ეკატერინა (კატო) სვიმონის ასული სვანიძე-ჯუღაშვილი (დ. 14 აპრილი, [ძვ. სტ. 2 აპრილი], 1885 — გ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 22 ნოემბერი], 1907) — იოსებ სტალინის პირველი მეუღლე და მისი ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის დედა.
ბიოგრაფია
დიდგვაროვნის სვიმონ სვანიძისა და სეპორა დვალის ასული. ჰყავდა ძმა ალიოშა (1986) და ორი და საშიკო (1978) და მარიკო (1989). მუშაობდა მედღეურედ: მრეცხავად და მკერავად.
1904 წელს ცოლად გაჰყვა იოსებ ჯუღაშვილს. ჯვრისწერა ჩატარდა წმ. დავითის ტაძარში.
გარდაიცვალა 22 წლის ასაკში მუცლის ტიფისაგან. დაკრძალულია თბილისის კუკიის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში