებამ შექმნა ორი კომისია: აკადემიური და ფინანსური. ფინანსურს დაეკისრა უნივერსიტეტის დაარსებისთვის სახსრების მოზიდვა, ხოლო აკადემიურს — მეცნიერული ორგანიზაციისთვის ზრუნვა. აკადემიურ კომისიაში შევიდნენ: პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, დ. უზნაძე, ა. რაზმაძე. კომისიამ სხვადასხვა დროს 9 სხდომა ჩაატარა. 1917 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო ერთი — სიბრძნისმეტყველების ანუ ფილოსოფიური ფაკულტეტი, რომელსაც შემდეგ მიემატებოდა სხვები. 1918 წლის 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პირველი სხდომა, სადაც რექტორად ივანე ჯავახიშვილის არჩევა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივი რექტორი მაინც ჯავახიშვილი იყო, რადგან მელიქიშვილი არაფერს წყვეტდა უმისოდ. 1918 წლის 26 იანვარს კი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. იმავე წლის 3 სექტემბერს უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთა სია

    1. პეტრე მელიქიშვილი — 1918/I - 1919/XII
    2. ივანე ჯავახიშვილი — 1919/XII -1926/VI
    3. თევდორე ღლონტი — 1926/IX - 1928/IX
    4. მალაქია ტოროშელიძე — 1928/IX - 1930/IX
    5. ივანე ვაშაყმაძე — 1930/I - 1931/IX
    6. ალექსანდრე ერქომაიშვილი — 1931/X - 1932/XII
    7. ლევან აღნიაშვილი — 1933/IV - 1935/VI
    8. კარლო ორაგველიძე — 1935/VI - 1937/VI
    9. გიორგი კიკნაძე — 1937/VII - 1938/IX
    10. დავით ყიფშიძე — 1938/X - 1942/II
    11. ალექსანდრე ჯანელიძე — 1942/II - 1945/VII
    12. ნიკოლოზ კეცხოველი — 1945/VII - 1953/VI
    13. ილია ვეკუა — 1953/VII - 1953/IX, 1966/IV - 1972/IV
    14. ერმილე ბურჭულაძე — 1953/IX - 1954/IX
    15. ვიქტორ კუპრაძე — 1954/IX - 1958/III
    16. გიორგი ძოწენიძე — 1958/IV - 1959/III
    17. ევგენი ხარაძე — 1959/III - 1966/III
    18. დავით ჩხიკვიშვილი — 1972/V - 1980/II
    19. ვაჟა ოკუჯავა — 1980/III - 1985/IX
    20. ნოდარ ამაღლობელი — 1985/IX - 1991/VIII
    21. თამაზ გამყრელიძე — 1991/VIII - 1991/IX
    22. ოთარ ჯაფარიძე — 1991/IX - 1991/X
    23. როინ მეტრეველი — 1991/X - 2004/X
    24. რუსუდან ლორთქიფანიძე — 2004/XII - 2006/IV
    25. გიორგი ხუბუა — 2006/IV - 2010/VIII
    26. ალექსანდრე კვიტაშვილი — 2010/VIII - 2013/VII
    27. ვლადიმერ პაპავა — 2013/VII - 2016/III
    28. დარეჯან თვალთვაძე (მოვალეობის შემსრულებელი) — 2016/IV - 2016/IX
    29. გიორგი შარვაშიძე — 2016/IX - 2022/X
    30. ჯაბა სამუშია (მ/შ; 2022/X - 2022/XII) — 2022/XII-დან


    საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას დაეკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის ამაღლება. ამიტომ, დღესაც ქართველი ხალხი თბილისის უნივერსიტეტს სიყვარულით და პატივისცემით მეცნიერების წმინდა ტაძარს უწოდებს.

    უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს, — საქართველოს მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

    უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი ფაკილტეტი — სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო, საისტორიო და ფილოსოფიური დარგებით. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი.

    დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერული წვრთნის საქმეს 3275 პროფესორ-მასწავლებელი ემსახურება. მათგან 55 აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 595 პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი, 1246 დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატია.

    უნივერსიტეტის პირველი გამოშვება შედგა 1922 წელს. ამ წელს თსუ დაამთავრეს სიმონ ჯანაშიამ, ვარლამ თოფურიამ, არნოლდ ჩიქობავამ, შალვა ამირანაშვილმა, ლევან (ლენკო) მუსხელიშვილმა და შემდგომში გამოჩენილმა სხვა მეცნიერებმა.

    არქიტექტურა

    თსუ-ის პირველი კორპუსის შენობა 1918 წელს
    უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გახსნის პერიოდში

    მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა, რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილს გუმბათით დასრულებული შვერილი წარმოადგენს, რომელიც რუსტრირებული და გიგანტური კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული. ფართო კიბისა და სიმეტრიული პანდუსის კომპოზიცია ფასადს პარადულობას ანიჭებს. შენობის ხუროთმოძღვარია პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული — სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი კი — ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე. ბიბლიოთეკის დარბაზსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში მხატვარ გ. ბუღაძის მიერ 2001 წელს შესრულებული მოხატულობაა.[5]

    1940 წელს მ. შავიშვილის პროექტით აგებული უნივერსიტეტის II კორპუსი, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირის პლასტიკურ მოხაზულობას მიჰყვება, თავისი მასშტაბით, არქიტექტურული მორთულობითა და ფერით მთავარ კორპუსს ეხამება.

    უნივერსიტეტი ამჟამად

    საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდაქმნის მნიშვნელოვანი ეტაპი 1994 წლის 25 აპრილს დაიწყო, როცა დიდმა სამეცნიერო საბჭომ მიიღო „საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია“, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი 1994 წლიდან სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან ფორმაზე (ეტაპობრივი გადასვლა 1992 წლიდან დაიწყო) და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისკენ გადადგა ნაბიჯი.

    რეფორმის I ეტაპის დასასრულს, 2005 წლის დამდეგს, უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა 22 ფაკულტეტი 184 კათედრით, 8 ფილიალი 46 ფაკულტეტით, 3 სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, 81 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, 161 სასწავლო ლაბორატორია და კაბინეტი, კლინიკური საავადმყოფო და დიაგნოსტიკური ცენტრი, გამომცემლობა, სტამბა, ბიბლიოთეკა 3640693 ერთეული წიგნადი ფონდით, საერთო საცხოვრებელი 5 კორპუსით. მუშაობდა 95 საგანმანათლებლო პროგრამა ბაკალავრიატში, 194 მაგისტრატურაში და 16 ერთსაფეხურიან სწავლებაზე.

    ქართულ უნივერსიტეტში დაფუძნდა არაერთი საქვეყნოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლა: მათემატიკის (ანდრია რაზმაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, არჩილ ხარაძე, ანდრია ბიწაძე და სხვ.), ფიზიკის (რაჟდენ ხუციშვილი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, გივი ხუციშვილი და სხვ.), ქიმიის (პეტრე მელიქიშვილი, შალვა ცინცაძე, პეტრე ქომეთიანი და სხვ.), ფსიქოლოგიის (დიმიტრი უზნაძე, რევაზ ნათაძე, ფატი ხუნდაძე და სხვ.), ფიზიოლოგიის (ივანე ბერიტაშვილი, დიმიტრი გედევანიშვილი და სხვ.), ისტორიოგრაფიის (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, შოთა მესხია, ვარლამ დონდუა და სხვ.), ლიტერატურათმცოდნეობის (კორნელი კეკელიძე და სხვ.), ქართული ფილოსოფიის (შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, მოსე გოგიბერიძე და სხვ.), ხელოვნებათმცოდნეობის (გიორგი ჩუბინაშვილი, ნიკოლოზ ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვ.), ქართული ენათმეცნიერების (აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, კარპეზ დონდუა, ვარლამ თოფურია და სხვ.), იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების (არნოლდ ჩიქობავა, ქეთევან ლომთათიძე და სხვ.), კლასიკური ფილოლოგიის (გრიგოლ წერეთელი , სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვ.), აღმოსავლეთმცოდნეობის (გიორგი წერეთელი, სერგი ჯიქია, მაკარ ხუბუა, ვლადიმერ ფუთურიძე, ვალერიან გაბაშვილი, კონსტანტინე წერეთელი, მზია ანდრონიკაშვილი და სხვ.).

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრებზე და სამეცნიერო კვლევით ქვედანაყოფებში ინტენსიურად მიმდინარეობს ასპირანტებისა და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა მომზადება; ფუნქციონირებს სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი 26 საკვალიფიკაციო საბჭო მეცნიერების თითქმის ყველა დარგში.

    1994 წელს, 64 წლის შემდეგ, უნივერსიტეტის წიაღში დაბრუნდა უმაღლესი სამედიცინო განათლება, აღდგა საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლების ტრადიცია — ჯერ გაიხსნა მედიცინის სპეციალობა ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, 2000 წელს კი მედიცინის ფაკულტეტი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. შეიქმნა საუნივერსიტეტო კლინიკების ასამბლეა, რომლის სასწავლო ბაზები გამოირჩევა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალით, გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მართვის ცენტრი და უწყვეტი სამედიცინო განათლების დეპარტამენტი, შეიქმნა მედიცინის დარგის მზრუნველთა საბჭო, სამედიცინო ინფორმაციის სამსახური. პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური ცენტრი.

    1999 წელს დაარსდა „კავკასიის ბიზნესის სკოლა“. იგი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრის პროგრამების ფარგლებში ამზადებს სპეციალისტებს. სკოლა დააფუძნა კონსორციუმმა, რომელშიც შედიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატლანტაში (აშშ).

    უნივერსიტეტთან 1923 წლიდან არსებობს სტამბა, 1933 წლიდან – გამომცემლობა. 1933 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის არქივი. 1919 წლიდან დარგების მიხედვით გამოდის სამეცნიერო კრებული „თბილისის უნივერსიტეტის შრომები“, 1996 წლიდან მოქმედებს პროგრამა „სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის“. უნივერსიტეტს გააჩნია ორი ყოველკვირეული გაზეთი, „თბილისის უნივერსიტეტი“ (გამოდის 1927 წლიდან) და „ქართული უნივერსიტეტი“ (გამოდის 1998 წლიდან).

    2006 წლის აპრილიდან უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ განათლების სექტორში განვითარებადი, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ხორციელდება განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის მიერ. განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი, რომელიც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს წარმატებით ვითარდება, როგორც უნივერსიტეტთა და სკოლათაშორისი რესპუბლიკური პროგრამა.

    უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი: ისტორიისა და ქართული ემიგრაციის, მინერალოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის.

    კვლევითი საქმიანობა

    თბილისის უნივერსიტეტში მიმდინარეობს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის პრობლემების კვლევა. უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში თეორიული შედეგების საფუძველზე ტარდება ბუნების მოვლენებისა და სახალხო მეურნეობაში წამოჭრილი ამოცანების მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი რეალიზაცია კომპიუტერების გამოყენებით. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაღალი ენერგიების არეში ნუკლონებსა და ბირთვებთან ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედების ექსპერიმენტული კვლევა, ამაჩქარებლებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების ახალი სისტემების შექმნა, თეორიული კვლევები ველის კვანტური თეორიის, ელემენტარული ნაწილაკებისა და ატომბირთვის ფიზიკაში.

    უკანასკნელ ხანს, გარდა ფუნდამენტური გამოკვლევებისა, მეცნიერთა ნაწილმა გამოყენებითი სამუშაოების შესრულებაზე გადაიტანა აქცენტი და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია, შეიქმნა არაერთი საყურადღებო პროექტი, შემუშავდა რეკომენდაციები, მიღებულია კონკრეტული შედეგები, რომელთა დანერგვა უთუოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული მეცნიერების წინსვლის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. ყურადღება მახვილდება საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესწავლასა და მათი პრაქტიკული გამოყენების გზების ძიებაზე, ეკოლოგიური საკითხების კვლევაზე. ამა თუ იმ პრობლემატიკის შესწავლისა თუ დამუშავებისას გათვალისწინებულია რეგიონალური და ეროვნული თავისებურებანი, ისტორიული ტრადიციები, პერსპექტივები.

    საერთაშორისო კავშირები

    თბილისის უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განვითარების საყოველთაოდ აღიარებული ცენტრია. სისტემატური ხასიათი მიიღო უნივერსიტეტელ ქართველოლოგთა მიერ საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში ლექციების კითხვამ, საერთაშორისო სიმპოზიუმებში მონაწილეობამ, უცხოეთში სტატიებისა და მონოგრაფიების გამოქვეყნებამ. 1978 წლიდან ქ. იენაში გერმანულ ენაზე ყოველწლიურად გამოდიოდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის და იენის ფრიდრიხ შილერის სახ. უნივერსიტეტების ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალი „გეორგიკა“. 1991 წლიდან „გეორგიკა“ ქ. კონსტანცაში (გერმანია) გამოდის ოთხი უნივერსიტეტის – თბილისის, იენის, ზაარბრუკენისა და კონსტაცის უნივერსიტეტების – თანამშრომლობით. 1999 წლიდან კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელიც საქარველოსა და საბერძნეთის ხელისუფლების, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებისა და ინტელიგენციის მხარდაჭერით შეიქმნა 1997 წელს, გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს „PHASIS“.

    თბილისის უნივერსიტეტში არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და სიმპოზიუმი ჩატარდა. აღსანიშნავია ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონფერენციები (1979, 1986), ქართული ხელოვნების სიმპოზიუმები (II – 1977 წ., IV – 1983 წ., VI –1989 წ.), საერთაშორისო კონფერენციები რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლების (1980 წ., 1984 წ., 1988 წ.), გერმანული ლიტერატურის (1983 წ., 1989 წ.), კლასიკური ფილოლოგიის (1969 წ., 1975 წ., 1980 წ.,1990 წ., 1995 წ., 1996 წ.), რელიგიისა და ეთიკის (1990 წ.), საერთაშორისო კერძო სამართლის (1985 წ.) საკითხებზე, ქართველოლოგიური საერთაშორისო სიმპოზიუმები ( I -1987 წ., II – 1988 წ., III – 1995 წ.).

    სამეცნიერო მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და მდიდარი ტრადიციები აქვს კავკასიოლოგიას. 1998 წლიდან გამოდის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჩაუცასიცა.

    უკანასკნელ წლებში ჩატარდა კავკასიოლოგთა სამი საერთაშორისო კონფერენცია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: კავკასია მსოფლიო ისტორიულ კონტექსტში (1996 წ.), მშვიდობიანი კავკასია (1998 წ.), კავკასია ათასწლეულთა მიჯნაზე (2000 წ.).

    თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მიეძღვნა უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები: „კავკასია, დემოკრატიზაციის პრობლემები“ (1995 წ.), „სამართლის რეფორმა საქართველოში“ (1995 წ.), „საუნივერსიტეტო რეფორმა საქართველოში“ (1995 წ.), „ელინისტიკა საუკუნეთა მანძილზე“ (2000 წ.). ყოველ ზაფხულს ტარდება სკოლა-სემინარები უცხოელი ქართველოლოგებისათვის.

    თბილისის უნივერსიტეტს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-პედაგოგიურ ცენტრთან. ესენია: ზაარლანდის, ბამბერგის, გიოტინგენის, ბრემენის, კოტბუსის და იენის უნივერსიტეტები (გერმანია); ემორის უნივერსიტეტი, ჯორჯიის უნივერსიტეტი, ბრევარდის, ველსლის, მაუნთ ჰოლუოკის და ვილიამს კოლეჯები (აშშ); სენტ მერის უნივერსიტეტი (კანადა); ვარშავისა და ლოძის უნივერსიტეტები (პოლონეთი); მალაგის და სალამანკას უნივერსიტეტები (ესპანეთი); ნანტის, პარიზ 8, პარიზ 13, გრენობლის, ტულონის და ინალკოს უნივერსიტეტები (საფრანგეთი); ბრისტოლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ბრენელის და ლონდონის უნივერსიტეტები (დიდი ბრიტანეთი); ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტი (უნგრეთი); ბილკენტის, ტრაბზონის შავი ზღვის და ანკარის უნივერსიტეტები (თურქეთი); პალერმოს, რომის და საპიენცას, პიზას და ვენეციის უნივერსიტეტები (იტალია); ათენის პირეუსის, იოანინას და თესალონიკის უნივერსიტეტები (საბერძნეთი); ბირთვული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (შვეიცარია); ორხუსის უნივერსიტეტი (დანია); ბუქარესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი); ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია); თეირანისა და გილანის უნივერსიტეტები (ირანი); კაიროს უნივერსიტეტი (ეგვიპტე); ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია, ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაცია, იუნესკო, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები; ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთი უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი, კერძოდ, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, კიევის, ოდესის, ერევნის, ბაქოს და სხვა უნივერსიტეტები.

    უნივერსიტეტში არსებობს უცხოელ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საპატიო დოქტორად არჩევის ტრადიცია.

    სტუდენტური მოძრაობები

    უნივერსიტეტში ფართოდაა გაშლილი სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობა. ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა შემაჯამებელი სამეცნიერო კონფერენციები.

    ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ მხატვრულ თვითშემოქმედებაში. უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბაზაზე შექმნილია კამერული მუსიკის ორკესტრი, გაერთიანებული კაპელა, სახალხო თეატრი, ვაჟთა და გოგონათა ვოკალური ანსაბლები, ქორეოგრაფიული და თანამედროვე ცეკვების ანსაბლები, ერთი მსახიობის და პანტომიმის თეატრი, თეატრ-სტუდია „მერმისი“, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში მხიარულთა და საზრიანთა კლუბი — „მან-სან-კანი“.

    თვალსაჩინოა უნივერსიტეტელთა სპორტული მიღწევები. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ასპარეზობებში საქართველოსა თუ უცხოეთში, წარმატებით იცავენ ქვეყნისა და უნივერსიტეტის სპორტულ ღირსებას. უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდა და დღესაც სწავლობს მსოფლიო, ევროპის თუ საქართველოს არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი, თვალსაჩინო სპორტსმენი.

    ლიტერატურა

    რესურსები ინტერნეტში

    სქოლიო

    1. https://eua.eu/about/member-directory.html
    2. https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
    3. ენციკლოპედია „საქართველო“ სტატია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტ. 3 გვ. 601-606 ლიტ. გაიპარაშვილი ზ., უნივერსიტეტი, თბ. 2011
    4. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი // Staff.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 2011-10-28.
    5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19. ციტირების თარიღი: 2011-06-14.

    Read other articles:

    В Википедии есть статьи о других людях с фамилией Атабеков. Андрей Адамович Атабеков Дата рождения 5 октября 1854(1854-10-05) Дата смерти 28 августа 1918(1918-08-28) (63 года) Принадлежность  Российская империя Род войск Артиллерия Годы службы 1870-1918 Звание Генерал от артиллерии Ком

     

    NHK紅白歌合戦 > 第12回NHK紅白歌合戦 第12回NHK紅白歌合戦 会場の東京宝塚劇場(写真は太平洋戦争以前)ジャンル 大型音楽番組製作制作 NHK 放送放送国・地域 日本放送期間1961年12月31日回数NHK紅白歌合戦第12 NHK紅白歌合戦公式サイトテンプレートを表示 第12回NHK紅白歌合戦ジャンル 大型音楽番組放送方式 生放送放送期間 1961年12月31日放送時間 1961年12月31日放送局 NHK...

     

    Artikel ini memiliki beberapa masalah. Tolong bantu memperbaikinya atau diskusikan masalah-masalah ini di halaman pembicaraannya. (Pelajari bagaimana dan kapan saat yang tepat untuk menghapus templat pesan ini) Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: Daftar klub sepak bola wanita di ...

    Damian Hugo Philipp von Lehrbach, Altersporträt von Joseph Kellerhoven Damian Hugo Philipp von Lehrbach (* 21. Juni 1738, in Bruchsal; † 11. November 1815 in Speyer) war ein Reichsgraf, Jesuit, Freisinger Domherr und Wohltäter der katholischen Kirche in Speyer und Mainz. Inhaltsverzeichnis 1 Herkunft und Familie 2 Leben und Wirken 2.1 Vor der Säkularisation 2.2 Nach der Säkularisation 3 Literatur 4 Weblinks 5 Einzelnachweise Herkunft und Familie Er entstammte dem alten hessischen Adelsg...

     

    Inondations des années 2010 dans le VarLe 16 juin 2010, dans la plaine de l'ArgensLocalisationPays FranceRégions affectées Provence-Alpes-Côte d'AzurCoordonnées 43° 30′ N, 6° 20′ ECaractéristiquesType Épisode méditerranéenDate 15 juin 2010ConséquencesNombre de morts 54Localisation sur la carte de Provence-Alpes-Côte d'Azurmodifier - modifier le code - modifier Wikidata Les inondations des années 2010 dans le département du Var en France sont des phénom...

     

    Pianomania Ficha técnicaDirección Robert CibisLilian FranckProducción Robert CibisLilian FranckVincent LucassenEbba SinzingerGuion Robert Cibis & Lilian FranckFotografía Robert CibisJerzy PalaczAttila BoaMontaje Michèle BarbinProtagonistas Stefan KnüpferAlfred BrendelLang LangPierre-Laurent Aimard Ver todos los créditos (IMDb)Datos y cifrasPaís AlemaniaAustriaAño 2009Género DocumentalDuración 93 minutosIdioma(s) AlemánInglésCompañíasProductora Oval Filmemacher GbR, WILDart ...

    Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Oberbürgermeister Haken Kapal filsuf, juga dikenal sebagai perahu uap filsuf adalah sebuah istilah yang dipakai untuk kapal-kapal uap yang mengangkut para intelektual yang diusir dari Rusia Soviet pada 1922. Pengangkutan utama ditangani oleh dua kapal...

     

    For other uses, see Máramaros (disambiguation). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Máramaros County – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2007) (Learn how and when to remove this template message) Máramaros CountyComitatus Maramarosiensis (Latin)Máramaros vármegye...

     

    Railway line in Northeast China This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs to be updated. Please help update this article to reflect recent events or newly available information. (July 2011) This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources:...

    Community college Southwestern Indian Polytechnic InstituteSouthwestern Indian Polytechnic InstituteTypePublic tribal land-grant community collegeEstablished1971Parent institutionBureau of Indian AffairsAcademic affiliationsSpace-grantPresidentDr. Tamarah PfeifferUndergraduates488[1]LocationAlbuquerque postal address, New Mexico, United StatesCampusurban/suburban reserveWebsitewww.sipi.edu Southwestern Indian Polytechnic Institute (SIPI) is a public tribal land-grant community college...

     

    Perez HiltonHilton at a Barnes & Noble book signing, September 2011LahirMario Armando Lavandeira, Jr.Templat:Birth year and age 35Miami, Florida, A.S.PekerjaanBlogger, presenter televisiTahun aktif2001–sekarangAnak1Situs webperezhilton.com Mario Armando Lavandeira, Jr. (lahir 16 November 1978),[1] dikenal secara profesional sebagai Perez Hilton (plesetan dari Paris Hilton[2]), adalah seorang blogger dan presenter televisi Amerika. Blognya, Perezhilton.com (dahulu Pa...

     

    جورج روبرت ووترهاوس (بالإنجليزية: George Robert Waterhouse)‏  معلومات شخصية الميلاد 6 مارس 1810(1810-03-06)لندن بورو كامدن  الوفاة 21 يناير 1888 (77 سنة)لندن الإقامة إنجلترا  مواطنة المملكة المتحدة الجنسية إنجليزي الحياة العملية اختصار اسم علماء الحيوانات Waterhouse  المهنة عالم طبيعة،  ...

    弘前公園弘前城公園基本資料類型都市公園(综合公園)位置 日本青森县弘前市大字下白銀町1坐标40°36′28.93″N 140°27′49.7″E / 40.6080361°N 140.463806°E / 40.6080361; 140.463806坐标:40°36′28.93″N 140°27′49.7″E / 40.6080361°N 140.463806°E / 40.6080361; 140.463806面積約48.9萬平方公尺開放1895年網站官方網站地圖弘前公園(日语:弘前公園/ひろさきこ...

     

    1 Samuel 26Kitab Samuel (Kitab 1 & 2 Samuel) lengkap pada Kodeks Leningrad, dibuat tahun 1008.KitabKitab 1 SamuelKategoriNevi'imBagian Alkitab KristenPerjanjian LamaUrutan dalamKitab Kristen9← pasal 25 pasal 27 → 1 Samuel 26 (atau I Samuel 26, disingkat 1Sam 26) adalah bagian dari Kitab 1 Samuel dalam Alkitab Ibrani dan Perjanjian Lama di Alkitab Kristen. Dalam Alkitab Ibrani termasuk Nabi-nabi Awal atau Nevi'im Rishonim [נביאים ראשונים] dalam bagian Nevi'im (נב...

     

    الدوري العراقي الممتاز 2021–22 البلد العراق  المنظم الاتحاد العراقي لكرة القدم  الفائز الشرطة (اللقب 5) الفرق الهابطة نادي أمانة بغداد،  ونادي الميناء،  ونادي سامراء  عدد المباريات 380 مباراة كرة قدم  مجموع الأهداف المسجلة 766   أكبر فوز خارجي النجف 0–4 نفط البص...

    Pengepungan TenochtitlanBagian dari Penaklukan Kekaisaran Aztek oleh SpanyolConquista de México por CortésTanggal26 Mei - 13 Agustus 1521LokasiTenochtitlan, kini adalah Kota Meksiko, MeksikoHasil Kemenangan Spanyol dan TlaxcallaPihak terlibat SpanyolTlaxcallā Kekaisaran AztekTokoh dan pemimpin Hernán Cortés Pedro de Alvarado Cuitláhuac † Cuauhtémoc Kekuatan 86-96 kavaleri900-1.300 infantri16 meriam13 brigantin80.000 sekutu penduduk asli 100.000-300.000 prajurit[1](t...

     

    Di... (yun. di...) — old qoʻshimcha. Ikkitalikni, juftlikni ifodalaydi. Mas, diftong. Adabiyotlar OʻzME. Birinchi jild. Toshkent, 2000-yil Bu maqolada boshqa til boʻlimlariga ishorat yoʻq. Siz ularni topib va ushbu maqolaga qoʻshib, loyihaga yordam berishingiz mumkin. Ushbu maqola chaladir. Siz uni boyitib, Vikipediyaga yordam berishingiz mumkin.kmtBu andozani aniqrogʻiga almashtirish kerak.

     

    Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

    BenetoBennetot Osnovni podaci Država  Francuska Region Gornja Normandija Departman Seine-Maritime Okrug Avr Kanton Fovil an Koks Stanovništvo Stanovništvo (2011-01-01) 127[1] Gustina stanovništva 40,61 st./km² Geografija Koordinate 49°40′19″N 0°33′11″E / 49.6719444444444°N 0.553055555555556°E / 49.6719444444444; 0.553055555555556 Vremenska zona UTC+1, ljeti UTC+2 Nadmorska visina 121 m Površina 4,58 km² BenetoBeneto (Francuske) Ostali p...

     

    Джон Рейдангл. John Reid, Baron Reid of CardowanНародився8 травня 1947(1947-05-08)[1] (77 років)Беллсгілл, Ланаркшир, Шотландія, Велика БританіяКраїна Велика Британія[2]Діяльністьполітик, профспілковий діяч, дослідникAlma materВідкритий університетЗнання мованглійськаПосадамініст...

     

    Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!