ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი
ნოდარ ჯავახიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 აპრილი, 2015 – 29 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდავით შავლიაშვილი
მემკვიდრეზურაბ ალავიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
ოქტომბერი, 1993 – მარტი, 1998
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრიოთარ ფაცაცია
ნიკო ლეკიშვილი
ვაჟა ლორთქიფანიძე
წინამორბედიდემურ დვალიშვილი
მემკვიდრეირაკლი მანაგაძე

დაბადებული7 ოქტომბერი, 1954 (1954-10-07) (70 წლის)
სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი

ნოდარ ჯავახიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1954) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1993-1998 წლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2015-2016 წლებში. 2016 წლის დეკემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე.[1]

ბიოგრაფია

ნოდარ ჯავახიშვილი 1972-1977 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა — ფინანსები და კრედიტები.

1977 წელიდან 1991 წლამდე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა სახბანკში. 1993-1998 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მისი პოლიტიკური კარიერა 1999 წელს დაიწყო. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე. 2011-2014 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის" - გენერალური დირექტორი. 2014 წლიდან 2015 წლამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2015-2016 წლებში იყო მინისტრი.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ნოდარ ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. გურიანიუსი (12 დეკემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-24. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2018.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დემურ დვალიშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
1993 – 1998
შემდეგი:
ირაკლი მანაგაძე
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით შავლიაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
2015 – 2016
შემდეგი:
ზურაბ ალავიძე

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!