ვოევოდინა (სერბ. Војводина / Vojvodina, უნგრ. Vajdaság, სლოვაკ. Vojvodina, რუმ. Voivodina, რუსინ. Войводина, ხორ. Vojvodina) — სერბეთის ავტონომიური მხარე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ნაწილში მდინარე დუნაის ნაპირებზე. ფართობი 21,5 ათ. კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნოვი-სადი. ჰავა ზომიერი და კონტინენტურია. ნალექები 550-750 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეებია: დუნაი, ტისა, ტამიში. ჭარბობს შავმიწა სტეპის ლანდშაფტები.
ისტორია
VI საუკუნეში ვოევოდინას ტერიტორიაზე სლავები დასახლდნენ, IX საუკუნის ბოლოდან — უნგრელები. 1526-1918 წლებში უნგრეთის სამეფოსთან ერთად ჰაბსბურგთა მონარქიას ემორჩილებოდა. 1848-1849 წლებში ვოევოდინას ტერიტორიაზე სერბმა გლეხებმა მოაწყვეს ანტიფეოდალური გამოსვლები. 1848 წლის მაისში გამოცხადდა ვოევოდინის ავტონომია, რომელიც არ სცნო უნგრეთის რევოლუციურმა მთავრობამ. XIX საუკუნის შუა წლებში სრემის, ბანატისა და ბაჩკის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ვოევოდინის საჰერცოგო, რომელმაც 1860 წლამდე იარსება. 1918 წელს შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს (1929 წლიდან იუგოსლავია) შემადგენლობაში.
მოსახლეობა
ვოევოდინა ცნობილია თავისი მრავალეროვნობით. აქ უმეტესობას წარმოადგენენ სერბები, რომლებიც მოსახლეობის 65% შეადგენენ, აქ ასევე ცხოვრობენ უნგრელები — 14%, სლოვაკები — 3%, ხორვატები — 3%, მონტენეგროელები — 2%, რუმინელები — 1,5%, ბოშები — 1,5%, რუსინები — 0,5%.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში