პაატა კოღუაშვილი

პაატა კოღუაშვილი
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1956
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 7 ოქტომბერი, 2024 (68 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

პაატა კოღუაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1956, ქუთაისი — გ. 8 ოქტომბერი, 2024) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1978–1988 წლებში იყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის მთავარი სამმართველოს წამყვანი ეკონომისტი, მთავარი ეკონომისტი, 1989 წლიდან იყო საქართველოს კოლმეურნეობათა საბჭოს გლეხურ/ფერმერულ/ მეურნეობათა სექტორის უფროსი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს სახალხო ფრონტი“.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!