ტფილისის გუბერნია

ტფილისის გუბერნია
გუბერნია

14 დეკემბერი 18461917
გერბი

ტფილისის გუბერნია კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი

ტფილისის გუბერნიის საზღვრების ცვლილება 1846-1917 წლებში
დედაქალაქი ტფილისი

ტფილისის გუბერნია (რუს. Тифлисская губерния; 14 (26) დეკემბერი18461917) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.

ისტორია

ადმინისტრაციული დაყოფა

შექმნა 1846 წელს

1846 წლის 14 დეკემბერს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით საქართველო-იმერეთის გუბერნიის დაშლის შედეგად ამიერკავკასიაში წარმოიქმნა ორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული: ტფილისისა და ქუთაისის გუბერნია.[1]

1846 წელს ტფილისის გუბერნია შედგებოდა:[2]

მაზრები, უბნები ადმინისტ. ცენტრი
1 ტფილისის მაზრა (სართიჭალის უბანი, ტფილისის უბანი, ბორჩალოს უბანი, ახალქალაქის უბანი) ტფილისი
2 გორის მაზრა (ხიდისთავის უბანი, გორის უბანი, სურამის უბანი) გორი
3 თელავის მაზრა (ყვარელის უბანი, თელავის უბანი) თელავი
4 სიღნაღის მაზრა (უკანამხარის უბანი, სიღანაღის უბანი, შირაქის უბანი) სიღნაღი
5 ელიზავეტპოლის მაზრა (ელიზავეტპოლის უბანი, შამშადილის უბანი, კაზახის უბანი) ელიზავეტპოლი
6 ერევნის მაზრა (სარდარ-აბადის უბანი, სურმალინის უბანი, გოქჩის უბანი) ერევანი
7 ნახიჩევანის მაზრა (ნახიჩევნის უბანი, ორდუბადის უბანი, დარალაგეზის უბანი) ნახიჩევანი
8 ალექსანდროპოლის მაზრა (ბამბაკის უბანი, შურაღელის უბანი) ალექსანდროპოლი
9 ოსეთის ოკრუგი (ნარის უბანი, ჯავის უბანი, პატარა ლიახვის უბანი) ჯავა
10 თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგი (ფშავ-ხევსურეთის უბანი, თუშეთის უბანი) ?
11 მთის ოკრუგი (ხევის უბანი, მთიულეთის უბანი, ქსანის უბანი) ქვეშეთი

ცვლილება 1849-1900 წლებში

1849 წლის 9 ივნისს ტფილისის გუბერნიას გამოეყო ერევნის, ნახიჩევნის და ალექსანდრაპოლის (ახალქალაქის უბნის გამოკლებით) მაზრები, რომლითაც შეიქმნა ერევნის გუბერნია,[3] ხოლო ქუთაისის გუბერნიის ახალციხის მაზრას შეუერთეს, ტფილისის გუბერნიიდან გამოყოფილი ალექსანდროპოლის მაზრის ახალქალაქის უბანი.[4]

1859 წლის 19 ივნისს ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგის ნარის უბანი გადაეცა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას, ხოლო ოსეთის ოკრუგი გაუქმდა და ნარჩენი ნაწილი მიერთებული იქნა გორის მაზრაზე ოსეთის უბნის სახელით.[5]

1860 წლლის 23 სექტემბერს ბარიატინსკის ბრძანებით ტფილისის გუბერნიის თიანეთის ოკრუგს შატილის მხრიდან შეუერთდა არღუნის ხეობის ორი ქისტეთის მითხოსა და მალხის საზოგადოებები (სახანოს და მაისტის).[6] მანამდე კი, 1854 წელს იქაური ქისტები მთიდან პანკისში გადაასახლეს,[7] ხოლო 1912 წელს იყო მცდელობა აღნიშნული მიწები ტფილისის გუბერნიიდან თერგის ოლქისთვის გადაეცათ.[8][9]

1868 წლის 12 თებერვალს ელიზავეტპოლის გუბერნიის შექმნასთან დაკავშირებით, ტფილისის გუბერნიას დარჩა 6 მაზრა: გორის, დუშეთის, თელავის [თიანეთის საბოქაულოთი], სიღნაღის [შირაქის საბოქაულოთი], ტფილისის [თრიალეთის და ლორეს საბოქაულოთი] და ახალციხის [ახალქალაქის საბოქაულოთი].[10] აქედან ახალციხის მაზრა ქუთაისის გუბერნიას ჩამოეჭრა, ხოლო ლორეს საბოქაულო — ერევნის გუბერნიას.

1900 წელს ტფილისის გუბერნია შედგებოდა:

მაზრები, ოკრუგები, საპოლიციო უბნები
(1900 წელი)
მოსახლეობა[11]
ტფილისის მაზრა
საპოლიციო უბნები:
66 377
I. სართიჭალის უბანი (რეზიდ. მარიენფელდი) 30 373
II. ტფილისის უბანი (რეზიდ. ელისავეტინსკოე) 30 950
III. ყარაიის უბანი (რეზიდ. ყარა-ტაპა) 5054
ახალქალაქის მაზრა
საპოლიციო უბნები:
71 003
I. ბარალეთის უბანი (რეზიდ. ბარალეთი) 37 834
II. ბოგდანოვკის უბანი (რეზიდ. ბოგდანოვკა) 33 169
ახალციხის მაზრა
საპოლიციო უბნები:
51 273
I. ქობლიანის უბანი (რეზიდ. უდე) 16 459
II. აწყურის უბანი (რეზიდ. აწყური) 16 171
III. ურაველის უბანი (რეზიდ. ზურდალი) 18 643
ბორჩალოს მაზრა
საპოლიციო უბნები:
100 675
I. ბორჩალოს უბანი (რეზიდ. შულავერი) 20 640
II. ეკატერინენფელდის უბანი (რეზიდ. ეკატერინენფელდი) 13 869
III. ლორეს უბანი (რეზიდ. ჯელალ-ოღლი) 32 776
IV. თრიალეთის უბანი (რეზიდ. ალექსანდერსგილფი) 34 562
გორის მაზრა
საპოლიციო უბნები:
167 310
I. ბორჯომის უბანი (რეზიდ. ბორჯომი) 5379
II. მეჯვრისხევის უბანი (რეზიდ. მეჯვრისხევი) 29 575
III. სურამის უბანი (რეზიდ. მიხაილოვო) 38 744
IV. ხიდისთავის უბანი (რეზიდ. ქარელი) 39 690
V. ცხინვალის უბანი (რეზიდ. ცხინვალი) 53 562
დუშეთის მაზრა
საპოლიციო უბნები:
67 472
I. ბაზალეთის უბანი (რეზიდ. ბაზალეთი) 16 178
II. მცხეთის უბანი (რეზიდ. მცხეთა) 14 144
III. ქსანის უბანი (რეზიდ. ახალგორი) 19 628
IV. ქვეშეთის უბანი (რეზიდ. ქვეშეთი) 17 522
სიღნაღის მაზრა
საპოლიციო უბნები:
76 028
I. ბაკურციხის უბანი (რეზიდ. გურჯაანი) 18 684
II. ქოდალოს უბანი (რეზიდ. ქოდალო) 22 255
III. მაჩხაანის უბანი (რეზიდ. მაჩხაანი) 33 259
IV. შირაქის უბანი (რეზიდ. დედოფლისწყარო) 1830
თელავის მაზრა
საპოლიციო უბნები:
52 472
I. ყვარლის უბანი (რეზიდ. ყვარელი) 19 788
II. წინანდლის უბანი (რეზიდ. წინანდალი) 32 684
თიანეთის მაზრა
საპოლიციო უბნები:
35 417
I. ფშავ-ხევსურეთის უბანი (რეზიდ. ბარისახო) 9778
II. ერწოს უბანი (რეზიდ. ამტნისხევი) 14 900
III. თუშეთ-კახეთის უბანი (რეზიდ. ახმეტა ზამთარში, ომალო - ზაფხულში) 10 739
ზაქათალის ოკრუგი
საპოლიციო უბნები:
72 582
I. ალიაბადის უბანი (რეზიდ. ალიაბადი) 13 987
II. ბელაქნის უბანი (რეზიდ. ბელაქანი) 15 807
III. ჭარ-მუხახის უბანი (რეზიდ. ზაქათალა) 20 764
IV. კაკის უბანი (რეზიდ. კახ-მუღალი) 22 024

ტფილისის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჩალოს, გორის, დუშეთის, სიღნაღის, თელავის, თიანეთის მაზრებად და ზაქათალის ოკრუგად. ფართობი 44 607 კმ², მოსახლეობა 1 040 943 კაცი. აქედან ქალაქებში (ზაქათალის ოკრუგის გარეშე) ცხოვრობდა 207 294 კაცი (XX საუკუნის დასაწყისის მონაცემებით). ეროვნული შემადგენლობა: ქართველები, სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები და სხვა. ტფილისის გუბერნია გაუქმდა 1917 წელს.

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5-6, თბ., 1970-1972;

სქოლიო

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXI, указ 20701, ст. 647
  2. § 2. Тифлисская губерния образуется из следующих уездов теперешней Грузино-Имеретинской губернии: 1) Тифлискаго, 2) Горийскаго, 3) Телавскаго, 4) Сигнахскаго, 5) Елисаветполскаго, 6) Эриванкаго, 7) Нахичеванскаго и 8) Александрапольскаго. К этому последнему уезду присоединяется от уезда Ахалцихскаго участок Ахалкалакский. принадлежащие к этой губернии округи: Горских народов, Осетинский и Тушино-Пшаво-Хевсурский остаются на прежнем основании. Губернским городом остается Тифлис.
  3. Образование в закавказском крае эриванской губернии. Положением, утвержденным Нами в 14 декабря 1846 года (20.701), Закавказский край разделен на 4 губернии: Тифлисскую, Кутаисскую, Шемахинскую и Дербентскую. Ныне, во внимании к представлению Наместника Кавказского, рассмотревшему Кавказским Комитетом, признавая полезным и необходимым, для успешного движения дел и удобнейшего управления, образовать в Закавказском краееще новую губернию, Мы Повелеваем: 1) В состав этой, вновь учреждаемой губернии, отделить: от Тифлисской губернии уезды: Эриванский, Нахичеванский и Александрапольский, кроме участка Ахалкалакского, а от Шемахинской губернии участок Мигринский и селение Канак Шушинского уезда
  4. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXIV, указ 23303, ст. 312
  5. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXIV, указ 34641, ст. 588
  6. Газ. «Кавказ», №81, 1860
  7. Газ. «Кавказ», №52, 1856
  8. Газ. «Кавказ», №182, 1912
  9. Газ. «Кавказ», №198, 1912
  10. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLIII, указ 45491, ст. 128
  11. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!