გიორგი დანელია (დ. 25 აგვისტო, 1930, თბილისი — გ. 4 აპრილი, 2019[1], მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და რუსი კინორეჟისორი, ცნობილი თავისი „ნაღვლიანი კომედიებით“, როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას.
ბიოგრაფია
დაიბადა ინჟინერ ნიკოლოზ დანელიას და კინორეჟისორ მერი ანჯაფარიძის ოჯახში. სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. მისი ფილმი „მე დავდივარ მოსკოვში“ ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), ქართველი პილოტის თავგადასავლებზე მოსკოვში, და „შემოდგომის მარათონი“ (1980), თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორ-ცეცხლს შუაა მოქცეული. 1986 წელს გადაიღო არცთუ მთლად მეცნიერული ფანტასტიკა „ქინ-ძა-ძა“.
დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდება მისი მეუღლე ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის წიგნშია შეტანილი, ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებით კინოს ისტორიაში, და ასევე მისი მეგობარი ევგენი ლეონოვი. დანელიას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1990 წელს.
მოგვიანებით დანელია კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე ქორწინდება; რამდენიმე ანიმაციურ პროექტში იღებს მონაწილეობას და რუსეთის კინოაკადემიის მიერ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო მიენიჭა.
გარდაიცვალა 2019 წლის 4 აპრილს, 88 წლის ასაკში, მოსკოვში.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| მხატვრული ფილმები | |
---|
| ანიმაციური ფილმები | |
---|
|