ქუთაისის გუბერნია (რუს.Кутаи́сская губе́рния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1846-1917 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქუთაისი.
1846 წლის 14 დეკემბერს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით საქართველო-იმერეთის გუბერნიას გამოეყო ქუთაისის და გურიის მაზრები; ახალციხის მაზრის აბასთუმნისა და ხერთვისის უბნები, ქალაქ ახალციხესთან ერთად; გორის მაზრის ხეფინისხევის ქედის დასავლეთით მდებარე სოფლები და ოსეთის ოკრუგის მამისონის ხეობა. ასევე ქუთაისის გუბერნიაში შევიდა სამეგრელო და სვანეთი. საგუბერნიო ქალაქად გამოცხადდა ქალაქი ქუთაისი.[1]
ქუთაისის გუბერნია თავდაპირველად იყოფოდა 5 მაზრად:[2]
ქუთაისის მაზრაში შედიოდა მდინარე ძირულას მარჯვენა სანაპირო, შორაპნის მაზრაში მარცხენა სანაპირო. რაჭის მაზრაში შედიოდა ასევე მამისონის ხეობა (დვალეთის მხარე), ხოლო ახალციხის მაზრაში გაერთიანებული იყო აბასთუმანისა და ხერთვისის უბნები.
ცვლილებები 1848-1903 წლებში
1848 წლის 21 მაისს შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსის დაქვემდებარებაში მყოფი სამურზაყანოს ოკრუგი ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა.[3]
1849 წლის 9 ივნისს ერევნის გუბერნიის შექმნისას, ქუთაისის გუბერნიის ახალციხის მაზრას შეუერთეს, ტფილისის გუბერნიიდან გამოყოფილი ალექსანდროპოლის მაზრის ახალქალაქის უბანი.[4]
1853-1856 წლების აღმოსავლეთის ომის დროს სამხედრო ვითარებამ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიწვია ქუთაისის გუბერნიის სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების გაერთიანება.
1856 წლის 16 აგვისტოს შეიქმნა ქუთაისის საგენერალგუბერნატორო, რომელშიც გაერთიანდა მანამდე არსებული ქუთაისის გუბერნია და შავი ზღვის სანაპირო ზოლის მე-5 განყოფილება.[5]
1857 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფო სენატის დადგენილებით სამეგრელოს სამთავრო დაექვემდებარა ქუთაისის გუბერნიას.[6]
1859 წლის 19 ივნისს მამისონის ხეობა, რომელიც მანამდე საქართველო-იმერეთის გუბერნის დაშლისას ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში იყო გადმოტანილი, ოსეთის ოკრუგის ნარის უბანის მსგავსად გადაეცა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას.[7]
1866 წლის 11 აგვისტოს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, ქუთაისის გუბერნიის დაქვემდებარების ქვეშ შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელშიც გაერთიანდა ქუთაისის გუბერნიაში 1848 წლიდან არსებული სამურზაყანოს ოკრუგი, აფხაზეთის აწ გაუქმებული სამთავრო და ახლად-დაპყრობილი წებელდა.[8]
1867 წლის 16 აპრილს გაუქმდა ქუთაისის საგენერალგუბერნატორო. ახლადწარმოქმნილ ქუთაისის გუბერნიაში სამეგრელოს სამთავრო, რომელიც ქუთაისის გუბერნიას 1857 წლიდან დაუქვემდებარეს, გაუქმდა და მის ბაზაზე შეიქმნა სამი (ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის) მაზრა.[9]
1968 წლის 27 მაისს, 1866 წლის 11 აგვისტოს შექმნილი და 4 (წებელდის, ბიჭვინთის, დრანდისა და ოქუმის) ოკრუგისგან შემდგარი სოხუმის სამხედრო განყოფილება, გაიყო 3 (წებელდის, ბიჭვინთისა და ოჩამჩირის) ოკრუგად:
წებელდის ოკრუგი დარჩა ხელუხლებელი;
ბიჭვინთის ოკრუგში შევიდა გუმისთისა და გუდაუთის საპოლიციო უბნები (ოკრუგის ტერიტორია — გაგრის ქედიდან მდინარე კოდორამდე);
ოჩამჩირის ოკრუგში შევიდა კოდორისა და სამურზაყანოს საპოლიციო უბნები (ოკრუგის ტერიტორია — მდინარე კოდორიდან მდინარე ენგურამდე).
1868 წლის 12 ოქტომბერს სვანეთის საბოქაულო შევიდა ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრის შემადგენლობაში და გაიყო თავისუფალი სვანეთის, სადადეშქელიანო სვანეთისა და სადადიანო სვანეთის თემებად.[11]
1870 წლის 29 ოქტომბერს მიღებულ იქნა ქუთაისის გუბერნიისა და ქალაქ ქუთაისის გერბი.[12]
1903 წლის 17 მარტის დადგენილებით ართვინის, ბათუმის და სოხუმის ოკრუგები გამოეყვნენ ქუთაისის გუბერნიას.[14]
ფართობი 25 942 კვ. ვერსი. მოსახლეობა 914 ათასის ადამიანი (მათ შორის ქალაქად 62 ათ.). ქართლელი 282, იმერელი 271, მეგრელი 239, აფხაზი 59, სვანი 16, რუსი 13 ათასი. მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურა სიმინდი და ყურძენი. ვითარდებოდა მეთამბაქეობა. ასევე შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მრავლად იყო ხეხილის ბაღები. 314 ფაბრიკა-ქარხანა (1900), რომელთა წარმოების მოცულობა 8,5 მილიონ მანეთს შეადგენდა. რკინიგზის სიგრძე 379 ვერსი. შვიდი უეზდი: ქუთაისის, ზუგდიდის, ლეჩხუმის, ოზურგეთის, რაჭის, სენაკის და შორაპნის. ოთხი ქალაქი.
„§ 3. Въ составъ губернии Кутаиской отделяются части теперешней Грузино-Имеретинской губернии: Кутаиский и Гурийский уезды; Абасъ-туманский и Хертвисский участки Ахалцыхскаго уезда, вместе съ г. Ахалцихомъ; селения Горийскаго Уезда, лежащия на западъ отъ хребта Хепинисхеви, и ущелье Мамисонское Осетинскаго округа. Сверхъ того къ обшему составу Кутаиской губернии причисляются: Мингрелия и Сванетия. Губернскимъ городомъ сей губернии назначается Кутаисъ.“
„§ 2. Кутаиская губерния разделяется на 5 уездовъ: 1) Кутаиский; 2) Шаропанский; 3) Рачинский; 4) Озургетский, и 5) Ахалцихский. §3 Уезды сий состовлябтся изъ следующихъ частей: 1) Кутаиский, изъ настоящихъ участковъ Кутаискаго, Вакинскаго и Сабекскаго (теперешняго Кутайскаго уезда), съ отделениемъ къ Шаропанскому уезду: отъ перваго всех селении, лежащихъ по левую сторону реки Дзирули, а отъ втораго всего пространства от Багдада до границы Ахалцихскаго уезда, по правую сторону реки Ханис-Цхали. 2) Шаропанский, изъ нинещнихъ участковъ: Сачхерскаго и Шаропанскаго (Кутаискаго же уезда), съ присоединениемъ отъ Кутаискаго участка селении, лежащихъ по левую сторону реки Дзирули; отъ Сабескаго селении, расположенныхъ по правую сторону реки Ханис-Цхали; и сверхъ того, селений Горийскаго уезда, лежащихъ на западъ отъ хребта Хепинисхеви. 3) Рачинский, изъ настоящего Рачинскаго участка (теперешняго Кутаискаго уезда), съ присоединениемъ къ оному отъ Осетинскаго округа ущеля Мамисонскаго, и 5) Ахалцихский, изъ нинешняго Ахалцихскаго уезда: Абас-Туманскаго и Хертвисскаго“