ბალკანეთის სახელმწიფოების საზღვრები ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების შემდეგ
ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება — ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1913 წელს ბუქარესტში ერთი მხრივ, სერბეთის , ჩერნოგორიის , რუმინეთისა და საბერძნეთის , მეორე მხრივ ბულგარეთის წარმომადგენლებმა. ხელშეკრულებამ დაასრულა ბალკანეთის მეორე ომი . ბულგარეთი, როგორც ომში დამარცხებული მხარე, იძულებული გახდა ბალკანეთის პირველი ომის დროს დაპყრობილი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაეთმო გამარჯვებულებისათვის. სამხრეთი დობრუჯა დაუთმო რუმინეთს , მაგრამ შეინარჩუნა გასასვლელი ეგეოსის ზღვაზე . ხელშეკრულება განიხილეს კომიტეტების სხდომაზე და დაამტკიცა დელეგატების ასამბლეამ.
თურქეთი არ იყო ჩართული ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში, თუმცა მან შემდეგში დადო ბულგარეთთან კონსანტინოპოლის ხელშეკრულება .
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
Anderson, Frank Marby (1918). „The Treaty of Bucharest, August 10, 1913 “, Handbook for the Diplomatic History of Europe, Asia, and Africa 1870-1914 . Washington, DC: National Board for Historical Service, Government Printing Office.