სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მერვე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად octem — რვა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — სთვლისა, ძველქართული სახელწოდებაა ღვინობისთვე.
კ. კეკელიძის აზრით[2] „სთულისაჲ“ (თთუე) არის წმიდა ქართული სახელი იმ თვისა, რომელშიც ადგილი ჰქონდა სთველს ან რთველს, ეს იგი ნაყოფის შეგროვებას. იგი მნიშვნელობით იგივეა რაც სომხური „ქაღოც“.
„ესრეთ აღესრულნეს ბევრნი იგი თთუესა სთულისასა ოცდახუთსა, დღესა შაბათსა[3].“
„კალისტრატე და მისთანანი იწამნეს თთუესა სთულისასა ოცსა[4].“
„და აღესრულა ოცდაექუსსა სთულისასა წმიდაჲ იგი რიფსიმე[5].“
ოქტომბრის მნიშვნელოვანი მოვლენები
ძვ. წ. 538 : სპარსეთის მეფე სირიუსი შედის ქალაქ ბაბილონში; ათავისუფლებს 70 წლის განმავლობაში დევნილ ებრაელებს და აკეთებს ისტორიაში პირველ ადამიანთა უფლებების დეკლარაციას
1990 : საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“