ირაკლი შენგელაია

ირაკლი შენგელაია
დაბადების თარიღი 10 იანვარი, 1947
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1 ნოემბერი, 2022 (75 წლის)[1]
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ირაკლი შენგელაია (დ. 10 იანვარი, 1947, თბილისი — გ. 7 ნოემბერი, 2022, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1991), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-95).

ბიოგრაფია

დაიბადა 1947 წლის 10 იანვარს თბილისში. 1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინფორმაციო-გამზომი ტექნიკის ფაკულტეტი.

1980-90-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი. სხვადასხვა დროს იყო ეროვნული სამართლიანობის კავშირის (1987-1989), რესპუბლიკურ-ფედერალისტური პარტიისა (1989-1990) და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (1990-93) თავმჯდომარე.

შენგელაიას რესპუბლიკურ-ფედერალისტური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიულ ეროვნულ პარტია, დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის-დასი, მწვანეთა პარტია და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირთან ერთად ბლოკ თავისუფლების შემადგენლობაში მონაწილეობდა უზენაესი საბჭოს 1990 წლის არჩევნებში, ხოლო 1992 წლის არჩევნებში ბლოკ „11 ოქტომბრის“ შემადგენლობაში სახალხო ფრონტთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის-თან ერთად.

1991 წელს შენგელაია იყო ბლოკ „თავისუფლების“ პრეზიდენტობის კანდიდატი. 1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. იყო ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!