ჟიული შარტავა

ჟიული შარტავა
ჟიული შარტავა
ჟიული შარტავას საფოსტო მარკა, 2020
აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ივლისი, 1993 – 27 სექტემბერი, 1993 (გარდაცვალებამდე)
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედითამაზ ნადარეიშვილი
მემკვიდრეზურაბ ერქვანია

აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1992 – 27 სექტემბერი, 1993
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

დაბადებული7 მარტი, 1944
საქართველოს სსრ–ის დროშა სენაკი, საქართველოს სსრ
გარდაცვლილი27 სექტემბერი, 1993 (49 წლის)
საქართველოს დროშა სოხუმი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
მამაკალისტრატე შარტავა
დედანინო (ფენია) დარასელია
მეუღლელია ჯალაღონია
შვილებიკახა შარტავა, ირაკლი შარტავა
განათლებასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია
სამეცნიერო ხარისხიტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
წოდება
გენერალ-მაიორი
პროფესიაინჟინერი დიპლომატი
ჯილდოებისაქართველოს ეროვნული გმირის ორდენი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ჟიული შარტავა (დ. 7 მარტი, 1944 — გ. 27 სექტემბერი, 1993) — საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი.

1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა.

სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.[1]

ბიოგრაფია

განათლება

ჟიული შარტავას აკვანი

ჟიული შარტავა დაიბადა სენაკში, 1944 წლის 7 მარტს, პედაგოგების, კალისტრატე და ნინო შარტავების ოჯახში. 1951–1961 წლებში სწავლობდა სენაკის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს.

საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ჟიული შარტავამ ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე.

იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჟიული შარტავა ჩაირიცხა ასპირანტურაში, თუმცა უმაღლესი სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივნად არჩევის გამო მან არ გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა.

ადრეული კარიერა

მალე ჟიული შარტავა დააწინაურეს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტში, ჯერ მეორე მდივნის, ხოლო შემდგომ პირველი მდივნის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე მან 8 წელი იმუშავა და ბევრი ნოვატორული წამოწყება მიიყვანა ბოლომდე. ჟიული შარტავას სახელს უკავშირდება შავნაბადაზე ახალგაზრდული კომპლექსის დაფუძნება. ჟიული შარტავას საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის პერიოდს უკავშირდება აგრეთვე ყოველწლიური ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული ზეიმების მოწყობა რუხში. ცნობილია მის გამოკვეთილი ეროვნული პოზიცია 1978 წლის 14 აპრილის კრიზისის დროს, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა გმირულად აღუდგა წინ საკავშირო ცენტრის მცდელობას საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციიდან ამოეღოთ მუხლი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ.

1980 წელს ჟიული შარტავა ინიშნება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის, მოგვიანებით კი ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ხელმძღვანელად. სწორედ ამ დროიდან ხდება იგი საქართველოს პარტიული ლიდერის ედუარდ შევარდნაძის უახლოესი თანამებრძოლი. ჟიული შარტავა მის სავარაუდო „მემკვიდრედაც“ კი მოიაზრებოდა რესპუბლიკის პირველი პირის პოზიციაზ, მაგრამ, მის კარიერულ წინსვლას ხელი შეუშალა ხელისუფლების ცვლამ 1985 წელს. ჟიული შარტავას მოუწია ცენტრალური კომიტეტიდან წასვლამ და პარტიული მუშაობა რუსთავში გააგრძელა. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი.

ჟიული შარტავა დროებით რუსეთში გადავიდა. მან მოსკოვში დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და 1990 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ამავე პერიოდში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც პროფესორ ნოდარ ლომინაძის ხელმძღვანელობით განაახლა და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის, მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება“.

1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[2] 1992 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. 1993 წლის შემოდგომისთვის, ჟიული გეგმავდა მონოგრაფიის „ოპტიმალური არჩევანი“ გამოცემას და სადოქტორო დისერტაციის წარდგენას თემაზე: „დისკრეტული პროცესების მოდელირება და ოპტიმიზაცია მართვაში“.

დამოუკიდებელი საქართველო

1992 წელს ჟიული შარტავა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. მალე მას მოუწია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დავალების შესრულება — 1993 წლის 18 ივლისს აფხაზეთში გახურებული სამხედრო მოქმედებების დროს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ ჟიული შარტავა სრულიად მოულოდნელად ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

ტანკერ „ჟ. შარტავას“ მაკეტი

ჟიული შარტავა აქტიურად შეუდგა თავის მოღვაწეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში. მაგრამ მისი სწრაფვა და მონდომება, როგორმე შეეჩერებინა ძმათამკვლელი ომი და აფხაზეთში მშვიდობა დაემყარებინა, ამაო გამოდგა – მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.

ხსოვნა

2004 წელს ჟიული შარტავას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დაჯილდოებულია „წმინდა გიორგის„ ოქროს და „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენებით. სენაკში შეიქმნა ჟიული შარტავას მუზეუმი. მისი სახელი მიენიჭა ქუჩებს (გამზირებს) და საჯარო სკოლებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში. დაიდგა ძეგლები რუსთავსა და სენაკში. 2014 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაფუძნდა ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლა.

2020 წელს გამოიცა ჟიული შარტავას საფოსტო მარკა 2019–2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში „ეროვნული გმირი“.[3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

The Bank of New York Mellon CorporationJenisPublikKode emitenNYSE: BKKomponen S&P 100Komponen S&P 500IndustriPerbankanJasa keuanganPendahuluBank of New York (didirikan pada tanggal 9 Juni 1784; 239 tahun lalu (1784-06-09))Mellon FinancialDidirikan1 Juli 2007; 16 tahun lalu (2007-07-01)PendiriAlexander HamiltonAaron BurrThomas MellonKantorpusatJl. Greenwich no. 240Manhattan, New York, Amerika SerikatWilayah operasiSeluruh duniaTokohkunciThomas P. (Todd) Gibbons(CEO)Emily Port...

 

General Tadeusz Kościuszko Military University of Land Forces[1]Akademia Wojsk Lądowych imienia generała Tadeusza Kościuszki[1]MottoTruth, Honor, Fatherland (Latin: Veritas, Honor, Patria)TypeLand Forces military universityEstablished2002Studentsfuture officers Polish Land ForcesLocationWrocław, Lower Silesian Voivodeship, Poland.ColoursRed and whiteWebsiteOfficial site The General Tadeusz Kościuszko Military University of Land Forces (Akademia Wojsk Lądowych imienia ge...

 

Esta página le interesa al Wikiproyecto Videojuegos.

Вже краще помертиангл. Better Off Dead Жанр комедія мелодрамаРежисер Севадж Стів ХоллендПродюсер Майкл ДжаффеСценарист Севадж Стів ХоллендУ головних ролях Джон К'юсак, Девід Оґден Стірс, Diane Franklind, Кертіс Армстронг, Amanda Wyssd, Kim Darbyd, Ден Шнайдер, Вінсент Ск'явелліd,

 

Species of bivalve Gari convexa Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Mollusca Class: Bivalvia Order: Cardiida Superfamily: Tellinoidea Family: Psammobiidae Genus: Gari Species: G. convexa Binomial name Gari convexaReeve, 1857 Gari convexa is a bivalve mollusc of the family Psammobiidae.[1] Gari convexa inside view References ^ Margaret Morley (2004). A Photographic Guide to Seashells of New Zealand. Illustrator: Iain A Anderson. New Holland Publis...

 

Pulau Navassa NavazaKepulauan Terluar Kecil Amerika SerikatGambar Pulau NavassaPulau NavassaLokasi di KaribiaKoordinat: 18°24′10″N 75°0′45″W / 18.40278°N 75.01250°W / 18.40278; -75.01250Koordinat: 18°24′10″N 75°0′45″W / 18.40278°N 75.01250°W / 18.40278; -75.01250NegaraAmerika Serikat / HaitiStatusTidak terorganisir, wilayah tak berhubunganDiklaim oleh Amerika Serikat & Haiti19 September 1857Pemerintahan • ...

Former American record and phonograph manufacturer Victrola redirects here. For other uses, see Victrola (disambiguation). This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (February 2022) (Learn how and when to remove this template message) Victor Talking Machine CompanyHis Master's Voice logo with NipperFounded1901; 122 years ago (1901)Founde...

 

للاستعمال العادل في ويكيبيديا، انظر ويكيبيديا:استعمال عادل.   ميّز عن سياسة الاستعمال العادل.جزء من سلسلة مقالات حولالملكية الفكرية مفاهيم رئيسة حقوق المؤلفين حقوق التأليف والنشر ملكية شخصية قانون الملكية مؤشر جغرافي الملكية الفكرية للسكان الأصليين [الإنجليزية] حق...

 

Piala Hassanal BolkiahBerkas:Logo Piala Hassanal Bolkiah.gifLogo resmi Piala Hassanal BolkiahMulai digelar2002Wilayah AFF (Asia Tenggara)Jumlah timMak 11, angka anggota AFFJuara bertahan Brunei (gelar 1)Tim tersukses Thailand (2 gelar) Piala Hassanal Bolkiah 2012 Piala Hassanal Bolkiah untuk Kejuaraan Sepak bola Pemuda ASEAN, adalah turnamen sepak bola untuk pemuda di Asia Tenggara.[1] Itu dibuka untuk pemain sepak bola dari negara anggota ASEAN di bawah usia 21 tahun untuk ...

Uc's portrait in a manuscript of vidas, some of which he wrote Uc de Saint Circ (San Sir) or Hugues (Hugh) de Saint Circq (fl. 1217–1253[1]) was a troubadour from Quercy. Uc is perhaps most significant to modern historians as the probable author of several vidas and razos of other troubadours, though only one of Bernart de Ventadorn exists under his name.[1][2] Forty-four of his songs, including fifteen cansos and only three canso melodies, have survived, along w...

 

Lutz Eigendorf Lutz Eigendorf (rechts) imTrikot des BFC Dynamo (1975) Personalia Geburtstag 16. Juli 1956 Geburtsort Brandenburg an der Havel, DDR Sterbedatum 7. März 1983 Sterbeort Braunschweig, BR Deutschland Größe 182 cm[1] Position Mittelfeld Junioren Jahre Station 1964–1970 BSG Motor Süd Brandenburg 1970–1974 Berliner FC Dynamo Herren Jahre Station Spiele (Tore)1 1974–1975 Berliner FC Dynamo II 5 (1)[2] 1974–1979 Berliner FC Dynamo 100 (7) 1980...

 

2002 Indian filmUnnai NinaithuPosterDirected byVikramanWritten byVikramanProduced byK. MuralitharanV. SwaminathanG. VenugopalStarringSuriyaLailaSnehaCinematographyBalasubramaniemEdited byV. JaishankarMusic bySirpyProductioncompanyLakshmi Movie MakersRelease date 10 May 2002 (2002-05-10) Running time163 minutesCountryIndiaLanguageTamil Unnai Ninaithu (transl. Thinking About You) is a 2002 Indian Tamil-language romantic drama film written and directed by Vikraman. It stars ...

Mountain summit in the Alaska Range, USA London TowerAerial view of London TowerHighest pointElevation7,550 ft (2,300 m)[1]Prominence1,132 ft (345 m)[2]Coordinates62°55′21″N 150°38′45″W / 62.92250°N 150.64583°W / 62.92250; -150.64583[2]GeographyLondon TowerLocation of London Tower in Alaska LocationMatanuska-Susitna Borough, Alaska, United StatesParent rangeAlaska RangeTopo mapUSGS Talkeetna D-2GeologyType of...

 

Frederic R. HarrisBornApril 10, 1875DiedJuly 20, 1949 (1949-07-21) (aged 74)NationalityAmericanOccupationEngineerEngineering careerInstitutionsPhilatelic FoundationProjectsFamous for his collection of rare Hawaiian postage stampsAwardsAPS Hall of Fame Rear Admiral Frederic R. Harris (April 10, 1875 – July 20, 1949), of New York City, was a naval engineer specializing in docks and port facilities. He was also a philatelist who amassed some of the finest collections in philatelic hi...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Yukon Liberal Party – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2007) (Learn how and when to remove this template message) Political party in Canada Yukon Liberal PartyParti libéral du Yukon Active territorial partyLeaderRanj PillaiPr...

Temple de ConfuciusPrésentationType Temple de ConfuciusFondation 1684Dédicataire ConfuciusReligion ConfucianismeLocalisationLocalisation district de Zuoying, Kaohsiung TaïwanCoordonnées 22° 41′ 22″ N, 120° 17′ 57″ ELocalisation sur la carte de TaïwanLocalisation sur la carte de Chinemodifier - modifier le code - modifier Wikidata Le temple de Confucius de Kaohsiung (chinois traditionnel : 高雄孔子廟 ; pinyin : Gāoxión...

 

Otto MalmBornOtto August Malm(1838-07-25)25 July 1838Jakobstad, Grand Duchy of FinlandDied25 November 1898(1898-11-25) (aged 60)Jakobstad, Grand Duchy of FinlandOccupationmerchantSpouseMaria Lovisa Malm (1849-1874) Otto August Malm (25 July 1838 – 25 November 1898) was one of the most famous shipping magnates in Finland in the 19th century, and at the time of his death, the richest man in Finland. Life Malm inherited a large fortune after his father Peter Malm, and further expanded...

 

Seaside resort in South, IsraelEin Bokek עֵין בּוֹקֵק‎عين بوقيقSeaside resortEin BokekCoordinates: 31°12′N 35°21.75′E / 31.200°N 35.36250°E / 31.200; 35.36250CountryIsraelDistrictSouthRegional councilTamarWebsitewww.einbokek.com Ein Bokek (Hebrew: עֵין בּוֹקֵק) is a hotel and resort district on the Israeli shore of the Dead Sea, near Neve Zohar. It is under the jurisdiction of the Tamar Regional Council. History Archaeologica...

This article needs to be updated. Please help update this article to reflect recent events or newly available information. (February 2021) Wok RacingGeorg Hackl's four-person woksled during the Wok World Championship 2006 in InnsbruckFirst played2003CharacteristicsTeam membersTeams of 1 or 4TypeWinter sport, Time trialEquipmentWokVenueBobsleigh tracks Wok racing is a sport developed by the German TV host and entertainer Stefan Raab in which modified woks are used to make timed runs down an Ol...

 

American college basketball season 1960–61 Idaho Vandals men's basketballConferenceIndependentRecord10–16 (.385)[1]Head coachJoe Cipriano (1st season)Assistant coachWayne AndersonMVPKen MarenHome arenaMemorial GymnasiumSeasons← 1959–601961–62 → The 1960–61 Idaho Vandals men's basketball team represented the University of Idaho during the 1960–61 NCAA University Division basketball season. The independent Vandals were led by first-year head c...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!