ზაზა კედელაშვილი (დ. 12 ნოემბერი, 1985, თბილისი [2], საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი. 3-გზის ევროპის ჩემპიონი 66 კგ. წონით კატეგორიაში (2006, 2007, 2008). საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის (2012, 2016) წევრი.
2006 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.
მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა პირველივე ეტაპზე, უნგრელ მიკლოშ უნგვართან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (დედოფლისწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2017 წლიდან „ევროპული საქართველოს“ მანდატით.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
მთავარი შედეგები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო