საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 1992

1990 ‹  საქართველოს დროშა 1995 ›
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები
11 ოქტომბერი 1992
პარტია ბლოკი მშვიდობა 11 ოქტომბრის ბლოკი
მანდატები 20,38% 12,1%

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1992)1991-1992 წლების პუტჩის შემდეგ ჩატარებული პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი. არჩევნებით მოხდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ლეგიტიმაცია.

წინაპირობები

1992 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს დე ფაქტო მმართველმა ორგანომ, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო საპარლამენტო არჩევნები და შექმნილიყო სამწლიანი გარდამავალი პარლამენტი. კანონპროექტი მომზადებული იყო „საქართველოს დემოკრატიული არჩევნების პარტიის“ მიერ. კანონი შედგენილი იყო ისე, რომ გამოერიცხა ერთი პარტიის დომინირება და გაეზარდა პოლიტიკური მონაწილეობა. საარჩევნო სისტემად განისაზღვრა შერეული სისტემა პარტიული სისტემით და ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით, დაწესდა 2%-იანი ბარიერი. პროპორციული არჩევნებისათვის შეიქმნა 9 მსხვილი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი. თითოეულში ამომრჩეველთა რაოდენობა 230 ათასიდან 250 ათასამდე მერყეობდა. პროპორციულ სისტემაში კენჭისყრა ხდებოდა ერთი გადაცემადი ხმის სისტემით. სულ აირჩეოდა 235 დეპუტატი. საარჩევნო კომისიაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველა პარტიას. კანდიდატად რეგისტრაციისთვის საკმარისი იყო 500 ხელმოწერა.

პოლიტიკური გაერთიანებები

საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბდა 4 საარჩევნო ბლოკი:

  1. ბლოკი „მშვიდობა“(საქართველოს დემოკრატიული კავშირი, საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, სრულიად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია „ლემი“, საქართველოს სამართლიანობის პარტია, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პროგრესის პარტია, საქართველოს აგრარული კავშირი, აჭარის აღორძინების სრულიად საქართველოს კავშირი);
  2. ბლოკი „11 ოქტომბერი“ (სახალხო ფრონტი, რესპუბლიკური პარტია, „დემოკრატიული არჩევნები საქართველოსათვის“ (დასი), ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი);
  3. ბლოკი „ერთობა“(ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია და სრულიად საქართველოს მშვიდობის და თავისუფლების (ავღანელთა) პარტია);
  4. ბლოკი „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიელთა პოლიტიკური კავშირი“(საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სოციალური თანასწორუფლებიანობის პარტია, მთიელთა პოლიტიკური გაერთიანება) .

არჩევნები

არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 32 პოლიტიკური პარტია და 4 ბლოკი, სულ 4 ათასი კანდიდატი. რეგისტრირებული 3 466 677 ამომრჩევლიდან 2 592 117-მა (74,77%) მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობის მაჩვენებელი დაბალი იყო ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ რეგიონში სამეგრელოში, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის გაუქმებული ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე. ეს განპირობებული იყო საარჩევნო სისტემით, რომელიც დომინანტ ეთნიკურ ჯგუფებს ანიჭებდა უპირატესობას, ასევე აფხაზებისა და ოსების მიერ არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტით.

უცხოელი დამკვირვებლების მიერ არჩევნები დამაკმაყოფილებლად შეფასდა, მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო არხები მიკერძოებული იყო შევარდნაძის სასარგებლოდ, აღინიშნებოდა პროცედურული დარღვევები და ოპოზიციური გაზეთების დაშინების მცდელობები.

შედეგები

პარლამენტში მოხვდა 26 პარტია, ზოგიერთი მათგანი როგორც ბლოკის წევრი. ყველაზე მეტი მანდატი მიიღო შევარდნაძის საარჩევნო ბლოკმა „მშვიდობამ“. ედუარდ შევარდნაძე საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით იქნა არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხმათა 96,01%-ით, ხოლო ახლადარჩეულმა პარლამენტმა ის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე აირჩია.

პარტია პროცენტი მიღებული მანდატების რაოდენობა
(პარტიული სიით)
ბლოკი „მშვიდობა“ 20,38 35 (29)
11 ოქტომბრის ბლოკი 12,1 18
ბლოკი „ერთობა“ 14
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 12
საქართველოს მწვანეთა პარტია 11
დემოკრატიული პარტია 10
ქარტია-91 9
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი 7
ილია ჭავჭავაძის საზოგადოება 7
მერაბ კოსტავას საზოგადოება 5
ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი 4
საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია 4
საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია 4
დანარჩენი პარტიები 16

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!