აკაკი გასვიანი (დ. 23 იანვარი, 1938, სოფელი ხალდე, მესტიის რაიონი — გ. 26 ივნისი, 2021) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი.
1960 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.
იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებური ბრიგადის მეორე ბატალიონის უფროსი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1998 წლის 23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოვდა II ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით[1].
1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
გარდაიცვალა 2021 წლის 26 ივნისს, 83 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ გაზ. აფხაზეთის ხმა, №18, 1 მაისი, 1998 წელი