ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ოქტომბერი, 2008 – 7 დეკემბერი, 2009
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკოლოზ გილაური
წინამორბედიგია ნოდია
მემკვიდრედიმიტრი შაშკინი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 იანვარი, 2008 – 27 ოქტომბერი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრივლადიმერ გურგენიძე
წინამორბედიეკა ტყეშელაშვილი
მემკვიდრეზურაბ ადეიშვილი

დაბადებული29 ივნისი, 1976 (1976-06-29) (48 წლის)
სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მამაანზორ გვარამია
მეუღლესოფო ლილუაშვილი
შვილები3
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი, ადვოკატი, ჟურნალისტი
რელიგიამართლმადიდებელი

ნიკა გვარამია (დ. 29 ივნისი, 1976, სოხუმი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. 2007 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ასევე კლუბის „რა? სად? როდის?“ მოაზროვნე. 2012 წლის 14 ნოემბერიდან 2019 წლის 18 ივლისამდე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი მეწილე.

ბიოგრაფია

პოლიტიკური კარიერა

ნიკა გვარამია დაიბადა 1976 წლის 29 ივნისს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს. ამის შემდეგ, 2000-2003 წლებში იგი საადვოკატო კომპანია შპს „სანდო“-ში მუშაობდა. 2004 წელს მუშაობდა სს „თელასში“. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“. არჩეული იყო პარტიული სიით საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორების პარტიიდან. იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, იურიდიული საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი და პარლამენტის საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.

2007 წლის მარტში დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ხელისუფლების მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ, პროკურატურამ ჯაშუშობასა და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში ბრალი დასდო ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, ხოლო ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი დაკითხვაზე დაიბარა.[1][2] ნიკა გვარამიამ გაამართლა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევება, იმ მიზეზით, რომ „იმედი“ იყო იარაღი პატარკაციშვილის ხელში, რომლის საშუალებითაც მას უნდოდა შეექმნა სიტუაცია, რომელიც 9 აპრილის მოვლენების მსგავსი იქნებოდა.“[3]

2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. აღნიშნული თანამდებობა მან საკუთარი ნებით დატოვა და იგი დიმიტრი შაშკინმა ჩაანაცვლა. პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, გვარამიას სწავლის გაგრძელება სურდა, რის გამოც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

რუსთავი 2 და დაკავება

ნიკა გვარამია 2012 წლის 14 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. იმავე წლის 19 დეკემბერს ის, ალეკო ხეთაგურთან, დევი კანდელაკთან და კახა დამენიასთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან ერთად, კორუფციის ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ისინი, არამეწარმეო მიზნით 2012 წლის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისთვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ. ნიკა გვარამიას დანაშაული ვერ დაუმტკიცდა და საპატიმროდან მალევე გაათავისუფლეს.[4]

ვიკიციტატა
„სასამართლო იყო ობიექტური და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო სტაბილური ინსტიტუცია გამოდგა სასამართლო“

, — განაცხადა ნიკა გვარამიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.[5]

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ გვარამია არხის გენერალური დირექტორობიდან გათავისუფლდა. [6]

„მთავარი არხი“ და პატიმრობა

2019 წლის 17 აგვისტოს გვარამიამ შპს „მთავარი არხი“ დააფუძნა. [7] გვარამია არხის გენერალური დირექტორი გახდა. მიჰყავდა გადაცემა „მთავარი ჭკვიანი“ და „მთავარი აქცენტები“.

სატელევიზიო საქმიანობის პარალელურად იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. [8] [9]

2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს „ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის“ ბრალდებით.[10] 2022 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა. [11] მოგვიანებით, 2023 წლის 22 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი შეიწყალა.[12][13]

დაბრუნება პოლიტიკაში

2024 წლის 11 მარტს ნიკა მელიასთან ერთად პარტია „ახალი“ დააფუძნა. [14] არის პარტიის თანათავმჯდომარე.

პირადი ცხოვრება

ნიკა გვარამიას მეუღლეა სოფია ლილუაშვილი. მათ ერთმანეთი თამაშებზე „რა, სად, როდის“ გაიცნეს. 2006 წელს წყვილი დაქორწინდა. მათ სამი შვილი ჰყავთ: გიკო, სანდრო და ქეთევანი.[15][16]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ნათელაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა.
  2. პატარკაციშვილი ეჭვმიტანილია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში.
  3. “იმედს” ლიცენზია სამი თვით შეუჩერდა.
  4. გვარამია და ხეთაგური დააკავეს
  5. სასამართლომ ხეთაგურს და გვარამიას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა
  6. გვარამია რუსთავი 2-ის დირექტორი აღარაა, ის ხალვაშის ადვოკატმა ჩაანაცვლა
  7. ნიკა გვარამიამ შპს “მთავარი არხი” დააფუძნა
  8. ნიკა გვარამია ადვოკატის სტატუსით მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს
  9. მიხეილ სააკაშვილს მისი ადვოკატები ხვდებიან
  10. ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
  11. სააპელაციომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
  12. პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2023-06-22.
  13. პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. რუსთავი 2. ციტირების თარიღი: 2023-06-22.
  14. ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ "ახალი" პარტია შექმნეს
  15. ნახეთ რა ლამაზი ცოლი ჰყოლია ნიკა გვარამიას
  16. ნიკა გვარამია მეუღლის ფოტოს აქვეყნებს - „ამაზე ლამაზს არავის ვიცნობ...“
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ეკა ტყეშელაშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
2007-2008
შემდეგი:
ზურაბ ადეიშვილი
წინამორბედი:
გია ნოდია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერიების მინისტრი
2008-2009
შემდეგი:
დიმიტრი შაშკინი

{

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!