ქვეყნის ტერიტორია პალეოლითის ხანიდან დასახლებულია. 1217 წელს სერბეთის სამეფომ მიიღო აღიარება წმინდა საყდრისა და კონსტანტინოპოლისგან; 1346 წელს მიაღწია ტერიტორიულ მაქსიმუმს და მცირე დროით (1346-1371) იწოდებოდა სერბეთის იმპერიად. XVI საუკუნის შუა წლებში დღევანდელი სერბეთის ტერიტორია ოსმალებმა დაიქვემდებარეს. ოსმალების მმართველობა რამდენჯერმე გაწყვიტა ჰაბსბურგის იმპერიამ, რომელმაც XVII საუკუნის ბოლოს ცენტრალური სერბეთისკენ დაიწყო გაფართოება. XIX საუკუნის დასაწყისში სერბეთის რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა სამთავრო, რომელიც რეგიონის პირველ კონსტიტუციურ მონარქიას წარმოადგენდა; სამთავრომ შემდგომში ტერიტორიები გააფართვა.[7]პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც სერბები ძლიერ დააზიანა, ქვეყანა გახდა ხორვატების, სლოვენიისა და სერბების სამეფოების ცენტრი. იუგოსლავიის დაშლის დროს, სერბეთმა ჩამოაყალიბა კავშირი მონტენეგროსთან,[8] რომელიც მშვიდობიანად დაიშალა 2006 წელს და 1928 წლის შემდეგ პირველად, სერბეთმა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, დამოუკიდებლობა მოიპოვა.[9] 2008 წელს კოსოვოს პროვინციის პარლამენტმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსხვავებული პასუხები მოჰყვა. სერბეთი არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ეროვნული უმცირესობების დიდი რაოდენობაა რეგისტრირებული; ხოლო ვოევოდინა, ავტონომიური პროვინცია, აღიარებულია თასივი მრავალ-ეთნიკური და მრავალ-კულტურული თვითმყოფადობით.[10][11][12]
სერბეთის ისტორია ათვლას იწყებს VI საუკუნიდან, სლავებით დასახლების მომენტიდან, დასავლეთ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. VIII–IX საუკუნეებში შეიქმნა სერბეთის პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. XII საუკუნის დასასრულს სერბეთი გათავისუფლდა ბიზანტიისგან და XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა დიდ ძალად, რომელიც მოიცავდა ბალკანეთის თითქმის მთელ დასავლეთ ნაწილს. სერბეთს აყვავების ხანა დაუდგა სტეფან დუშანის მმართველობის დროს (1331–1355). მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფო დანაწევრებულ იქნა. 1389 წელს სერბი მთავრები დამარცხდნენ თურქებთან ბრძოლაში კოსოვოს ველზე. საბოლოოდ, თურქებმა სერბეთი 1459 წელს დაიპყრეს. შემდგომი 350 წლის განმავლობაში, სერბეთს მართავს ოსმალთა იმპერია, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიები XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო.
სერბეთის სამეფო შეიქმნა სერბების პირველი აჯანყების (1804–1813) შედეგად ოსმალების წინააღმდეგ. უმაღლეს ლიდერად, ამბოხებულებმა აირჩიეს გიორგი პეტროვიჩი, მეტსახელად „კარაგიორგი“, რომელიც ადრე ავსტრიის არმიაში მსახურობდა. 1811 წელს ბელგრადში კარაგიორგი გამოაცხადეს სერბეთის მემკვიდრეობით მმართველად. თუმცა 1813 წელს ამბოხება ჩახშობილ იქნა, კარაგიორგი ავსტრიაში გაიქცა. 1815 წელს დაიწყო სერბეთის მეორე ამბოხება, რომელსაც ხელმძღვანელობდა პირველი აჯანყების წევრი მილოშ ობრენოვიჩი. აჯანყებამ წარმარტებით ჩაიარა, თუმცა მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ სულთანმა აღიარა ოფიციალურად სულთანმა მილოშ ობრენოვიჩი სერბეთის მმართველად. 1817 წელს კარაგიორგი დაბრუნდა სერბეთში, თუმცა მილოშ ობრენოვიჩის ბრძანებით მოკლულ იქნა. 1878 წელს სერბეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ხოლო 1882 წელს გამოაცხადა სამეფო. XX საუკუნის დასაწყისში სერბეთი კონსტიტუციურ მონარქიად გარდაიქმნა, მონარქიას სწრაფი ზრდის ტემპები ჰქონდა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. ორი გლეხური წარმოშობის დინასტია – კარაგიორგის და ობრენოვიჩის მემკვიდრეები ერთმანეთს ცვლიდნენ სერბეთის ტახტზე 1903 წლამდე. 1903 წელს მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩი და მისი ცოლი დრაგა მოკლეს სასახლის გადატრიალების შედეგად. 1912–1913 წლებში ბალკანეთის ომების დროს სერბეთმა შემოიერთა კოსოვო და მაკედონია. პირველ მსოფლიო ომში, სერბეთი „ანტანტის“ მხარეზე იბრძოდა. ომის შედეგად, სერბეთმა დაკარგა მოსახლეობის მესამედი. ომის შემდეგ, სერბეთი გახდა ბირთვი სერბების, ხორვატიის და სლოვენიის სამეფოსი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის აპრილში სერბეთი დაიპყრო ჰიტლერულმაგერმანიამ. ტერიტორიების ნაწილი გადაეცა გერმანიის სატელიტ ქვეყნებს – უნგრეთს, ბულგარეთს და ალბანეთს. 1944–1945 წლებში სერბეთი გათავისუფლდა საბჭოთა არმიისა და იუგოსლავიის პარტიზანული და რეგულარული სახალხო განმათავისუფლებელი ჯარების მიერ.
2008 წლის 18 თებერვალსსერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა კოსოვომ. სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვო არის კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარის ნაწილი, რომლის პარლამენტსაც არ აქვს დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება. დღეს კოსოვო სუვერენიტეტს აღიარებს 114 ქვეყანა, თუმცა სერბეთი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს პატივი სცეს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
გეოგრაფია
სერბეთი მდებარეობს ცენტრალური[15][16][17] და სამხრეთ ევროპის საზღვარზე, ბალკანეთის ნახევარკუძულსა და შუა დუნაის დაბლობზე. მოქცეულია ჩრდილოეთ განედის 41° და 47° პარალელებსა და აღმოსავლეთ გრძედის 18° და 23° მერიდიანებს შორის. სერბეთის ფართობი 88,361 კვადრატურლი კილომეტრია; ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 113-ე ადგილს იკავებს; კოსოვოს გამოკლებით, საერთო ფართობი 77,474 კვადრატული კილომეტრია;[1] აღნიშნული მაჩვენებლით იგი მსოფლიოს სიდიდით 117-ე ქვეყანაა. საზღვრების საერთო სიგრძე 2,027 კმ-ია (ალბანეთთან 115 კმ, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 302 კმ, ბულგარეთთან 318 კმ, ხორვატიასთან 241 კმ, უნგრეთთან 151 კმ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 221 კმ, ჩერნოგორიასთან 203 კმ და რუმინეთთან 476 კმ).[1] კოსოვოს ყველა საზღვარი ალბანეთთან (115 კმ), ჩრდილოეთ მაკესონიასა (169 კმ) და მონტენეგროსთან (79 კმ)[18] კოსოვოს სასაზღვრო პოლიციის მიერ კონტროლდება.[19] სერბეთი კოსოვოსა და მას შორის 352 კმ სიგრძის საზღვარს განიხილავს, როგორც „ადმინისტრაციულ ხაზს“; საზღვარი კოსოვოს სასაზღვრო პოლიციისა და სერბეთის პოლიციის ძალების საერთო კონტროლის ქვეშ იმყოფება; ვხვდებით 11 სასაზღვრო გამტარ პუნქტს.[20] შუა დუნაის დაბლობი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის მესამედს ფარავს, ხოლო უკიდურესი აღმოსავლეთ ტერიტორია ქვემო დუნაის ვაკეს უკავია. ქვეყნის ცენტრალური ნაწილის („სამადიას“) რელიეფი, ძირითადად წარმოადგენს მდინარეებით დაქსელილ მიმოფანტულ გორაკებს. სერბეთის სამხრეთ ნაწილში უმეტესად მთიან რელიეფს ვხვდებით. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადაჭიმულია დინარის მთიანეთი. სერბეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ვხვდებით კარპატებსა და სტარა-პლანინას.[21]
ქვეყნის სამხრეთ-საღმოსავლეთით მდებარე უძველესი მთები როდოპებს ეკუთვნის. სიმაღლე ზღვის დონიდან 2,169 მეტრიდან (ბალკანეთის მთიანეთის უმაღლესი მთის, მიძორის, მწვერვალიდან) 17 მეტრამდე (მდინარე დუნაის მახლობლად მდებარე დასახლების, პრაჰოვოს სიმაღლემდე) მერყეობს.[22] ქვეყნის უდიდესი ტბა დერდაპის ტბაა (163 კვადრატული კილომეტრი), ხოლო უგრძესი მდინარე სერბეთის პერიტორიაზე დუნაია (587.35 კილომეტრი).
კლიმატი
სერბეთის კლიმატი ევრაზიის ტეროტორის, ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის გავლენის ქვეშაა მოქცეული. იანვარში საშუალოდ 0 გრადუსითა და ივლისის საშუალო 22 გრადუს ტემპერატურით, კიოპენის კლასიფიკაციის მიხედვით სერბეთის კლიმატი შეიძლება ნოტიო კონტინენტურად ან ნოტიო სუბტროპიკულად მივიჩნიოთ.[23] ქვეყნის ჩრდილოეთით კლიმატი უფრო კონტინენტურია, რომელიც ცივი ზამთრითა და ცხელი, ტენიანი ზაფხულით, აგრეთვე კარგად განაწილებული ნალექებით ხასიათდება. სამხრეთით, ზაფხული და შემოდგომა შედარებით მშრალია, ზამთარი — უფრო ცივი, მთებში დიდი თოვლით.
ზღვის დონიდან ქვეყნის ტერიტორიების არასწორი განაწილება, ადრიატიკის ზღვასთან სიახლოვე და დიდ მდინარეთა აუზები, აგრეთვე ქარები, იწვევს კლიმატის ცვალებადობას.[24] სამხრეთ-აღმოსავლეთ სერბეთი ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გავლენის ქვეშა არის მოქცეული.[25]დინარის ალპები და სხვა ქედები ხელს უწყობენ თბილი ჰაერის მასების გაგრილებას. პესტერის პლატოს ტერიტორიაზე, შემოსაზღვრული მთების გამო, ზამთარი საკმაოდ მკაცრია.[26]
1961–1990 წლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზღვის დონიდან 300 მეტრზე ქვემოთ მდებარე რეგიონებში 10.9 გრადუსია. 300-500 მეტრი შუალედში აღნიშნული მაჩვენებელი 10.0 გრადუსია, ხოლო 1,000 მეტრზე ზემოთ მდებარე რეგიონებში - 6.0 გრადუსი.[27] უდაბლესი ტემპერატურა სერბეთში, −39.5 გრადუსი, 1985 წლის 13 იანვარს, კარაჯუკიკა ბუნარში, პესტერში დაფიქსირდა, ხოლო უმაღლესი, 44.9 გრადუსი, - 2007 წლის 24 ივლისს, სმედერევსკა პალანკაში.[28]
სერბეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრები, ქარიშხლები, წყალდიდობა, გვალვა) კუთხით ძალიან მაღალი რისკის ტერიტორიადაა მიჩნეული.[29] დადგენილია, რომ პოტენციური წყალდიდობა, განსაკუთრებით ცენტრალური სერბეთის ტერიტორიებზე, საფრთხეს უქმნის 500-ზე მეტ დასახლებას და 16,000 კვადრატულ კილომეტრის ტოლ ტერიტორიას.[30] ყველაზე დამღუპველი წყალდიდობა 2014 წლის მაისში მოხდა: დაიღუპა 57 ადამიანი, ხოლო ქალაქმა 1.5 მილიარდზე მეტი ზიანი მიიღო.[31]
ჰიდროლოგია
სერბეთის თითქმის ყველა მდინარე დუნაის გავლით შავ ზღვაში ჩაედინება. დუნაი, ევროპის მეორე უდიდესი მდინარე, სერბეთს 588 კმ სიგრძის[32] მანძილზე (მდინარის მთლიანი სიგრძის დაახლოებით 21%) კვეთს და წარმოადგენს ქვეყნის მტკნარი წყლის მთავარ რესურსს.[33][34] ქვეყნის ტერიტორიაზე დუნაის თავისი უდიდესი შენაკადები, მორავა (ყველაზე გრძელი, 493 კმ, იმ მდინარეთა შორის, რომლებიც სათავეს ქვეყანაში იღებს),[35]სავა და ტისა უერთდება.[36] გამონაკლისია მდინარე პინჯა, რომელიც ეგეოსის ზღვაში ჩაედინება. სერბეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ბუნებრივ საზღვარს ქმნის მდინარე დრინა, რომელიც წარმოადგენს ორივე ქვეყნის კეიკინგისა და ჯომარდობის მთავარ ცენტრს.
რელიეფის განაწლების გამო სერბეთში ბუნებრივი ტბები იშვიათი და მცირე ზომი არის; მათი უმეტესი ნაწილი ვოევოდინას დაბლობზე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში, ძირითადად ჰიდროელექტროსადგუბერისთვის, მრავლადაა ხელოვნული წყალსაცავები. მათ შორისაა: დუნაიზე მდებარე რკინის ჭიშკრის წყალსაცავი, რომლის 163 კვადრატული კილომეტრის ტოლი ნაწილი სერბეთს, ხოლო 253 კვადრატული კილომეტრი - რუმინეთს ეკუთვნის); პერურაკიწ წყალსაცავი, რომელიც დრინაზე მდებარეობს, და ვლასინას წყალსაცავი.
დემოგრაფია
2011 წლის აღწერის მონაცემებით, სერბეთის (კოსოვოს გამოკლებით) საერთო მოსახლეობა 7,186,862-ის ტოლია; მოსახლეობის სიმჭიდროვე საშუალოა - კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 92.8 მცხოვრები.[37] აღწერა არ ჩატარებულა კოსოვოში, რომელმაც საკუთარი კვლევა ჩაატარა; კვლევის მიხედვით მისი მოსახლეობა 1,739,825-ს შეადგენდა[38] სერბებით დასახლებული ჩრდილოეთ კოსოვოს გამოკლებით, რადგანაც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა სერბებმა (დაახლოებით 50,000) უარი განაცხადეს აღწერაში მონაწილეობაზე.
ეთნიკური შემადგენლობა (2011)
სერბები
83.3%
უნგრელები
3.5%
ბოშები
2.1%
ბოსნიელები
2%
სორვატები
0.8%
სლავები
0.7%
სხვა
4.7%
დაუზუსტებელი/უცნობი
3.3%
სერბეთი 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული დემოგრაფიულ კრიზისი განიცდის; ამ პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველთვის აღემატებოდა შობადობის მაჩვენებელს.[39][40] დადგენილია, რომ 1990-იანებში ქვეყანა დატოვა დაახლოებით 300,000 სერბმა, რომელთა 20%-ს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული.[41][42] სერბეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი საზოგადოება ჰყავს (მოსახლეობის საშუალო ასაკი 42.9 წელია);[43] სერბეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76.1 წელია.[44]
90-იანი წლების განმავლობაში, სერბეთს ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ლტოლვილი მოსახლეობა ჰყავდა.[45] ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ქვეყნის პოპულაციის დაახლოებით 7-7.5%-ს შეადგენდა - იუგოსლავიის ომების სერიის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლტოლვილი ქვეყანაში თავშესაფარს ეძებდა (ძირითადად ხორვატიიდან და კოსოსოდან დევნილები; აგრეთვე, მცირე რაოდენობა ბოსნია და ჰერცეგოვინადანაც).[46]
სერბები 5,988,150 ადამიანით(კოსოვოს გამოკლებით, ქვეყნის მოსახლეობის 83%) ქვეყანაში უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან. სერბეთი მიეკუთვნება იმ ევროპულ ქვეყნებს, სადაც ეროვნული უმცირესობების დიდი რაოდენობაა რეგისტრირებული; ხოლო ვოევოდინა, ავტონომიური პროვინცია, აღიარებულია თასივი მრავალ-ეთნიკური და მრავალ-კულტურული თვითმყოფადობით.[47][48][49] ეთნიკურ უმცირესობებს შორის უნგრელები 253,899 მოსახლით უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან (მთლიანი მოსახლეობის 3.5%); მათი ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ვოევოდინაშია კონცენტრირებული (მთლიანი ეთნიკური ჯგუფის დაახლოებით 13%). 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ბოშათა მოსახლეობა 147,604-ს შეადგენს, მაგრამ არაოფიციალური შეფასებით, მათი რეალური რაოდენობა დაახლოებით 400,000-500,000-ია.[50]ბოსნიელები კონცენტრირებულნი არიან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სანძაკში. სხვა ეთნიკურ უმცირესობებს შორის არიან: ხორვატები, სლოვაკები, ალბანელები, მონტენეგროელები, ვლაშები, რუმინელები, მაკედონელები და ბულგარელები.[51][52]
მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ 59.4% ცხოვრობს ქალაქგარეთ, ხოლო 16.1% - ბელგრადში. ბელგრადი ქვეყანაში ერთადერთი ქალაქია, რომელსაც მილიონზე მეტი მოსახლე ჰყავს; ქვეყანაში აგრეთვე ოთხი ქალაქია, სადაც 100000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.[53]
განათლება
2011 წლის აღწერის მიხედვით, სერბეთის მოსახლეობის 98%-მა იცის წერა-კითხვა, ხოლო კომპიუტერის მოხმარება 49%-ს შეუძლია (კომპიუტერის სრულიად 34.2%-ს ესმის).[54] იგივე აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 16.2%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, 49%-ს - დამთავრებული აქვს საშუალო სკოლა, 20.7%-ს - დაწყებით განათლება, ხოლო 13.7%-ს დაწყებითი განაღლება არ აქვს დასრულებული.[55]
ქვეყანაში განათლებას არეგულირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ბავშვები განათლების მიღებას სკოლამდელი აღზრდის სკოლებში, ან დაწყებით სკოლებში იწყებენ. დაწყებით სკოლებში ბავშვები შვიდი წლის ასაკში ირიცხებიან. სავალდებულო განათლება დაწყებითი სკოლის რვა კლასისგან შედგება. მოსწავლეებს საშუალება აქვთ სწავლა გიმნაზიებსა და პროფესიულ სკოლებში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში განარგძონ, ან მიიღონ პროფესიული კუთხით მოემზადონ კიდევ 2-3 წელი. გიმნაზიის ან პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ უნივერსიტეტში ჩაირიცხონ.[56] დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება სერბეთში ასევე შესაძლებელია ეთნიკური უმცირესობების ენებზე; მათ შორისაა: უნგრული, სლოვაკური, ალბანური, რუმინული, რუსინული, ბულგარული, ბოსნიური და ხორვატული ენები. პეტნიკას სამეცნიერო ცენტრი არის მნიშვნელოვანი კლასგარეშე სამეცნიერო განათლებისთვის ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებულია ნიჭიერი სტუდენტების სწავლებაზე.[57]
სერბეთში ვხვდებით 19 უნივერსიტეტს (ცხრა საჯარო უნივერსიტეტი ჯამში 86 ფაკულტეტით, ხოლო ათი კერძო უნივერსიტეტი 51 ფაკულტეტით).[58] 2018-2019 სასწავლო წელს 19-ივე უნივერსიტეტში 210,480 მოსწავლე ირიცხებოდა (181,310 საჯარო უნივერსიტეტებში და 29,170 კერძო უნივერსიტეტებში), ხოლო 81 „უმაღლეს სკოლაში“ - 47,169 მოსწავლე.[59][60]
სპორტი
სპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სერბეთის საზოგადოებაში. ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, ფრენბურთი, წყალბურთი და ხელბურთი. სერბეთში სპორტის სახეობები სპორტული ფედერაციებითა და ლიგებით იმართება (გუნდური სპორტის შემთხვევაში). ქვეყანაში მრავალი სპორტული კლუბი ფუნქციონირებს; მათ შორის ყველაზე წარმატებულია: ცრვენა ზვეზდა, JSD პარტიზანი და OSD ბეოგორდი ბელგრადში, SD ვოჯვოდინა ნოვი-სედში, FK რადნიკი კრაგუჯავაში და სპარტაკ სპარტაკი სუბოტიკაში.
სერბეთის მამაკაცთა წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეროვნული გუნდია, რომელსაც მოგებული აქვს 2016 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი, სამი მსოფლიო ჩემპიონატი (2005, 2009 და 2015) და შვიდი ევროპის ჩემპიონატი (2001, 2003, 2006, 2012, 2014, 2016 და 2018).[64]
↑Lux, Gábor; Horváth, Gyula (2017) The Routledge Handbook to Regional Development in Central and Eastern Europe. Taylor & Francis, გვ. 190.
↑Filep, Béla (2016) The Politics of Good Neighbourhood: State, civil society and the enhancement of cultural capital in East Central Europe. Taylor & Francis, გვ. 71.
↑Takić, Ljiljana M.; Mladenović-Ranisavljević, Ivana I.; Nikolić, Vesna D.; Nikolić, Ljubiša B.; Vuković, Milovan V.; Živković, Nenad V. (2012). „The assessment of the Danube water quality in Serbia“(PDF). Advanced Technologies: 59. დაარქივებულია ორიგინალიდან(PDF) — 2020-05-01. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
↑Lux, Gábor; Horváth, Gyula (2017) The Routledge Handbook to Regional Development in Central and Eastern Europe. Taylor & Francis, გვ. 190.
↑Filep, Béla (2016) The Politics of Good Neighbourhood: State, civil society and the enhancement of cultural capital in East Central Europe. Taylor & Francis, გვ. 71.
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ