ანდორა

ანდორის სამთავრო
Principat d'Andorra
ანდორა
ანდორის
დროშა გერბი
დევიზი: Virtus Unita Fortior
ჰიმნი: El Gran Carlemany, Mon pare
ანდორის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ანდორა-ლა-ველა
42°30′ ჩ. გ. 1°31′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 1.517° ა. გ. / 42.500; 1.517
ოფიციალური ენა კატალანური[1]
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია
 -  თავადი ემანუელ მაკრონი
 -  თავადი ჟოან ენრიკ ვივეს სისილია
 -  პრემიერ-მინისტრი ქსავიერ ესპოტ სამორა
ფართობი
 -  სულ 468 კმ2 (193-ე)
 -  წყალი (%) 0.26[2][3]
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 78 115[4] 
 -  2006 აღწერა 85 458 
 -  სიმჭიდროვე 179,8 კაცი/კმ2 (71-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $4,22 მილიარდი (155-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $44 900 (9)
აგი  0.838 (32)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი AND
Internet TLD .ad
სატელეფონო კოდი 376

ანდორა (კატალ. Andorra), ოფიციალურად ანდორის სამთავრო (კატალ. Principat d'Andorra) — ჯუჯა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, პირენეებში; საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ითვლება, რომ შეიქმნა კარლოს დიდის მიერ. ანდორას მართავდნენ ურხელის გრაფები 988 წლამდე, როდესაც ის გადაეცა ურხელის რომაულ კათოლიკურ ეპარქიას. ახლანდელი სამთავრო ჩამოყალიბდა 1278 წელს. იგი ცნობილია როგორც სამთავრო, რადგან წარმოადგენს დიარქიას, რომელსაც სათავეში უდგას ორი თავადი: ურხელის ეპისკოპოსი კატალონიაში, ესპანეთში და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ანდორა ევროპაში მეექვსე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომლის ფართობი 468 კმ2, ხოლო მოსახლეობა 77,006-ია. ანდორელი ხალხი კატალონიური წარმოშობის რომანული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.[5] ფართობით ანდორა მე-16 ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მე-11 ყველაზე მცირე რაოდენობის მქონე.[6] მისი დედაქალაქი ანდორა-ლა-ველა, ევროპაში ყველაზე მაღალი დედაქალაქია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1,023 მ-ია.[7] ოფიციალური ენა კატალანურია, თუმცა საუბრობენ ასევე ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზეც.[8][9]

ანდორა ყოველწლიურად 10,2 მილიონ ტურისტს მასპინძლობს.[10] ანდორა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევრო მისი ოფიციალური ვალუტაა. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან.[11] 2013 წელს, ანდორას ჰქონდა ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მსოფლიოში - 81 წელი.[12]

სახელწოდება

ანდორა

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით სიტყვა ანდორა შესაძლოა მიღებულ იქნა არაბული al-darra-დან (الدرة), რაც „ტყეს“ აღნიშნავს. როდესაც არაბებმა და მავრებმა დაიპყრეს იბერიის ნახევარკუნძული, მაღალი პირენეების ხეობები დაფარული იყო ტყეების დიდი ზოლებით, შესაბამისად, იმ რეგიონების უმეტესმა ნაწილმა, რომლებსაც გეოგრაფიული სირთულის გამო ვერ მართავდნენ მუსულმანები, მიიღო ეს დასახელება.[13]

სხვა თეორიების მიხედვით, ტერმინი მომდინარეობს ნავარო-არაგონული andurrial-იდან, რაც ნიშნავს „ბუჩქებით დაფარულ მიწას“.[14]

ზოგი უკავშირებს მას სიტყვა Anorra-ს, რომელიც შეიცავს ბასკურ სიტყვა ur-ს (წყალი).[15]

ხალხური ეტიმოლოგიის მიხედვით, სახელი დარქმეულია კარლოს დიდის მიერ, რომელმაც რეგიონს სახელი უწოდა ბიბლიური ქანაანის ენდორის ან ანდორის ხეობის მიხედვით (სადაც დამარცხდნენ მიდიანელები).[16]

ისტორია

პირველი დოკუმენტი, რომელიც ანდორას ტერიტორიად მოიხსენიებს, არის Acta de Consagració i Dotació de la Catedral de la Seu d'Urgell (La Seu d'Urgell–ის საკათედრო ტაძრის კურთხევისა და ძღვენის აქტი). 839 წლით დათარიღებულ დოკუმენტში ასახულია ანდორის ხეობების ექვსი ძველი ოლქი და, შესაბამისად, ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა.[17]

[მკვდარი ბმული]სანტ ჟოან დე კასელეს ეკლესია, დათარიღებული XI საუკუნით, ანდორის რომაული მემკვიდრეობის ნაწილი

XX და XXI საუკუნე: ქვეყნის მოდერნიზაცია და კონსტიტუციური ანდორა

პირველი მსოფლიო ომის დროს, ანდორამ ომი გამოუცხადა საიმპერატორო გერმანიას, მაგრამ უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია ბრძოლაში. ზოგიერთი ანდორელი ნებაყოფლობით მონაწილეობდა კონფლიქტში, როგორც საფრანგეთის ლეგიონის წევრი.[18] იგი დარჩა მეომარი მხარის სტატუსით 1958 წლამდე, რადგან არ იქნა შესული ვერსალის ხელშეკრულებაში.[19]

1933 წელს, საფრანგეთმა დაიპყრო ანდორა სოციალური არეულობის გამო, რომელიც მოხდა არჩევნებამდე 1933 წლის რევოლუციისა და FHASA-ს (Forces Hidroelèctriques d'Andorra) გაფიცვების შედეგად; ახალგაზრდა ანდორელების (ესპანურ CNT-სა და FAI- სთან დაკავშირებული პროფკავშირული ჯგუფი) ხელმძღვანელობით წამოწყებული აჯანყების მიზანი იყო პოლიტიკური რეფორმების ჩატარება,[20] ყველა ანდორელისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება და მოქმედებდა ენკამპში FHASA-ს ჰეს-ის მშენებლობის დროს ადგილობრივი და უცხოელი მუშაკების უფლებების დასაცავად.[21] 1933 წლის 5 აპრილს ახალგაზრდა ანდორელებმა დაიკავეს ანდორის პარლამენტი.[22] ამ მოქმედებებს წინ უძღოდა პოლკოვნიკი რენე-ჟიულ ბაულარდის ჩამოსვლა 50 ჟანდარმითა და 200 ადგილობრივი მილიციელის მობილიზაცია, რომელთაც ხელმძღვანელობდა სინდიკ ფრანჩესკ კაირატი.[23]

1942[მკვდარი ბმული] წელს ეპისკოპოს რამონ იგლესესიას (ცენტრში) დანიშვნა თანამმართველის პოზიციაზე. ადგილობრივ კომიტეტს ხელმძღვანელობდა ფრანჩესკ კაირატი (მარცხნივ), პირველი გენერალური სინდიკი, ყველაზე ხანგრძლივი რეგენტობით, 1936 წლიდან 1960 წლამდე.[24]

1934 წლის 6 ივლისს, ავანტიურისტმა და არისტოკრატმა ბორის სკოსირევმა, თავისი დაპირებებით, რაც გულისხმობდა თავისუფლებას, ქვეყნის მოდერნიზაციასა და სიმდიდრეს ოფშორული ზონის შექმნისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით, მიიღო გენერალური საბჭოს წევრების მხარდაჭერა, რათა თავი გამოეცხადებინა ანდორის მმართველად. 1934 წლის 8 ივლისს ბორისმა ურხელში გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც თავი ბორის I-ად, ანდორის მეფედ გამოაცხადა,[25] პარალელურად ომი გამოუცხადა ურხელის ეპისკოპოსს და 10 ივლისს დაამტკიცა მეფის კონსტიტუცია.[26] იგი 20 ივლისს დააპატიმრეს თანამმართველმა და ეპისკოპოსმა ჯასტი გიტარდ ი ვილარდებომ და მათმა ადმინისტრაციამ; საბოლოოდ კი, გააძევეს ესპანეთიდან.[27] 1936 წლიდან 1940 წლამდე, მოხდა მოძრავი გვარდიის ფრანგული სამხედრო რაზმის გარნიზონის ჩაყენება, ცნობილი პოლკოვნიკი რენე-ჟიულ ბაულარდის მეთაურობით, რათა უზრუნველეყო სამთავროს დაცვა ესპანეთის სამოქალაქო ომისგან[28] და ფრანკოისტული ესპანეთისგან[29] და ასევე დახვედროდა 1933 წლის რევოლუციის შედეგს - რესპუბლიკანიზმის აზევებას.[30] ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ანდორის მოსახლეობა იღებდა ლტოლვილებს ორივე მხრიდან, რომელთაგან დიდი რაოდენობა სამუდამოდ დასახლდა ქვეყანაში, რითაც წვლილი შეიტანა შემდგომ ეკონომიკურ ზრდასა და ანდორის კაპიტალისტურ ხანაში შესვლაში.[31][32] ომის შემდგომ ეტაპზე ფრანკოისტულმა ჯარებმა მიაღწიეს ანდორის საზღვარს.[33]

მეორე მსოფლიო ომის დროს ანდორა დარჩა ნეიტრალური და წარმოადგენდა მნიშვნელოვან კონტრაბანდის გზას ორ ფაშისტურ სახელმწიფოს, ვიშის საფრანგეთსა და ფრანკოისტულ ესპანეთს შორის.[34] ბევრი ანდორელი აკრიტიკებდა გენერალური საბჭოს პასიურობას უცხოელთა და ლტოლვილთა როგორც შემოსვლის, ასევე გაძევების შეფერხებისთვის, ეკონომიკური დანაშაულების ჩადენისთვის,[35] მოქალაქეთა უფლებების შემცირებისა[36] და ფრანკოიზმის მხარდაჭერისთვის.[37][38] გენერალური საბჭოს წევრებმა გაამართლეს საბჭოს პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებები, როგორც ანდორის გადარჩენისა და მისი სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელი ქმედებები. ანდორა შედარებით უვნებელი გადარჩა მეორე მსოფლიო ომისა და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს.[38][39]

პოლიტიკა

ანდორა არის საპარლამენტო თანასამთავრო, რომლის მმართველებს წარმოადგენენ საფრანგეთის პრეზიდენტი და ურხელის კათოლიკე ეპისკოპოსი (კატალონია, ესპანეთი). ამ თავისებურებიდან გამომდინარე საფრანგეთის პრეზიდენტი, თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით, წარმოადგენს ავტომატურად არჩეულ მონარქს - მისი არჩევა არ ხდება ანდორელთა უშუალო ხმის მიცემით. ანდორის პოლიტიკა მდგომარეობს საპარლამენტო წარმომადგენლობით დემოკრატიაში, რომლის თანახმად, მთავრობის მეთაური არის მთავარი აღმასრულებელი.

ამჟამინდელი მთავრობის მეთაურია ხავიერ ესპოტ ზამორა ანდორის დემოკრატებიდან (DA). აღმასრულებელი უფლებამოსილება ენიჭება მთავრობას. საკანონმდებლო ძალაუფლება მინიჭებული აქვს, როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს.

გეოგრაფია

ოლქები

ანდორის[მკვდარი ბმული] რუკა თავისი შვიდი ოლქით

ანდორა შედგება შვიდი ოლქისგან:

ფიზიკური გეოგრაფია

ანდორის[მკვდარი ბმული] ტოპოგრაფიული რუკა

პირენეების ქედის აღმოსავლეთ მთიანეთში მდებარეობის გამო, ანდორა ძირითადად შედგება დასერილი მთებისგან, რომელთაგან ყველაზე მაღალია - კომა პედროსა 2,942 მეტრით, ხოლო ანდორის საშუალო სიმაღლე 1,996 მეტრია.[40] ისინი დასერილია სამი, ვიწრო, ხეობით, რაც ქმნის Y ფორმას და ერთიანდებიან მთავარ ნაკადად, მდინარე დიდ ვალირად, რომელიც გადადის ესპანეთში (ანდორას ყველაზე დაბალ ნიშნულთან - 840 მეტრი). ანდორას ფართობი 468 კმ2-ია.

კლიმატი

ანდორას აქვს ალპური, კონტინენტური და ოკეანეური კლიმატები, რაც პირდაპირ კავშირშია აბსოლუტურ სიმაღლესთან. შედარებით მაღლა, საშუალოდ, ზამთარში უფრო მეტი თოვლია, ხოლო ზაფხულში შედარებით გრილა. ლანდშაფტის მრავალფეროვნება, ხეობათა განსხვავებული ორიენტაციები და ხმელთაშუა ზღვის კლიმატისთვის დამახასიათებელი უსწორმასწორო რელიეფი იწვევს ქვეყნის ფარგლებში მრავალი მიკროკლიმატის არსებობას, რაც აფერხებს მაღალმთიანი კლიმატის ბატონობას. სიმაღლეთა უმცირეს და უდიდეს ნიშნულებს შორის დიდი განსვავების გამო და ხმელთაშუაზღვიური კლიმატის ზეგავლენით, ვითარდება ანდორული პირენეების კლიმატი.

ნალექების მხრივ, ზაფხულისთვის დამახასიათებელია კონვექციური და უხვი წვიმები, რომლებიც შეიძლება შემოდგომამდე გაგრძელდეს (ჩვეულებრივ, მაისი, ივნისი და აგვისტო ყველაზე წვიმიანი თვეებია); ზამთარი ნაკლებად წვიმიანია, გარდა მაღალმთიანეთისა, რომელიც ექვემდებარება ატლანტიკურ სანაპიროს ზეგავლენას, რაც ხსნის თოვლის დიდ რაოდენობას ანდორის მთებში. ტემპერატურის რეჟიმი, სამთავროს მთიანი პიროებების შესაბამისად, ხასიათდება ძირითადად ზომიერი ზაფხულით და გრძელი და ცივი ზამთრით.[41]

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია - საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური - ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (François Hollande, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 7 რაიონი (parroquia).

დემოგრაფია

მოსახლეობა

მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1950 6 176
1960 8 392 +35.9%
1970 19 545 +132.9%
1980 35 460 +81.4%
1990 54 507 +53.7%
2000 65 844 +20.8%
2010 85 015 +29.1%
2015 78 014 −8.2%

2018 წლის მონაცემების მიხედვით ანდორის მოსახლეობა 77,006-ია. ანდორელები კატალონიური წარმოშობის რომანული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.[42] მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 1900 წლიდან, რომელიც მაშინ მხოლოდ 5000-ს შეადგენდა.

მაცხოვრებლების ორი მესამედი არ არის ანდორული ეროვნების და მათ არ აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. უფრო მეტიც, მათ არ ეძლევათ უფლება იქნან არჩეული პრემიერ-მინისტრად[43] ან ფლობდნენ კერძო მფლობელობაში მყოფი კომპანიის სააქციო კაპიტალის 33%-ზე მეტს.[44][45][46][47]

ეკონომიკა

ექსპორტი[მკვდარი ბმული] 2009 წელს

ტურიზმი, ანდორის ეკონომიკის მთავარი საფუძველი, მშპ-ს დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ქვეყანას ყოველწლიურად სტუმრობს დაახლოებით 10.2 მილიონი ტურისტი,[48] რომელთაც იზიდავს ანდორის დაუბეგრავი ზონის სტატუსი და მისი საზაფხულო და ზამთრის კურორტები.

ანდორაში შემოსავლის ერთ–ერთი მთავარი წყაროა ტურიზმი სათხილამურო კურორტებზე, რომელთა სათხილამურო მოედანი, ჯამურად 175 კმ-ზე მეტია. სპორტის ეს სახეობა ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს და დაახლოებით 340 მილიონი ევროს შემოსავალს იძლევა წელიწადში, რაც 2007 წლიდან მოყოლებული 2,000 პირდაპირ და 10,000 არაპირდაპირ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.[49]

ანდორის[მკვდარი ბმული] მთების ხედი დიდი ვალირის სათხილამურო კურორტზე, სოლდეუ

საბანკო სექტორს, თავისი ოფშორული ზონის სტატუსით, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში (ფინანსური და სადაზღვევო სექტორი მშპ-ს დაახლოებით 19%-ს შეადგენს).[50] ფინანსური სისტემა მოიცავს ხუთ საბანკო ჯგუფს,[51] ერთ სპეციალიზებულ საკრედიტო ობიექტს, 8 საინვესტიციო მართვის ობიექტს, 3 აქტივების მართვის კომპანიასა და 29 სადაზღვევო კომპანიას, რომელთაგან 14 არის უცხოური სადაზღვევო კომპანიის ფილიალი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იფუნქციონირონ ანდორაში.[50]

სასოფლო-სამეურნეო წარმოება შეზღუდულია; მიწის მხოლოდ 5%-ია სახნავი, ხოლო საკვების უმეტესობა იმპორტულია. ადგილობრივად იწარმოება თამბაქო. მესაქონლეობის ძირითადი სახეობა ცხვრის მოშენებაა. წარმოების პროდუქტს წარმოადგენს ძირითადად სიგარეტი, სიგარები და ავეჯი. ანდორას ბუნებრივი რესურსები მოიცავს ჰიდროელექტრო ენერგიას, მინერალურ წყალს, ხე-ტყეს, რკინის მადანსა და ტყვიას.[52]

ანდორა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მასთან. ანდორაში წარმოებული საქონლით ვაჭრობისთვის მას იგივე პრივილეგიები აქვს (ტარიფის გარეშე), როგორც ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის განიხილება როგორც ევროკავშირის არაწევრი. ანდორას არ გააჩნდა საკუთარი ვალუტა და საბანკო ოპერაციებში იყენებდა როგორც ფრანგული ფრანკს, ისე ესპანური პესეტას 1999 წლის 31 დეკემბრამდე, როდესაც ორივე ვალუტა ჩანაცვლდა ევროკავშირის ერთიანი ვალუტით, ევროთი. ფრანკის და პესეტას მონეტები და ბანკნოტები დარჩა ლეგალური გადახდის საშუალებად ანდორაში 2002 წლის 31 დეკემბრამდე. ანდორამ დაიწყო საკუთარი ევროს მონეტების გამოშვება 2014 წლის დასაწყისიდან.

ანდორას ტრადიციულად აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონე. 2009 წელს იგი 2.9% იყო.[53]

მემკვიდრეობა

II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია - „ველების სახლი“.

ცნობილი ანდორელები

ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).

ლიტერატურა

  • Armengol Aleix, E. (2009). Andorra: un profund i llarg viatge (ca). Andorra: Government of Andorra. ISBN 9789992005491. 
  • Guillamet Anton, J. (2009). Andorra: nova aproximació a la història d'Andorra (ca). Andorra: Revista Altaïr. ISBN 9788493622046. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Constitution of Andorra (Article 2.1)
  2. Girard P & Gomez P (2009), Lacs des Pyrénées: Andorre. (ფრანგული)
  3. Andorra en xifres 2007: Situació geogràfica დაარქივებული 2009-11-13 საიტზე Wayback Machine. , Departament d'Estadística, Govern d'Andorra. Retrieved on 6 June 2010.
  4. Dades de població any 2009: 1- Població per parròquies al 31 de desembre del 2011 დაარქივებული 2011-02-21 საიტზე Wayback Machine. , Departament d'Estadística, Govern d'Andorra. Retrieved on 6 June 2010.
  5. Minahan, James (2000). One Europe, Many Nations: A Historical Dictionary of European National Groups. Greenwood Publishing Group, გვ. 47. ISBN 978-0313309847. 
  6. Malankar, Nikhil. (2017-04-18) Andorra: 10 Unusual Facts About The Tiny European Principality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-07. ციტირების თარიღი: 2017-06-13
  7. Maps, Weather, and Airports for Andorra la Vella, Andorra. Fallingrain.com.
  8. CIA World Factbook entry: Andorra. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-10. ციტირების თარიღი: 2020-07-28.
  9. Background Note: Andorra. State.gov.
  10. HOTELERIA I TURISME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 14 May 2015.
  11. United Nations Member States. ციტირების თარიღი: 2015-05-14.
  12. „Global, regional, and national age-sex specific all-cause and cause-specific mortality for 240 causes of death, 1990-2013: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2013“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  13. Gaston, L. L. (1912). Andorra, the Hidden Republic: Its Origin and Institutions, and the Record of a Journey Thither. New York, USA: McBridge, Nast & Co, გვ. 9. 
  14. Online Etymology Dictionary. Etymonline.com. ციტირების თარიღი: 2015-05-14.
  15. Font Rius, José María (1985). Estudis sobre els drets i institucions locals en la Catalunya medieval. Edicions Universitat Barcelona, გვ. 743. ISBN 978-8475281742. 
  16. Freedman, Paul (1999). Images of the Medieval Peasant. CA, USA: Stanford University Press, გვ. 189. ISBN 9780804733731. 
  17. Armengol Aleix, E. (2009). Andorra: un profund i llarg viatge (in Catalan). Andorra: Government of Andorra. ISBN 9789992005491.
  18. RTVA., Andorra Difusió.. Andorra va declarar la guerra a Alemanya el 1914? - Andorra Difusió.
  19. „World War I Ends in Andorra“.
  20. Rebellion in Andorra 1933 – International Club of Andorra.
  21. 1933: la República que quasi va ser.
  22. PressReader.com - Connecting People Through News.
  23. Quan vam treure l'escopeta.
  24. Antoni Pol - Francesc Cairat i Freixes.
  25. Marsenyach, Albert Daina. Boris I Rei d'Andorra.
  26. La primera Constitució.
  27. ' King' Boris of Andorra Is Sent to Jail in Spain“.
  28. L'impacte dels refugiats durant la Guerra Civil.
  29. 1937: Baulard compta morts.
  30. La revolución andorrana del 1933. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-09. ციტირების თარიღი: 2020-07-29.
  31. Franquisme i repressió - Cadí-Pedraforca - Editorial Gavarres. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-06. ციტირების თარიღი: 2020-07-29.
  32. Jordi Sasplugas. El Mirador d'Andorra. Documental. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-17. ციტირების თარიღი: 2020-07-29.
  33. Andorra entre guerres.
  34. Exili i evasions al Principat d'Andorra durant la Guerra Civil Espanyola i la Segona Guerra Mundial 1936-1945. ციტირების თარიღი: 26 March 2019.
  35. Entrevista a Enric Melich Gutiérrez, maquis de la resistència francesa, passador de jueus i clandestins, activista anarquista, llibreter i sindicalista..
  36. La cruïlla andorrana de 1933: la revolució de la modernitat.
  37. Letter. ციტირების თარიღი: 26 March 2019.
  38. 38.0 38.1 L'Andorra "fosca " i l'Andorra "generosa " durant la Segona Guerra Mundial Claudi Benet i Mas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2022. ციტირების თარიღი: 26 March 2019.
  39. 1936-1945: dues guerres i un miracle.
  40. Atlas of Andorra (1991), Andorran Government. OCLC 801960401. (in Catalan)
  41. Clima promedio en Andorra la Vella, Andorra, durante todo el año - Weather Spark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 26 March 2019.
  42. One Europe, Many Nations: A Historical Dictionary of European National Groups. 
  43. Andorra. U.S. Department of State. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  44. „El Parlamento andorrano facilita a los hijos de los residentes la adquisición de la nacionalidad | Edición impresa | EL PAÍS“. Elpais.com. ციტირების თარიღი: 2015-05-14.
  45. „Un examen para ser andorrano | Edición impresa | EL PAÍS“. Elpais.com. ციტირების თარიღი: 2015-05-14.
  46. „La Constitución de Andorra seguirá limitando los derechos del 70% de la población | Edición impresa | EL PAÍS“. Elpais.com. ციტირების თარიღი: 2015-05-14.
  47. „Andorra, sólo inmigrantes sanos | Edición impresa | EL PAÍS“. Elpais.com. ციტირების თარიღი: 2015-05-14.
  48. HOTELERIA I TURISME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 14 May 2015.
  49. About Andorra - Valsen Fiduciaries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 26 March 2019.
  50. 50.0 50.1 Andorra and its financial system 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 14 May 2015.
  51. List of Banks in Andorra. ციტირების თარიღი: 2015-05-14.
  52. CIA World Factbook entry: Andorra. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-10. ციტირების თარიღი: 2020-07-28.
  53. CIA World Factbook: Andorra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 5 June 2013.

Read other articles:

Portuguese-Romanian footballer In this Portuguese name, the first or maternal family name is Malico and the second or paternal family name is Paulino. Camora Camora with CFR Cluj in 2022Personal informationFull name Mário Jorge Malico Paulino[1]Date of birth (1986-11-10) 10 November 1986 (age 37)[1]Place of birth Samora Correia, PortugalHeight 1.77 m (5 ft 10 in)[1]Position(s) Left-back, midfielderTeam informationCurrent team CFR ClujNumber 45Y...

У Вікіпедії є статті про інші географічні об’єкти з назвою Колд-Спрінгс. Переписна місцевість Колд-Спрінгсангл. Cold Springs Координати 39°40′36″ пн. ш. 119°58′04″ зх. д. / 39.67690000002777850° пн. ш. 119.968000000027785745° зх. д. / 39.67690000002777850; -119.968000000027785745Координати: 39...

2021 film by Michelle Johnston A Cinderella Story: StarstruckDVD coverDirected byMichelle JohnstonWritten byMichelle JohnstonBased onA Cinderella Storyby Leigh DunlapProduced by Dylan Sellers Michelle Johnston Starring Bailee Madison Michael Evans Behling CinematographyGeoff WallaceEdited byRichard SchwadelMusic by Jake Monaco Brittany Dunton ProductioncompanyDylan Sellers ProductionsDistributed byWarner Bros. Home EntertainmentRelease date June 29, 2021 (2021-06-29) Running ti...

Mundathu Gupthan SasibhooshanBorn(1951-01-01)1 January 1951Kayamkulam, KeralaOccupation(s)Historian, writer, speaker, educationist, NumismatistSpouseS BinduChildren2ParentsS. Gupthan NairBhagirathi Amma Dr. M. G. Sasibhooshan (1 January 1951) is an orator, writer, art historian, and consultant in Indology based in Thiruvananthapuram, Kerala, India. Life sketch Mundathu Gupthan Sasibhooshan is the son of S. Guptan Nair, one of the noted critics in Malayalam Literature.[1][circular ...

Єврейський Народний Дім у Чернівцях Єврейський Народний Дім (сучасне фото) 48°18′ пн. ш. 25°55′ сх. д. / 48.300° пн. ш. 25.917° сх. д. / 48.300; 25.917Координати: 48°18′ пн. ш. 25°55′ сх. д. / 48.300° пн. ш. 25.917° сх. д. / 48.300; 25.917Країна  

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Patagonian Desert – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2023) (Learn how and when to remove this template message) Largest desert in Argentina Patagonia DesertPatagonian SteppePatagonian Steppe landscapeMap of the Patagonian Steppe ecoregionEcolog...

Lambang Provinsi Gorontalo Peta Lokasi Provinsi Gorontalo di Indonesia Peta Lokasi Kabupaten dan kota di Provinsi Gorontalo Artikel utama: Daftar kabupaten di Indonesia menurut waktu pembentukan Berikut adalah artikel mengenai Daftar kabupaten dan/atau kota di Gorontalo berdasarkan waktu pembentukan yang diurutkan berdasarkan abjad. Referensi berdasarkan Undang-Undang Republik Indonesia yang pertama dikeluarkan saat pembentukan kabupaten/kota tersebut meskipun terdapat perundang-undangan terb...

2020 single by the KillersCautionSingle by the Killersfrom the album Imploding the Mirage ReleasedMarch 12, 2020 (2020-03-12)Studio Subtle McNugget (Los Angeles) Electro-Vox (Los Angeles) Battle Born (Las Vegas) Genre Pop rock[1] heartland rock[2] synth-pop[3] Length 4:29 (album version) 3:48 (radio edit) LabelIslandSongwriter(s) Brandon Flowers Mark Stoermer Ronnie Vannucci Jr. Alex Cameron Shawn Everett Jonathan Rado Producer(s) Jonathan Rado Shawn Eve...

Battle of TofrekPart of the Mahdist WarBattle of Tofrek (Charles Edwin Fripp)Date22 March 1885LocationSudanResult British victoryBelligerents United Kingdom India[1] Mahdist StateCommanders and leaders John Carstairs McNeillGerald Graham Osman DignaStrength Between 3,000[2] and 4,000[3] Estimated over 2,000[4]Casualties and losses Killed: 4 officers, 66 men;Wounded 8 officers,128 men.[5] Estimated over 1,000 killed[4]vteMahdist WarMahdist u...

Main article: East Bengal FC This article is about all-time records. For a season-by-season statistical breakdown, see List of East Bengal FC seasons. East Bengal is an Indian professional football club based in Kolkata, West Bengal, which competes in Indian Super League, the top tier of Indian football. The club was formed when the vice-president of Jorabagan, Suresh Chandra Chaudhuri, resigned when Jorabagan sent out their starting eleven but with the notable exclusion of defender Sailesh B...

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: 2022–23 Deportivo Toluca F.C. season – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2022) Toluca 2022–23 football seasonToluca2022–23 seasonPresidentFrancisco SuinagaManagerIgnacio AmbrízStadiumNemesio DíezLiga MXApertura: 6th (Runner-...

This list is incomplete; you can help by adding missing items. (November 2020)Part of a series onNumismaticsthe study of currency Glossary Currency Coins Banknotes Forgery List ISO Circulating currencies Africa The Americas Europe Asia Oceania Local currencies Company scrip LETS Time dollars Fictional currencies Proposed currencies History of money Historical currencies Aksumite Achaemenid Byzantine Chinese Filipino Greek Indian Italy Japan Roman Thai Tibetan Medieval currencies Production Mi...

Institut Institut Agama Islam Negeri Antasari, Banjarmasin Politeknik Politeknik Negeri Banjarmasin Politeknik Negeri Tanah Laut Politeknik Kesehatan Kemenkes Banjarmasin Politeknik Hasnur Politeknik unggulan Kalimantan Universitas Universitas Lambung Mangkurat, Banjarmasin lbs Daftar perguruan tinggi swasta di Indonesia menurut provinsiSumatra Aceh Sumatera Utara Sumatera Barat Riau Kepulauan Riau Jambi Bengkulu Sumatera Selatan Kepulauan Bangka Belitung Lampung Jawa Banten Jakarta Jawa Bara...

Senta Berger, 2017 Senta Berger (bürgerlich Senta Verhoeven,[1] * 13. Mai 1941 in Wien) ist eine österreichisch-deutsche[2][3] Schauspielerin, Filmproduzentin und ehemalige Schlager- und Chansonsängerin. Ihre internationale Filmkarriere begann in Österreich und führte sie in den 1960er Jahren über Deutschland bis nach Hollywood. Seitdem war sie in zahlreichen europäischen Kinofilmen, am Theater und seit den 1980er Jahren vermehrt in Hauptrollen deutscher Fernseh...

Main article: List of glaciers Ashes and snow at Mexico's Popocatépetl. Mexico has about two dozen glaciers, all of which are located on Pico de Orizaba (Citlaltépetl), Popocatépetl and Iztaccíhuatl, the three tallest mountains in the country.[1] Puebla / Mexico State Popocatépetl[1] Glaciar del Ventorrillo Glaciar Norte (Popocatépetl) Glaciar Noroccidental[1] Iztaccíhuatl[1] Glaciar de la Cabeza Glaciar del Cuello Glaciar de Ayolotepito Glacier Norte (I...

Bangladeshi drama streaming television series DourAlso known asThe RaceBengaliদৌড় GenreThrillerCreated byRaihan KhanStarring Mosharraf Karim Intekhab Dinar Tariq Anam Khan Robena Reza Jui Country of origin Bangladesh Original languageBengaliNo. of seasons1No. of episodes9ProductionProduction locationBangladeshRunning time20–30 minutesOriginal releaseNetworkHoichoiRelease2 May 2022 (2022-05-02) Dour (Bengali: দৌড়) is a Bangladeshi drama streaming television s...

この名前は、スペイン語圏の人名慣習に従っています。第一姓(父方の姓)はバラス、第二姓(母方の姓)はエレラです。 ハビ・バラス 2012年のバラス名前本名 ハビエル・バラス・エレーラJavier Varas Herreraラテン文字 JAVI VARAS基本情報国籍 スペイン生年月日 (1982-09-10) 1982年9月10日(41歳)出身地 セビリア身長 182cm体重 73Kg選手情報ポジション GK利き足 右足ユース EDピノ...

1997 studio album by The Bouncing SoulsThe Bouncing SoulsStudio album by The Bouncing SoulsReleasedSeptember 23, 1997Recorded1997Genre Punk rock[1] pop-punk[2] Length26:02LabelEpitaph RecordsProducerThom WilsonThe Bouncing Souls chronology Maniacal Laughter(1996) The Bouncing Souls(1997) Tie One On(1998) Professional ratingsReview scoresSourceRatingAllmusic[2] The Bouncing Souls is the third full-length album by American punk rock band The Bouncing Souls, and w...

This article is about the animated film. For the franchise, see The Swan Princess (film series). For the film's soundtrack, see The Swan Princess (soundtrack). For other uses, see Swan Princess (disambiguation). 1994 American filmThe Swan PrincessTheatrical release posterDirected byRichard RichScreenplay byBrian NissenStory by Richard Rich Brian Nissen Based onSwan Lakeby Pyotr Ilyich TchaikovskyProduced by Richard Rich Jared F. Brown Starring Michelle Nicastro Howard McGillin Jack Palance Jo...

Casinos on Paradise Road in Winchester, Nevada in 2013 This is a list of casinos in the United States. Lists by locale See also: Category:Lists of casinos in the United States City List of Atlantic City casinos that never opened List of Las Vegas casinos that never opened State List of casinos in Alabama List of casinos in Arizona List of casinos in Arkansas List of casinos in California List of casinos in Colorado List of casinos in Delaware List of casinos in Florida List of casinos in Idah...