რუმინეთი

România
რუმინეთი
რუმინეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: Deșteaptă-te, române!
რუმინეთის მდებარეობა ევროპაში
რუმინეთის მდებარეობა
რუმინეთის მდებარეობა ევროპაში
რუმინეთის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბუქარესტი
44°25′ ჩ. გ. 26°06′ ა. გ. / 44.417° ჩ. გ. 26.100° ა. გ. / 44.417; 26.100
ოფიციალური ენა რუმინული[1]
ეთნიკური ჯგუფები (2011[2])
ეთნოქორონიმი რუმინელი
მთავრობა უნიტარული ნახევრად
საპრეზიდენტო
რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი
 -  პრემიერ-მინისტრი ნიკოლაე ჩუკე
 -  სენატის პრეზიდენტი ანკა დრაგუ
 -  დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი ლუდოვიკ ორბანი
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა
ფორმირება
 -  გაერთიანებული სამთავრო [ა] 24 იანვარი, 1859 
 -  დამოუკიდებლობა
ოსმალეთის იმპერიისგან
1877/1878 [ბ] 
 -  რუმინეთის სამეფო 14 მარტი, 1881 
 -  დიდი კავშირი [გ] 1 დეკემბერი, 1918 
 -  რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება 30 დეკემბერი, 1947 
 -  რუმინეთის რევოლუცია 16–27 დეკემბერი, 1989 
 -  ამჟამინდელი რესპუბლიკა 21 ნოემბერი, 1991 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 იანვარი, 2007 
ფართობი
 -  სულ 238 391 კმ2 (83-ე)
 -  წყალი (%) 3
მოსახლეობა
 -  2011 აღწერა 20 121 641[2] (58-ე)
 -  სიმჭიდროვე 84,4 კაცი/კმ2 (118-ე)
მშპ (მუპ) 2013 შეფასება
 -  სულ $285.131 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $13 395[4]
მშპ (ნომინალი) 2013 შეფასება
 -  სულ $189.659 მილიარდი[5]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $8 910[6]
ჯინი (2011) 33.2[7]
საშუალო
აგი (2013) 0.785[8]
მაღალი · 54-ე
ვალუტა რუმინული ლეი (RON)
სასაათო სარტყელი UTC+02:00 (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC+3)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +40
ISO 3166 კოდი RO
ინტერნეტ-დომენი .ro [დ]
ა. ^  ალექსანდრუ იოან კუზას ორმაგი არჩევნები მოლდოვასა და ვლახეთში (შესაბამისად, 1859 წლის 5 და 24 იანვარს).
ბ. ^  დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1877 წლის 9 მაისს, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1878 წელს.
გ. ^  1918 წლის ბესარაბიის, ბუკოვინისა და ტრანსილვანიის რუმინეთთან შეერთება.
დ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

რუმინეთი (რუმ. România) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, უმთავრესად ქვემო დუნაის აუზში, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას. რუმინეთის მოსაზღვრე ქვეყნებია: დასავლეთიდან უნგრეთი და სერბეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა და მოლდოვა, ხოლო სამხრეთით ბულგარეთი. მისი ფართობია 238 397 კმ² და ევროპაში სიდიდით მე-12 ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობთ ევროკავშირის ქვეყნებში მეშვიდე ადგილს იკავებს, თუმცა ბოლო წლებში მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და 2019 წლის მონაცემებით 19,405,156-ს შეადგენს.[9]

რუმინეთის დედაქალაქი და ასევე ტერიტორიულად უდიდესი ქალაქი , ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი 1862 წლიდან არის ბუქარესტი (Municipiul București), ბუქარესტში 2019 წლის მდგომარეობით 1,87 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[10]

სხვა მსხვილი ქალაქებია: კლუჟ-ნაპოკა, ტიმიშოარა, იასი, კონსტანცა, კრაიოვა და ბრაშოვი.

თანამედროვე რუმინეთის სახელმწიფო 1859 წელს შეიქმნა ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავროს შედეგად, რომელსაც მოგვიანებით ტრანსილვანიაც შეუერთდა.[11]

სახელწოდება

  • ოფიციალური: რუმინეთი (ადრე რუმინეთის რესპუბლიკა ერქვა).
  • ეროვნული: Romania, ადრე Republica Romania.
  • ეტიმოლოგია: სახელი წარმოსდგება რომისაგან, რომის იმპერიისაგან. უფრო კონკრეტულად კი ლათინური სიტყვა „ROMANUS“-ისგან, რაც ნიშნავს რომის იმპერიის მოქალაქეს.[12]

ენები

რუმინეთის ოფიციალური ენა რუმინული ენაა - რომელიც ინდოევროპული ოჯახის რომანულ ჯგუფს მიეკუთვნება.

ქვეყნის მეორე ენად ინგლისური ითვლება, რომლმაც სწრაფად დაჩაგრა ფრანგული, როგორც ქვეყნის მეორე ენა, იგი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. დიდ ქალაქებში ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს.

ქვეყანაში ასევე საუბრობენ ფრანგულად და გერმანულად.

წარსულში რუმინეთს ჰყავდა საკმაოდ მნიშვნელოვანი გერმანელი უმცირესობა, თუმცა დღესდღეობით

გერმანულენოვანი მოსახლეობის როდენობა მცირდება.

მაგრამ გერმანულს ჯერ კიდევ იყენებენ სამხრეთ ტრანსილვანიასა და ბანატში (დასავლეთ რუმინეთი) თემები.

უნგრულს ფართოდ იყენებენ კოვასნასა და ჰარგიტიტას ოლქებში, აღმოსავლეთ ტრანსილვანიაში.

ცენტრალური და დასავლეთ რუმინეთის ზოგიერთი უფრო დიდი ქალაქის (Oradea, Cluj-Napoca, Satu-Mare და სხვ.) მოსახლეობის 15%-35% საუბრობს უნგრულად.

სხვა რომანული ენები (განსაკუთრებით ესპანური და იტალიური) ისწავლება სკოლების უმრავლესობაში.[12]

ისტორია

II-ს.-ის დასაწყისში ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო დაკია რუმინეთის შემადგენლობაშიც შედიოდა თანამედროვე რუმინეთის ტერიტორია დაიპყრო რომმა. რომის ბატონობა 271 წლამდე გაგრძელდა. მესამე საუკუნეში დაკიაში შესვლა დაიწყეს გუთებმა და გეპიდებმა, ხოლო IV-VI საუკუნეებში ჰუნებმა და ავარებმა შემდეგ გამოჩნდნენ სლავური ტომები, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს რუმინული ეროვნებისა და რუმინული ენის შემდგომი ფორმირების პროცესზე.

VIII-X რუმინეთის დიდი ნაწილი შედიოდა ბულგარეთის სამეფოს შემადგენლობაში. X საუკუნეში იქმნება პირველი ვლახურ-სლავური პოლიტიკური გაერთიანებები.

XIV საუკუნეში შეიქმნა ვლახეთისა და მოლდოვის დამოუკიდებელი ფეოდალური სახელმწიფოები. ფეოდალური ჩაგვრის გაძლიერებამ გამოიწვია გლეხთა აჯანყებები რუმინელდა უნგრელ გლეხთა ერთობლივი გამოსვლები (1437 და 1514 ტრანსილვანიაში, 1490-94 მოლდოვაში და სხვ.) ასევე იყო ბრძოლები ოსმალთა ბატონობის მოახლოების საშიშროები წინააღმდეგ, თუმცა ყველაფერი ამაო აღმოჩნდა და ფეოდალური სახელმწიფოები იძულებულები გახდნენ თავი ოსმალეთზე დამოკიდებულად ეცნოთ.[13]

მე-16-მე-17 საუკუნეებში ოსმალეთმა დაიპყრო უნგრეთი, რუმინეთის სამმა პროვინციამ ვლახეთმა, მოლდოვამ და ტრანსილვანიამ სცადეს შეენარჩუნებინათ თავიანთი ავტონომია, თუმცა თურქებს ხარკს უხდიდნენ.

მოლდოვეთის სამთავრომ მისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია შტეფან III დიდის (1457 - 1504) მმართველობის დროს. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მოლდოვის სამთავროც ოსმალეთის გავლების ქვეშ მოექცა, ხოლო1526 წელს ტრანსილვანია ექვემდებარება ოსმალეთს.[14]

1541 წლისთვის ბალკანეთის მთლიანი ნახევარკუნძული და უნგრეთის ნაწილი იყო ოსმალეთის იმპერიის პროვინციები. მალევე ასპარეზზე რუსეთი გამოდის, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნის რუმინულ სამთავროებს.

1699 ტრანსილვანია გაერთიანებულია ჰაბსბურგის იმპერიაში, ხოლო 1765 წელს ტრანსილვანია გამოცხადდა ტრანსილვანიის დიდ სამთავროდ. 1821 წელს მოლდავეთი კარგავს თავის აღმოსავლეთ ტერიტორიას მდინარე პრუტის აღმოსავლეთით (რუსეთი). 1859 ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავროს შედეგად, რომელსაც მოგვიანებით ტრანსილვანიაც შეუერთდა ჩამოყალიბდა თანამედროვე რუმინეთის სახელმწიფო. ამავე წელსაა ალექსანდრო იოან კუზა არჩეული მოლდავეთისა და ვლახეთის ტახტებზე, მაგრამ 1866-ში ალექსანდრო იოან კუზა გადააყენეს და მის მაგივრად ტახტი დაიკავა კაროლ I-მა. ბერლინის ხელშეკრულებით რუმინეთი დამოუკიდებელი 1877-1878 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ გახდა და რუსეთთან გარიგებით შავ ზღვაზე გასასვლელიც მოიპოვა.[14][11][15]

1881 წელს, რუმინეთის სამთავროს სტატუსი შეიცვალა და სამეფო გახდა, ხოლო თავადმა კაროლ I-მა მეფის სტატუსი მიიღო.

ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით (1913) რუმინეთმა მიიღო სამხრეთი დობრუჯა.

პირველ მსოფლიო ომში რუმინეთი 1916 წელს რუმინეთი მოკავშირეთა ზეწოლით ჩაერთო და ტრანსილვანიის, ბესარაბიის და ბუკოვინას დაბრუნების მიზნით ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა, თუმცა მცდელობები ამაო აღმოჩნდა და რუმინეთი ძლიერ დასუსტდა, და გერმანიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას (ბუქარესტის ხელშეკრულება) მოეწერა ხელი.

ომის დასრულების შემდეგ რუსეთის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიები დაიშალა. ტრანსილვანიის, ბესარაბიის და ბუკოვინას მთავრობებები შეუერთდნენ რუმინეთის სამეფოს.

1918 წლისთვის პოლიტიკური მოვლენების დადებითად განვითარების შედეგად რუმინეთის ტერიტორიაზე მოხვდა რამდენიმე მსხვილი ეთნიკური ჯგუფი: უნგრელები, გერმანელები, ებრაელები, უკრაინელები, ასევე რუმინეთის ტერიტორიაში შედიოდა ყველა ის მიწა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობასაც თავად რუმინელები წარმოადგედნენ.[16]

1940-იანი წლებიდან რუმინეთს კომუნისტური ხელისუფლება მართავდა. 1960-იან წლებში დაიწყო მოძრაობა სსრ კავშირის გავლენის სფეროდან გამოსვლისათვის. 1989 წლის სახალხო აჯანყების შედეგად ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური ხელისუფლება დამხობილ იქნა. 1990 და 1992 წელს ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ხელისუფლებაში ისევ ყოფილი კომუნისტები დარჩნენ. 2003 ოქტომბერში რუმინეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც უპირველეს ყოვლისა ეროვნულ უმცირესობათა (უნგრელები, ბოშები) უფლებების დაცვას ეხება. რუმინეთმა 2002 წელს პრაღის სამიტზე მიიღო მიწვევა ნატოსაგან, ხოლო ეკონომიკური რეფორმების წარმატების შედეგად 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: უნგრეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, სერბეთი. ფართობი - 238 397 კვ. კმ.


. რუმინეთის სანაპირო ხაზის სიგრძე 245 კმ.-ია თითქმის თანაბარი ტერიტორია უჭირავს საშუალმთიანეთის მაღლობებსა და დაბლობებს. მთავარი ოროგრაფიული სისტემა კარპატებია. ქვეყნის ფარგლებშია აღმოსავლეთი კარპატები, სამხრეთ კარპატები და დასავლეთ რუმინეთის მთები. რელიეფი დაახლოებით თანაბრად ნაწილდება მთებს, გორაკებსა და დაბლობებს შორის. რუმინეთის ცენტრში დომინირებს კარპატების მთები, რომელთაგან 14 მთის მწვერვალი აღწევს 2,000 მეტრზე ან 6,600 ფუტს. ყველაზე მაღალია მოლდოვანის მწვერვალი 2,544 მ ან 83434 ფუტი.

რუმინეთში დაცული ტერიტორიებს თითქმის 10,000 კმ2 (მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 5%) უჭირავს, მოიცავს 13 ეროვნულ პარკს და ბიოსფეროს სამ ნაკრძალს. რუმინეთს აქვს ევროპაში გადაუჭრელი ტყეების ერთ–ერთი უდიდესი ტერიტორია, რომელიც მოიცავს მისი ტერიტორიის თითქმის 27%-ს. ქვეყანაში არსებობს 3,700 სახეობის მცენარე, მათ შორის უამრავია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი.

რუმინეთის ფაუნა მოიცავს 33,792 სახეობის ცხოველს, 33.085 უხერხემლო, 707 ხერხემლიანსა და 400-მდე უნიკალური სახეობის ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებსა და ამფიბიებს.

კლიმატი

რუმინეთს აქვს ზომიერი კლიმატი:

გაზაფხული- სასიამოვნოა ზომიერად გრილი და თბილი დღეებით.

ზაფხული-საკმაოდ თბილია, უფრო გრძელი მზიანი დღეებით. ზაფხულში ყველაზე მეტად დაბლობებში ცხელა ასეთი ადგილებია მაგ: სამხრეთ და აღმოსავლეთ რუმინეთში, სადაც ტემპერატურა 100 F/ 37-38°C გრადუსს ხშირად აღწევს ივლისსა და აგვისტოში. მთებში ყოველთვის უფრო მეტად ცივა.

შემოდგომა - ცივი და შედარებით მშრალია.

ზამთარი - საკმაოდ ცივია განსაკუთრებით მთებში. შესაძლოა თოვლმა დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდეც გატანოს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 44.5°C დაფიქსირდა 1945 წლის 10 აგვისტოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, ხოლო

ყველაზე დაბალი ტემპერატურა: -38.5 ° C (-37.3 ° F) - 1942 წლის 24 იანვარს ცენტრალური რუმინეთში. ყველაზე ცხელი თვე ივლისია ხოლო ყველაზე ცივი იანვარი.[17][18]

სასარგებლო წიაღისეული

სასარგებლო წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია:

სახელმწიფო/პოლიტიკა

  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, (Klaus Iohannis)
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი ლუდოვიკ ორბანი( Ludovic Orban)
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (140+345 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 41 ოლქი (judet) და 1 მუნიციპალიტეტი (municipiu).

დემოგრაფია

ყველაზე ხალხმრავალი ცენტრები ფართი (კმ²) რეგიონების ყველაზე ხალხმრავალი ცენტრები[10]
ჩრდილო-დასავლეთი 34 159 კლუჟ-ნაპოკა (317 748)
ცენტრი 34 082 ბრაშოვი (276,088)
ჩრდილო-აღმოსავლეთი 36 850 იასი (318,012)
სამხრეთ-აღმოსავლეთი 35 762 კონსტანცა (303,399)
სამხრეთი 34 489 პლოეშტი (228,851)
ბუქარესტ-ილფოვი 1 811 ბუქარესტი (1,877,155)
სამხრეთ-დასავლეთი 29 212 კრაიოვა (304,142)
დასავლეთი 32 028 ტიმიშოარა (315,053)

ეკონომიკა

ცხრილში მოცემულია რუმინეთის მთლიანი შიდა პროდუქტისა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ცვლილება 2007-2014 წლებში, დათვლილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2013 წლის ოქტომბრის მონაცემებით:[19]

წელი მშპ
მილიარდი აშშ დოლარი
მშპ-ს პროცენტული ცვლილება
2007 246 750 6.317
2008 270 056 7.349
2009 254 240 6.576
2010 254 361 1.149
2011 264 953 2.158
2012 271 441 0.689
2013 (est.) 280 658 1.997
2014 (est.) 291 401 2.156

მემკვიდრეობა

ბიერტანის ციხე-სიმაგრე და ეკლესია

ბიერტანის ციხე-სიმაგრე, მოლდავეთისა და ბუკოვინის ეკლესიები, დუნაის დელტა, ჰორეზუს მონასტერი, სიგიშოარის ისტორიული ცენტრი, ტრანსილვანიის სოფლები ფორტიფიცირებული ეკლესიებით, მარამურეშის ხის ეკლესიები.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Constitution of Romania. Cdep.ro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 2 October 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 Romanian 2011 census (final results). INSSE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 28 August 2012. (რუმინული)
  3. GDP, PPP (current international $) | Data | Table. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  4. GDP per capita, PPP (current international $) | Data | Table. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  5. GDP (current international $) | Data | Table. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  6. GDP per capita (current international $) | Data | Table. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  7. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  8. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  9. "Resident population on 1st January 2019" [The usually resident population on 1 January 2019] (ინგლისური) National Institute of Statistics. რუმინეთი. No 212 / 29.08.2019
  10. 10.0 10.1 "Population Density", World meter 2019
  11. 11.0 11.1 Hitchins, Keith (2014). A Concise History of Romania. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-69413-1.
  12. 12.0 12.1 "Romanian Language", Romania natural and cultural
  13. 13.0 13.1 "Romania Demographics", World meter
  14. 14.0 14.1 Georgescu, Vlad (1991). The Romanians: A History. Ohio State University Press. ISBN 978-0-8142-0511-2.
  15. Pop, Ioan-Aurel (1999). Romanians and Romania: A Brief History. Boulder. ISBN 978-0-88033-440-2.
  16. Statul National Unitar (România Mare 1919 - 1940)
  17. "Klimatafel von Rumänien". Baseline climate means (1961–1990) from stations all over the world (in German). Deutscher Wetterdienst. Archived from the original on 14 July 2015. Retrieved 20 December 2016.
  18. "Climate" Natural an Cultural
  19. [1], საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ეკონომიკური მონაცემები, ოქტომბერი 2013

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!