ეწეოდა მარქსისტული იდეებისპროპაგანდასთბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება. გაწევრიანდა რსდმპ-ის თბილისის ორგანიზაციაში, სადაც დაუპირისპირდა სილიბისტრო ჯიბლაძეს. ამის გამო გარიცხა პარტიულმა სასამართლომ. თბილისიდან გადავიდა ბათუმში, სადაც ცივად მიიღეს, რის შემდეგაც გადავიდა ბაქოში.[3]მონაწილეობდა გაზეთების „ბაკინსკი პროლეტარიატის“, „გუდოკის“, „ბაკინსკი რაბოჩის“ გამოცემაში. ბაქოდან მალე დაბრუნდა ბათუმში, სადაც მონაწილეობა მიიღო ბათუმის მუშათა გაფიცვაში, რის გამოც დააპატიმრეს და მოათვასეს ქუთაისის ციხეში. 1903 წლის სექტემბერში გადაასახლეს რუსეთში. რსდმპ-ში მომხდარი განხეთქილების შემდეგ მიემხრო ბოლშევიკებს. 1905 წელს იყო რსდმპ I ყრილობის დელეგატი ტამპერეში, სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს. 1906 წელს ჩავიდა რსდმპ IV ყრილობაზე, როგორც ბორჩალოს დელეგატი, მაგრამ რამდენადაც ბორჩალოში პარტიული ორგანიზაცია არ არსებობდა, ის არ დაუშვა სამანდატო კომისიამ და ყრილობაში მონააწილეობა მიიღო მხოლოდ სათათბირო ხმით. მისი მანდატი სადავო იყო რსდმპ V ყრილობაზეც, თუმცა აქ სამანდატო კომისიამ ის დაუშვა დელეგატად.[3]
ცხოვრობდა ბაქოში. დაპირისპირებული იყო კავკასიაში ბოლშევიკების ლიდერ სტეფანე შაუმიანთან. ბაქოში დააპატიმრეს, მაგრამ მოახერხა გაქცევა. ამის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა რუსეთის შიდა ტერიტორიებზე და იშვიათად ჩადიოდა კავკასიაში.[3]
1912 წელს სრულიად რუსეთის ბოლშევიკების VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912–1913 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში — „ზვეზდა“ და „პრავდა“. მონაწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“, რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა „კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის“ ოპორტუნისტული პროგრამა. აღნიშნულ შრომას ლენინმა მაღალი შეფასება მისცა. 1913 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.
რევოლუციის შემდეგ
რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, სადაც იგი მაშინვე შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და „პრავდის“ რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციისსოციალისტურ რევოლუციაში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშითა და მოხსენებით მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
როგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს — სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917–1923). ერთდროულად, 1919–1922 წლებში, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 წელს გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად.
სამოქალაქო ომისა (1917–1923) და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918–20) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით, 1919 წლის 27 ნოემბერს სტალინი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.
სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით „პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში“. 1922 წლის აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს.
სტალინმა მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის შექმნაში. მაგრამ ამ ახალი და რთული ამოცანის პირველად გადაწყვეტაში დაუშვა შეცდომა — წამოაყენა „ავტონომიზაციის“ პროექტი (რფსრ-ში ყველა რესპუბლიკების შესვლა როგორც ავტონომიის საფუძველზე). ეს პროექტი ლენინმა გააკრიტიკა და დაასაბუთა ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. სტალინმა დაუჭირა მხარი ლენინის იდეას და რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ.
პარტიის XII ყრილობაზე (1923) სტალინი გამოვიდა ცკ-ის მუშაობის შესახებ ორგანიზაციული ანგარიშით და მოხსენებით „ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში“.
სსრ კავშირის სათავეში მოსვლა
ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულტურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაში, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: „ლენინიზმის საფუძვლების შესახებ“ (1924), „ტროცკიზმი თუ ლენინიზმი“ (1924), „ლენინიზმის საკითხებისათვის“ (1926), „ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში“ (1926), „მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში“ (1929), „აგრარული პოლიტიკის საკითხებზე სსრ კავშირში“ (1929) და სხვ.
საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი. სტალინმა.
ინდუსტრიალიზაცია
სოციალიზმის მშენებლობის ქვაკუთხედად გადაიქცა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტრუქციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რევოლუციური გარდაქმნების ყველაზე რთული და მძიმე ამოცანა იყო სოფლის მეურნეობის გარდაქმნა სოციალისტურ საფუძველზე. სოფლის მეურნეობის გარდაქმნაში დაშვებულ იქნა შეცდომები და გადახრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სტალინსაც ეკისრება, მაგრამ პარტიამ სტალინის მონაწილეობით გადამწყვეტი ზომები მიიღო და ეს შეცდომები დაძლია.
სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ — შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს — სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისთეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელ მსოფლიოში.
1935–1938 წლების მასობრივი რეპრესიები
1935–1938 წლებში სსრკ-ში ჩატარდა მასობრივი რეპრესიები. სახელმწიფო სამსახურებმა დააპატიმრეს „ხალხის მტრები“, რომლებსაც უცხო ქვეყნების ჯაშუშობასა თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ედებოდათ ბრალი.
ამ მოვლენებს თავისი მიზეზები ჰქონდა. ამათგან, მთავარი იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის კომუნისტური პარტიის სამი დაჯგუფება იბრძოდა: სტალინელი ცენტრისტები, ტროცკისტელი მემარცხენეები და ბუხარინელი მემარჯვენეები. უპირატესობა იმთავითვე სტალინელმა ცენტრისტებმა მოიპოვეს, ამიტომ ისინი არსებითად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ. ამ ბრძოლის პირველი მსხვერპლი ტროცკისტები გახდნენ, რომლებიც 20-იანი წლების ბოლოს პარტიულ ბრძოლაში დამარცხდნენ და მათი მეთაური ლევ ტროცკი 1929 წელს სსრკ-იდან გააძევეს. ამის შემდეგ სტალინელები ბუხარინელებს იოლად გაუსწორდნენ და 30-იან წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.
მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა, რაც კომუნისტების მიერ დიდი ხნის წინ იყო ათვისებული, კერძოდ სამოქალაქო ომის და წითელი ტერორის მიერ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი სხვასთან ერთად თვით კომუნისტების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული.
გამოიყოფა რეპრესიების ორი ტალღა: პირველი დაკავშირებული იყო სოფლებში კოლექტივიზაციის პროექტთან. რეპრესიების ტალღას შეეწირნენ მსხვილი გლეხები, ე. წ. კულაკები.
მეორე ტალღა მოდის 1936–1937 წლებზე. რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, ლენინგრადში. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღვაწეების მიმართ.
ამ წლების ტერორის თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიზიკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე, ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს.
თავდაპირველად სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე. წ. „ტროიკები“ („სამეულები“) რომლებსაც „ოპერატიულად“ გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ. შ. სასიკვდილოც).
ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს.
რელიგია
სტალინის მთავრობა ქადაგებდა და მხარს უჭერდა ათეიზმს, სპეციალური ათეისტური განათლების სკოლებში დანერგვით, ანტი-რელიგიური პროპაგანდით, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ანტი-რელიგიური მუშაობით, დისკრიმინაციული კანონების მიღებით და მორწმუნეებზე ტერორით. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში რელიგიასთან კავშირი საბჭოთა მოქალაქეებისათვის სახიფათო გახდა.[4]
1930-იანი წლების მასობრივმა რეპრესიებმა რუსული ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, თითქმის მთლიანად გაანადგურა: 1939 წლისათვის, სტალინის ბრძანებით განადგურებული იყო მრავალი ეკლესია,[5] ათობით ათასი მღვდელი, ბერი და მონაზონი რეპრესირებული და მოკლული იყო. 1937-1938 წლების ტერორისას 100,000-ზე მეტი დახვრიტეს.[6][7]მეორე მსოფლიო ომის დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ხელისუფლებამ პოზიცია შეარბილა და მას აღდგენის საშუალება მისცა, როგორც პატრიოტულ ორგანიზაციას. ამავე დროს, რუსულმა ეკლესიამ აღიარა საბჭოთა მთავრობა და სტალინი, რასაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული რუსული მართლმადიდებლური წარმომადგელობების მხრიდან მათი სქიზმა მოჰყვა.
სტალინის მმართველობისას, მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსი ბედი გაიზიარეს სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმაც: კათოლიკეებმა, ბაპტისტებმა, მუსლიმებმა, ბუდისტებმა, იუდეველებმა. მოხდა ათასობით ბერის რეპრესია, განადგურდა ასობით სინაგოგა, მეჩეთი, ტაძარი და სხვა რელიგიური დაწესებულება.[8][9][10][11][12]
სტალინის კულტის ჩამოყალიბება
სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზული ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს.
სკკპ XX ყრილობამ გააკრიტიკა პიროვნების კულტი, როგორც მარქსიზ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში „პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ“ პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწეობის ობიექტური შეფასება, პიროვნების კულტის ფართო კრიტიკა. სტალინის პიროვნების კულტს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა საბჭოთა წყობილების სოციალისტური არსი, სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხასიათი და მისი ლენინური კურსი, საზოგადოების განვითარების კანონზომიერი სვლა. პარტიამ შეიმუშავა და განახორციელა ღონისძიებათა სისტემა, რომლებმაც უზრუნველყვეს პარტიული ცხოვრებისა და პარტიული ხელმძღვანელობის პრინციპების ლენინური ნორმების აღდგენა და შემდგომი განვითარება.
ჯილდოები
სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952–53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925–43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I–III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირისა (1939) და საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები. 1945 წლის 27 ივნისს, საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წინადადებისა და ფრონტების სარდალთა წერილობითი წარდგინების საფუძველზე, „დიდ სამამულო ომში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის უმაღლესი სამხედრო წოდება და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით,[13]„გამარჯვების“ 2 ორდენით,[14] 3 წითელი დროშის ორდენით,[15]სუვოროვის I ხარისხის ორდენით,[16] აგრეთვე მედლებით.[17]
ლიტერატურა
ქართულენოვანი გამოცემები
პიროვნების კულტისა და მისი შედეგების დაძლევის შესახებ. სკკპ ცკ დადგენილება. 1956 წლის 30 ივნისი, თბ., 1956
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორია, თბ., 1973
Etinger, Iakov (1995). Jews and Jewish Life in Russia and the Soviet Union, The Cummings Center Series. Ilford: Frank Cass, გვ. 103–124. ISBN0-7146-4619-9.
Rappaport, Helen (1999). Joseph Stalin: A Biographical Companion. Santa Barbara: ABC-Clio. ISBN978-1-57607-084-0.
Service, Robert (2004). Stalin: A Biography. London: Macmillan. ISBN978-0-333-72627-3.
Davies, Robert; Wheatcroft, Stephen (2004) The Industrialisation of Soviet Russia Volume 5: The Years of Hunger: Soviet Agriculture 1931–1933. Basingstoke and New York: Palgrave Macmillan. ISBN978-0-230-23855-8.
↑Pospielovsky, Dimitry V. (1988) A History of Soviet Atheism in Theory and Practice, and the Believer, vol 2: Soviet Anti-Religious Campaigns and Persecutions, St Martin's Press, New York. - გვ. 89
↑Куртуа С., Верт Н., Панне Ж-Л., Пачковский А., Бартосек К., Марголин Дж-Л. Чёрная книга коммунизма = Le Livre Noir du Communisme. — М.: «Три века истории», 2001. — გვ. 36. — 864. — ISBN 2-221-08-204-4.
↑Helene Carrere d'Encausse, The National Republics Lose Their Independence, in Edward A. Allworth, (edit), Central Asia: One Hundred Thirty Years of Russian Dominance, A Historical Overview. Duke University Press, 1994.
↑Crouch, Dave. "The Bolsheviks and Islam." International Socialism: A quarterly journal of socialist theory. 110. 14 Feb 2007. [1]
↑Ведомости Верховного Совета СССР. № 66 (613). 21 декабря 1949 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
↑Ведомости Верховного Совета СССР. № 40 (300). 29 июля 1944 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
↑Валерий Дуров, Николай Стрекалов (11 დეკემბერი, 2012). Орден Красного Знамени — Иосиф Виссарионович был отмечен тремя орденами «Красное Знамя» – 1919, 1930, 1944. archive.li. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
↑Ведомости Верховного Совета СССР. № 47 (253). 7 ноября 1943 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
↑Ведомости Верховного Совета СССР. № 40 (63). 31 декабря 1939 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
العلاقات السويدية البوتسوانية السويد بوتسوانا السويد بوتسوانا تعديل مصدري - تعديل العلاقات السويدية البوتسوانية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين السويد وبوتسوانا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه ...
Nota: Para outros significados, veja Igreja de Nossa Senhora do Pilar. Catedral Basílica de Nossa Senhora do Pilar Catedral Basílica de Nossa Senhora do Pilar (São João del-Rei)Catedral Basílica de Nossa Senhora do Pilar Construção 1721 Diocese Diocese de São João del-Rei Geografia País Brasil Local São João del-Rei, MG, Brasil Coordenadas 21° 08' 07 S 44° 15' 43 O A Catedral Basílica de Nossa Senhora do Pilar, também conhecida como Matriz de Nossa ...
Portal JKT48 Mantan anggota JKT48 adalah orang yang pernah menjadi anggota dari grup tersebut. Mereka umumnya berhenti karena berbagai alasan, mulai dari fokus terhadap pendidikan sampai mencoba menjajaki karir baru, atau bahkan masuk ke dalam manajemen JKT48 sendiri. Perbedaan antara lulus dan mengundurkan diri, keluar, atau mengakhiri kontrak umumnya dapat terlihat, pada umumnya anggota yang lulus mendapatkan pertunjukan terakhir atau bahkan konser spesial, sementara anggota yang mengundurk...
Ada usul agar Bangsa Brasil diganti judulnya dan dipindahkan ke orang Brasil (Diskusikan). Bangsa BrasilBrasileirosBendera Nasional BrasilJumlah populasiWarga negara: Sekitar 207,556,571 (perkiraan 2015)Daerah dengan populasi signifikan Brasil 190,755,799[1](Sensus 2010) ...
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada April 2016. Wiser.org logo Wiser.org, yang sebelumnya bernama WiserEarth, adalah ruang komunitas dalam jaringan (daring) untuk pergerakan sosial dan lingkungan.[1] Wiser.org melacak kegiatan lembaga nirlaba di berbagai belahan dunia.[2] Situs ini mem...
Gina McCarthyPenasehat Iklim Nasional Gedung Putih ke-1PetahanaMulai menjabat 20 Januari 2021PresidenJoe BidenWakilAli ZaidiPendahuluJabatan didirikanAdministrator Badan Perlindungan Lingkungan Hidup ke-13Masa jabatan18 Juli 2013 – 20 Januari 2017PresidenBarack ObamaWakilStan Meiburg (pelaksana tugas)PendahuluLisa JacksonPenggantiScott Pruitt Informasi pribadiLahirRegina McCarthy3 Mei 1954 (umur 69)Boston, Massachusetts, Amerika SerikatPartai politikPartai DemokratAnak3Pen...
Giant tortoise on a 1977 Seychelles stamp. This is a survey of the postage stamps and postal history of Seychelles, a 115 island nation spanning an archipelago in the Indian Ocean, some 1,500 kilometres (932 mi) east of mainland Africa, northeast of the island of Madagascar. Seychelles was administered as a dependency of Mauritius from 1810 to 1903. Independence was granted in 1976. First mails From 1848, stamps of Mauritius were used on mail from Seychelles and are found with the cancel...
American DJ Bob CollinsBob Collins at the Taste of Chicago on July 3, 1989BornHoward Wallace LeeFebruary 28, 1942Lakeland, FloridaDiedFebruary 8, 2000(2000-02-08) (aged 57)Zion, IllinoisNationalityAmericanAlma materUniversity of FloridaFlorida Southern CollegeKnown forBeing a radio personalitySpouse(s)Christine (?-2000)(his death) Bob Collins (February 28, 1942 – February 8, 2000) was a morning DJ on WGN-720AM radio in Chicago. His show was the top-rated morning show for ...
Metro station in Tokyo, JapanThis article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Nezu Station – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2022) (Learn how and when to remove this template message)C14 Nezu Station根津駅Platform of Nezu StationGeneral informationLocationBunkyō, TokyoJapanOperated by Tok...
Map of Central Africa:Dark Green: Central Africa (Geographic)Medium Green: Middle Africa (UN Subregion)Light Green/Gray: Central African Federation (Political: Defunct) The history of Central Africa has been divided into its prehistory, its ancient history, the major polities flourishing, the colonial period, and the post-colonial period, in which the current nations were formed. Central Africa is the central region of Africa, bordered by North Africa, West Africa, East Africa, Southern Afric...
Baby ISingel oleh Ariana Grandedari album Yours TrulyDirilis22 Juli 2013 (2013-07-22)FormatDigital downloadDirekam2013Genre R&B pop Durasi3:17LabelRepublicPencipta Kenneth Babyface Edmonds Antonio Dixon Patrick J. Que Smith Produser Kenneth Babyface Edmonds Antonio Dixon Patrick J. Que Smith Baby I adalah sebuah lagu yang dinyanyikan oleh penyanyi-penulis lagu asal Amerika Serikat, Ariana Grande, dalam album studio pertamanya, Yours Truly. Lagu ini merupakan single kedua miliknya, ya...
United States historic placeMilford Cotton and Woolen Manufacturing CompanyU.S. National Register of Historic Places Show map of New HampshireShow map of the United StatesLocation2 Bridge St., Milford, New HampshireCoordinates42°50′11″N 71°38′57″W / 42.83639°N 71.64917°W / 42.83639; -71.64917Area0.8 acres (0.32 ha)Built1813 (1813)NRHP reference No.82001684[1]Added to NRHPAugust 18, 1982 The Milford Cotton and Woolen Manufacturing...
Burg Norantola Ansicht von Süden Ansicht von Süden Staat Schweiz Ort Cama GR Entstehungszeit ca. anfangs 13. Jahrhundert Burgentyp Höhenburg Erhaltungszustand Ruine Bauweise Bruchstein Geographische Lage 46° 17′ N, 9° 11′ O46.2832194444449.1763888888889391Koordinaten: 46° 16′ 59,6″ N, 9° 10′ 35″ O; CH1903: 733922 / 127238 Höhenlage 391 m ü. M. Burg Norantola (Kanton Graubünden) D...
For other uses, see Orco (disambiguation). River in ItalyOrcoThe Orco near Rivarolo CanaveseOrco location [1]LocationCountryItalyPhysical characteristicsSource • locationGran Paradiso • elevationabout 2,600 m (8,500 ft) Mouth • locationPo at Chivasso • coordinates45°11′00″N 7°52′30″E / 45.18333°N 7.87500°E / 45.18333; 7.87500Length89.568 km (55.655 mi)[1...
Japanese baseball player and coach This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources...
Sex act Simple illustration of a rusty trombone Rusty trombone is a sexual act in which a man stands with his knees and back slightly torqued with feet at least shoulder width apart to expose his anus.[1] A person typically kneels behind the man and performs anilingus while reaching up beneath the scrotum or around the body to manually administer rapid up and down motions of the penis, mimicking the motions of a trombone player.[1][2] The act is defined primarily by th...
انتهاك القانون: يتم اختراق اللبنة الخرسانية عن طريق الصواني الحاملة للكابلات والكابلات. يجب أن يتم سد الفجوة لاستعادة معيار مقاومة الحريق الموجود بالجدار. وبدلًا من ذلك يتم ملؤها بـ البوليوريثين القابلية للاشتعال. قانون البناء، أو مراقبة المباني هو مجموعة من القواعد التي...