რომან რურუა

რომან რურუა
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1942 (1942-11-25) (82 წლის)
დაბ. ადგილი მუხურჩა, მარტვილის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 165 სმ
წონა 62
სპორტი
ქვეყანა საქართველო და სსრკ
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და საპატიო ნიშნის ორდენი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლი ტოკიო 1964 -63 კგ.
ოქრო მეხიკო 1968 -63 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ტოლედო 1966 -63 კგ.
ოქრო ბუქარესტი 1967 -63 კგ.
ოქრო მარ-დელ-პლატა 1969 -62 კგ.
ოქრო ედმონტონი 1970 -68 კგ.

რომან რურუა (დ. 25 ნოემბერი, 1942, სოფ. მუხურჩა, მარტვილის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი). მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ტოკიოს 1964 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი (1966, 1967, 1969, 1970). საბჭოთა კავშირის ხალხთა III, IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 1967, 1971), საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი (1964, 1965, 1970), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-1985) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1984-1987). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1966). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, სპორტის რაინდი (2012).

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1966–1970 წლებში რომან რურუამ ზედიზედ მოიგო ოლიმპიადა და მსოფლიოს 4 ჩემპიონატი, ანუ 5 უმაღლესი ტიტული (ოლიმპიადის წლებში მსოფლიო პირველობა არ ტარდება). ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ისტორიაში. 1967–1973 წლებში საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის ინსტრუქტორი. 1984–1985 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 1983–1986 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საბჭოთა კავშირის ნაკრებს წვრთნიდა. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

2010 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ელგუჯა ბერიშვილის წიგნი „რომან რურუა“.

საინტერესო ფაქტები

1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად რომან რურუა საქართველოს მეორე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[1]

ბიბლიოგრაფია

  • დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 81–98. 268 გვ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!