ზურაბ ვასილის ძე ქაფიანიძე (დ. 1 აპრილი, 1937, სოფელი ნაკიეთი, ონის რაიონი — გ. 4 ივლისი, 2011, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961–1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო.
1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
სამეცნიერო მოღვაწეობა
გამოსცა სამეცნიერო გაზეთი „შუმერი“. დააარსა ამავე სახელწოდების სამეცნიერო ცენტრი. 40 წლის შრომის შედეგად, როგორც თვითონ იყო დარწმუნებული, ახსნა ძვ. წ. V-III ათასწლეულების შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები, თიხის შუმერული ჭურჭლის მოხატულობა და სარკოფაგთა წარწერების ხაზობრივი სისტემა. მისივე მტკიცებით, აღმოაჩინა ანბანის რიცხვობრივი ხაზობრივი და კოსმიური სისტემის ფორმულა, რითაც , თითქოსდა, ცხადი გახდა უძველესი ქართული ასომთავრულის შუმერული წარმომავლობა. ასევე ამტკიცებდა, რომ აღადგინა ძვ. წ. 5604 წლის შუმერული კალენდარი.[1]
ქაფიანიძის მოსაზრებები მეცნიერებაში გაზიარებული არ არის.
ფილმოგრაფია
ბიბლიოგრაფია
- „შუმერების ანბანი“ (ავტორი). 128გვ. თბ., ხელოვნება, 1990
- „კაცობრიობის პირველი ანბანი“ : ძველი აღმოსავლეთის სამყაროსეულ ცივილიზაციათა სათავე (ავტორი). 99გვ., თბ., "სამშობლო"-ს სტ., 1997
- „ბიქილას საიდუმლო“ (ავტორი). 120გვ., თბ., შუმერი, 2008
- „ასეთი იყო ჩემი საქართველო“ : მოგონებები, მინიატურები, ჩანახატები (ავტორი). 226გვ., თბ., მერიდიანი, 2011. . - ISBN 978-9941-10-451-0
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო