დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე აიღო ვერცხლის მედალი 95 კგ. წონით კატეგორიაში. მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1979, 1981), ევროპის 2-გზის ჩემპიონი (1976, 1979) და ვერცხლის პრიზიორი (1981). ასევე ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977). ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მე-3 პრიზიორი (1974) და ევროპის ჩემპიონი (1975). საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1979, 1982), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976).
თემურ ხუბულურის შედეგები 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე
1/16-ფინალი: დარიუშ ნოვაკოვსკი (პოლონეთი) — მოგება
2016–2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]
ბიბლიოგრაფია
დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 221–229. 268 გვ.