ალექსანდრე გუგუნავა (დ. 2 ივლისი, 1946, თბილისი — გ. 16 თებერვალი, 2013 ) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1972-1992 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში