როსტომ დოლიძე

როსტომ დოლიძე
დაბადების თარიღი 23 იანვარი, 1939
დაბადების ადგილი ბათუმი, საქართველოს დროშა საქართველო, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი მაისი, 2010
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

როსტომ დოლიძე (დ. 23 იანვარი, 1939, ბათუმი — გ. მაისი, 2010) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

1967 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი. 1957-1960 წლებში იყო მუშა, გემთმშენებელი ქარხანაში. 1967-1971 წლებში იყო ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ინჟინერ-ეკონომისტი, საწარმოო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, პარტკომის მდივანი. 1971-1974 წლებში იყო ბათუმის პარტიის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი. 1974-1984 წლებში იყო ბათუმის აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1984-1990 წლებში იყო ქ. ბათუმის მერი. ბათუმის საქალაქო საბჭოს არაერთგზის დეპუტატი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!