მარკ რივკინი

მარკ რივკინი
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1941
ქ. არხანგელსკი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 2019 (77 წლის)
საქმიანობა ჟურნალისტი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

მარკ რივკინი (დ. 30 აპრილი, 1941, ქ. არხანგელსკი, ახლანდ. რუსეთის ფედერაცია — გ. 31 მარტი, 2019) — ქართველი ჟურნალისტი. 1990-იან წლებში საქართველოს პირველ არხზე პროგრამა „ვესტნიკის“ წამყვანი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992 წელს.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. 1996 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ბრძანებულება № 814-ის თანახმად საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის საქართველის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თანამშრომელი მარკ რივკინი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით[1].

გარდაიცვალა 2019 წლის 31 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[2].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო


Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!