„ქართულმა ოცნებამ“ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მემკვიდრედ იმ დროისთვის 36 წლის ბახტაძე წარადგინა. იმ დროისთვის ის მეტწილად პოლიტიკური უცნობი იყო. 2018 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 55%-ს არ სმენოდა მის შესახებ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ბახტაძე 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ბახტაძემ 2018 წელს გამოაქვეყნა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გეგმა, მათ შორის განათლების სისტემასთან დაკავშირებული გეგმები.[4] ბახტაძე ჩართულ იყო სალომე ზურაბიშვილის2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში. მან არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება „დემოკრატიის გამარჯვებად“ შეაფასა.[5]
ბახტაძის პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში 2018 წლის ივლისში შედგა, სადაც მან ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირისკენ მისწრაფებების ერთგული.[6] 2018 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეაზე მიმართვაში ბახტაძემ დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და ისაუბრა საქართველოს შესახებ. მხარეებს შესთავაზა ახალი სამშვიდობო ინიციატივები.[7]
2019 წლის 2 სექტემბერს ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაწერა, სადაც მან გადადგომის მიზეზად დაასახელა: „მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“. მამუკა ბახტაძე თანამდებობაზე გიორგი გახარიამ შეცვალა, რომელიც ბახტაძის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.