ზვიად ცეცხლაძე (დ. 26 თებერვალი, 1946, სოფელი ბახვი, მახარაძის რაიონი — გ. მაისი, 2007) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“.
2007 წლის 28 მაისს ზვიად ცეცხლაძე თბილისში, საკუთარ ოფისში მოკლული იპოვეს.[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო