სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება.
სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება
ხელმძღვანელობა
ლიდერი ზვიად გამსახურდია
ისტორია
დამფუძნებლები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, თევდორე პაატაშვილი, ვაჟა ადამია
დაფუძნდა დეკემბერი, 1988
დაიშალა 2000
პოზიციები
იდეოლოგია ნაციონალიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე
შტაბ-ბინა თბილისი

სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, წმინდა ილია მართლის საზოგადოება (ყოფილი „მეოთხე დასი“) — პოლიტიკური პარტია საქართველოში 1988-2000 წლებში, პირველი დამოუკიდებელი ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს სსრ-ში. 1988 წლის მარტში პარტია შიდა დაპირისპირების გამო „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ ორად გაიყო. პარტიის ორივე განაყოფს ჰქონდა პრეტენზია ილია ჭავჭავაძის სახელზე. 1988 წლის ოქტომბრიდან გაყოფილი პარტიის ერთი ნაწილი ჩამოყალიბდა „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ სახელით. მისი ლიდერები იყვნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია.[1]. შედიოდა ბლოკის — მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო შემადგენლობაში.

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე
დევიზი: „მამული, ენა, სარწმუნოება”
პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:
  • ეკონომიკა: თავისუფალი.
  • საგარეო პოლიტიკა: ლოკალური თავისუფალი კავკასიური კონფედერაცია.
  • სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული
  • სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

ისტორია

1988 წლის დასაწყისში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“ გამოეყო ჯგუფი „მეოთხე დასი“. 1988 წლის 26 მაისს „მეოთხე დასმა“ შეძლო, მოეწყო მიტინგი (500-მდე კაცი) ახალგაზრდულ კლუბ „ბერიკონში“. თავყრილობა დამთავრდა იმით, რომ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ქართველი ხალხისა და რესპუბლიკის მთავრობისადმი, რომელშიც მოითხოვდნენ, ხელისუფლებას უზრუნველყო ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გაეუქმებინა ბრძანებულება მიტინგების, დემონსტრაციებისა და ქუჩის მსვლელობის მოწყობის შესახებ.

1988 წლის ივნისში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში“ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი დაჯგუფება „ეროვნული ფრონტი“ (ხელმძღვანელები: ი. წერეთელი და ი. ბათიაშვილი), რომელიც შემდეგ თვითონ დაიშალა და შეერწყა „მეოთხე დასს“.

1988 წლის აგვისტოში გამოცხადდა, რომ „მეოთხე დასის“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (სედპ), რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისათვის.

1988 წლის 12 ნოემბერს იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა სანქცირებული მიტინგი დაახლოებით 30 ათასი კაცის მონაწილეობით, რომლის ორგანიზატორები იყვნენ „სედპ“ და „მეოთხე დასი“. მიტინგზე დააყენეს სხვადასხვა საკითხები, კერძოდ ბრძანებულების ბათილად ცნობა, სსრ კავშირის კონსტიტუციის შესწორებათა გაუქმება, საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღება, ეროვნული არმიის შექმნა, ხუდონჰესის მშენებლობის შეწყვეტა. მონაწილეები აფრიალებდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამფეროვან დროშებსა და ტრანსფარანტებს: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, „მოვითხოვთ დემოკრატიულ მრავალპარტიულ სისტემას!“ და სხვები.

„მეოთხე დასისა“ და „სედპის“ მოთავენი აყენებდნენ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ სსრ კავშირის კონსტიტუციის პროექტისა და შესწორებების განხილვას. წამოყენებულ იქნა მოთხოვნები საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიის მონაწილეებისადმი, არ განეხილათ შეთავაზებული შესწორებები (მუხლი 108, 119), დაეწყოთ საქართველოს ახალი კონსტიტუციის შემუშავება და გაეუქმებინათ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება მიტინგების, დემონსტრაციებისა და ქუჩის მსვლელობების მოწყობის წესის შესახებ. სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, რომელიც აკმაყოფილებდა ინსპირატორთა მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც 108 და 119 მუხლებს ეხებოდა, მათ 1988 წლის 22-29 ნოემბერს გამოიწვიეს სტუდენტი ახალგაზრდობის მასობრივი შიმშილობა მთავრობის სახლის წინ (60-500 კაცი) და მუდმივი თავყრილობები, რომლებშიც ცალკეულ შემთხვევებში 50 ათასზე მეტი კაცი მონაწილეობდა.

1988 წლის 23 ნოემბრიდან მოყოლებული, „მეოთხე დასის“ და „სედპის“ ლიდერები ეწეოდნენ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიასთან დაკავშირებული საპროტეტსო მიტინგის განუწყვეტელ სამზადისს. ამ მიზნით რესპუბლიკაში ფართოდ დაიწყო, საპროტესტო გამოსვლებში სტუდენტობის, ინტელიგენციისა და შრომითი კოლექტივების ჩართვა.

1988 წლის დეკემბერში მეოთხე დასისა და სედპის მოთავეთა სწრაფვას მოჰყვა ამ დაჯგუფებათა გათიშვა. საბაბი გახდა 1988 წლის 30 ნოემბერ — 1 დეკემბერს გამართული სედპის კონგრესი, რომელზეც კოსტავა, გამსახურდია, წერეთელი და ბათიაშვილი მიიწვიეს სათათბირო ხმით. ჭანტურიამ განაცხადა, რომ პარტია გამოეყოფოდა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“ (მეოთხე დასი). ამასთან დაკავშირებით კოსტავამ, გამსახურდიამ, წერეთელმა და ბათიაშვილმა 1988 წლის ოქტომბრის დამლევს გამოაცხადეს, რომ „მეოთხე დასს“ ეწოდა „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“.

„წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ წესდებაში, რომელიც არალეგალურად გამომავალ გაზეთ „სამშობლოს“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა, გაცხადებული იყო, რომ „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“ არის საქართველოს ეროვნულ-პატრიოტული გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავდა, დაიცვას ქართველი ერის უფლებები და ინტერესები, უპატრონოს კულტურულ მემკვიდრეობას, გაუღვივოს ქართველ ხალხს ეროვნული თვითშეგნება და აღადგინოს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა.

ილია მართლის საზოგადოებას მართავდა გამგეობა, რომელშიც თავდაპირველად შედიოდა 9 წევრი: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ვაჟა ადამია, ჯემალ გოლეთიანი, თედო პაატაშვილი და გურამ გოგბაიძე. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიიდან გამგეობაში შედიოდნენ: ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და თეიმურაზ სუმბათაშვილი.[2]

1989 წლის 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების წლისთავის დღეს, საზოგადოებამ მოაწყო სამგლოვიარო მსვლელობა რუსთაველის პროსპექტზე თალხი დროშებითა და პლაკატებით: „25 თებერვალი გლოვის დღეა“. მსვლელობა დამთავრდა სამგლოვიარო მიტინგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. მიტინგზე გამოსულმა მ. კოსტავამ, ზ. გამსახურდიამ, ი. წერეთელმა, ბათიაშვილმა ილაპარაკეს 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტის შესახებ და მოუწოდეს შეკრებილთ, შეერთებოდნენ საქართველოს „განთავისუფლებისათვის“ ბრძოლას.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დღეებში წმინდა ილია მართლის საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული თბილისში გამართულ საპროტესტო მანიფესტაციებში.

საზოგადოება გაერთიანდა საარჩევნო ბლოკში „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“. ბლოკმა გაიმარჯვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ, დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებში. წევრებით წარმოდგენილი იყო უზენაეს საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტში.

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, 1992-2000 წლებში, ორგანიზაცია იღვწოდა ხელისუფლების აღსადგენად. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა. პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც.[3] 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია გაერთიანდა ბლოკში „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“. ბლოკში შედიოდნენ: ჰელსინკის კავშირი, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, საქართველოს სამეფო ლიგა, საქართველოს ქრისტიანულ-სოციალური კავშირი, სრულიად საქართველოს „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“. ბლოკმა მიიღო 0,27%.

პარტია გაუქმდა 2000 წელს.

ლიტერატურა

  • სობჩაკი ა., „თბილისის ჟამტეხილი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა“, თბილისი, 2013, გვ. 57-60

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

Bahasa Betawi Basé Betawi, Omong Betawi Dituturkan di JakartaWilayahJabodetabek  DKI Jakarta  Jawa Barat Kabupaten Bekasi (sebelah barat dan utara) Kabupaten Bogor (sebelah utara) Kabupaten Karawang Batujaya Pakisjaya Kota Bekasi Kota Bogor Tanah Sareal Kota Depok  Banten Kabupaten Tangerang (sebelah timur dan tenggara) Kota Tangerang Kota Tangerang Selatan Penutur5 juta (2000)Rumpun bahasaKreol berbasis Melayu Betawi DialekBekasi Cikarang Depok Parung Serpong Tanger...

 

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (ديسمبر 2018) يوسف لو يوسفلو  - قرية -  تقسيم إداري البلد  إيران المحافظة أذربيجان الشرقية المقاطعة مقاطعة أ

 

French painter and sculptor (1841–1919) Renoir redirects here. For other people named Renoir, see Renoir (surname). For the 2012 film, see Renoir (film). Pierre-Auguste RenoirRenoir, c. 1875Born(1841-02-25)25 February 1841Limoges, FranceDied3 December 1919(1919-12-03) (aged 78)Cagnes-sur-Mer, FranceKnown forPaintingNotable workBal du moulin de la Galette, 1876Luncheon of the Boating Party, 1880Pink and Blue, 1881Girls at the Piano, 1892Nude, 1910MovementImpressionismSignatur...

Валермосо-де-ла-ФуентеValhermoso de la FuenteМуніципалітетКраїна  ІспаніяАвтономна спільнота Кастилія-Ла-МанчаПровінція КуенкаКоординати 39°34′01″ пн. ш. 2°01′01″ зх. д. / 39.567° пн. ш. 2.017° зх. д. / 39.567; -2.017Координати: 39°34′01″ пн. ш. 2°01′01″ зх....

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2020. Microsoft Foundation Classes (disingkat menjadi MFC), merupakan sebuah pustaka kelas (class library) dalam bahasa C++ yang dikembangkan oleh Microsoft Corporation. MFC menyediakan kerangka kerja dan kelas-kelas yang mempermudah dan mempercepat para pe...

 

Драмарецька Оксана Валеріївна Народилася 30 вересня 1971(1971-09-30) (52 роки)Саварка, Богуславський район, Київська область, Українська РСР, СРСРГромадянство  УкраїнаДіяльність дипломатAlma mater КНУ імені Тараса Шевченка і Український державний університет фінансів та між...

German journalist and diplomat (1892–1962) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Jona von Ustinov – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2012) (Learn how and when to remove this template message) Jona Klop von UstinovBorn2 December 1892Jaffa, Mutasarrifate of Jerusalem, Ottoman Empir...

 

Holidays celebrated in Judaism For the Gregorian dates of Jewish holidays, see Jewish and Israeli holidays 2000–2050. Candles are lit on the eve of the Jewish Sabbath (Shabbat) and on Jewish holidays. Part of a series onJewish culture Languages Hebrew Modern Ashkenazi Sephardi Mizrahi Yemenite Tiberian Medieval Mishnaic Biblical Samaritan Babylonian Palestinian Judeo-Aramaic Hulaulá Lishana Deni Lishán Didán Barzani Betanure Lishanid Noshan Targum Biblical Talmudic Palestinian Galilean J...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Doctor WhoMusim 1DibintangiolehChristopher EcclestonBillie PiperNegara asalBritania RayaNo. cerita10Jumlah episode13RilisSaluran asliBBC OneTanggal tayang26 Maret (2005-03-26) –18 Juni 2005 (2005-6-18) List of Doctor Who episodes Seri ...

Die Felsformationen am Donaudurchbruch bei Beuron, entstanden aus Schwammriffen Unter einem Schwammriff versteht man ein von Kieselschwämmen über sehr lange Zeiträume hinweg durch Biomineralisation aufgebautes Riff. Fossile Schwammriffe Deutschland: Ausgeprägt große fossile Schwammriffe finden sich zum Beispiel auf der Schwäbischen Alb[1] in den Massenkalken des Weißen Jura. Am Donaudurchbruch bei Beuron (Baden-Württemberg) zeigen die aufragenden und durch die Erosion herauspr...

 

Chinese television series Legend of YunxiDrama posterGenreHistorical fictionRomanceBased onPoison Genius Consortby Jie MoWritten byJin YuanyuanDirected byLin JianlongLiu ZhenmingStarringJu JingyiZhang ZhehanMerxatCountry of originChinaOriginal languageMandarinNo. of seasons1No. of episodes48 + 2 (epilogue)ProductionExecutive producerLin GuohuaProducersWang ZijieLiu JiachengProduction locationHengdian World StudiosRunning time45 minsProduction companiesShanghai Star 48 Culture and Media Groupi...

 

This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The Beautiful Guitar – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2009) (Learn how and when to remove this template message) 1993 compilation album by Joe SatrianiThe Beautiful GuitarCompilation album by Joe SatrianiReleased1993GenreInstrumental rockLength58:1...

1990 Polish filmKorczakOriginal Polish release posterDirected byAndrzej WajdaWritten byAgnieszka HollandProduced byJanusz MorgensternWilli SeglerDaniel Toscan du PlantierRegina ZieglerStarringWojciech PszoniakEwa DałkowskaTeresa Budzisz-KrzyzanowskaMarzena TrybalaPiotr KozlowskiZbigniew ZamachowskiJan PeszekCinematographyRobby MüllerEdited byEwa SmalMusic byWojciech KilarProductioncompaniesBritish Broadcasting CorporationZweites Deutsches FernsehenDistributed byNew Yorker FilmsRelease dates...

 

Christian university near Los Angeles This article contains content that is written like an advertisement. Please help improve it by removing promotional content and inappropriate external links, and by adding encyclopedic content written from a neutral point of view. (July 2022) (Learn how and when to remove this template message) Biola UniversityFormer nameBible Institute of Los Angeles (1908–1949)Biola College (1949–1981)MottoAbove All Give Glory to GodTypePrivate universityEstablished...

 

Phonology of the Latin language This article is about Latin phonology and orthography. For English pronunciation of Latin words, see Traditional English pronunciation of Latin. Transcription of Appius Claudius in Roman square capitals.[note 1] The words are separated by engraved dots, a common but by no means universal practice,[note 2] and some of the long vowels (e.g., in TVSCÓRVM) are marked by apices. This article contains phonetic transcriptions in the International Phon...

 CC20 Stasiun MRT Farrer Road花拉路地铁站பேரர் சாலைStesen MRT Farrer RoadAngkutan cepatPlatform level Stasiun MRT Farrer Road.Lokasi71 Farrer RoadSingapore 261006Koordinat1°19′02″N 103°48′27″E / 1.317319°N 103.807431°E / 1.317319; 103.807431PengelolaSMRT Trains (SMRT Corporation)Jalur  Jalur Lingkar Jumlah peronIslandJumlah jalur2Penghubung antarmodaBus, TaksiKonstruksiJenis strukturBawah tanahTinggi peron2Akses d...

 

Indian film actor (1949–2021) Syed NizamuddinBorn(1949-06-02)2 June 1949HubballiDied10 October 2021(2021-10-10) (aged 72)Other namesSatyajitOccupationsFilm actordirectorwriter[citation needed]SpouseSophia BegumChildren3[citation needed] Syed Nizamuddin, known by his professional name Satyajit or Satyajith (2 June 1949 – 10 October 2021),[1] was an Indian actor[citation needed] in the Kannada film industry. Some of the notable films of Satyajit as ...

 

Various organized crime elements originating from Greece This article is about ethnic Greek organized crime in general or Greek criminal organizations based all over the world, but mainly in Greece. For Greek-American criminal organizations sometimes known as the Greek Mafia, see Philadelphia Greek Mob and Velentzas crime family. Geography of Greece. (Courtesy of English Wikipedia by Captain Blood) Introduction and Background Greek MafiaFounding locationGreeceTerritoryGreece, Albania, Ne...

2009 plane crash near Qazvin, Iran Caspian Airlines Flight 7908EP-CPG, the aircraft involved photographed in November 2008AccidentDate15 July 2009 (2009-07-15)SummaryUncontained engine failure leading to loss of controlSiteJannatabad, Qazvin, Iran 36°8′33″N 49°59′38″E / 36.14250°N 49.99389°E / 36.14250; 49.99389AircraftAircraft typeTupolev Tu-154MOperatorCaspian AirlinesRegistrationEP-CPGFlight originTehran Imam Khomeini International Airport, Teh...

 

Subdivision of the Grand Duchy of Lithuania and the Kingdom of Poland Kiev VoivodeshipPalatinatus KioviensisWojewództwo kijowskieКиївське воєводствоVoivodeship of Polish–Lithuanian Commonwealth¹1471–1793 Coat of arms The Kiev Voivodeship in the Polish–Lithuanian Commonwealth in 1635.Capital(Kijów (Kyiv), 1471–1667), Żytomierz (Zhytomyr, 1667–1793)Area • 1793200,000 km2 (77,000 sq mi)Population • 1793 500,000 HistoryGovernm...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!