კონსტანცა (რუმ. Constanţa) — უძველესი ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, დობრუჯას რაიონში, შავი ზღვის სანაპიროზე. კონსტანცის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა დაახლოებით ძვ. წ. 600 წელს. 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 302 040 ადამიანს[2].
კონსტანცაშია სიდიდით მეორე მეტროპოლიტენი რუმინეთში (ბუქარესტის მეტროპოლიტენის შემდეგ).
კონსტანცას პორტი, რომლის ფართობია 39.26 კმ² და სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრი, არის უდიდესი პორტი შავ ზღვაზე და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში[3].
სქოლიო