თამაზ ავდალიანი (დ. 16 სექტემბერი, 1964, თბილისი — გ. 30 იანვარი, 2015) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას. 1991-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2006-2012 წლებში იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. 2012-2015 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
რესურსები ინტერნეტში