დემურ ბაშელეიშვილი (დ. 6 იანვარი, 1943, სამტრედია) — ქართველი მხატვარი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი. არის სახვითი ხელოვნების პროფესორი.
დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1973-1975 წლებში იყო გაზეთ „მალადიოჟ გრუზიის“ კორესპონდენტი. 1975-1981 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებით ავსტრიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, რუსეთსა და ბელორუსში. 1976-1981 წლებში იყო გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ განყოფილების გამგე. 1981-1987 წლებში ჟურნალ „პარტიული სიტყვის“ განყოფილების გამგე. 1990-2000 წლებში — გაზეთ „პეგასის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1992-2003 წლებში იყო საქართველოს სახელოვნებო აკადემიის რექტორი. 1994-1995 წლებში იყო დამასკოს საერთაშორისო გამოფენის საქართველოს ექსპოზიციის დირექტორი. 1995-2000 წლებში იყო საქართველოს ინტელექტუალთა ლიგა, პრეზიდენტი. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის კავკასიის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ (2012-2013) და „ქართული ოცნება-მრეწველების“ (2013-2016) წევრი. არის 400-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოების ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი ინახება მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის გალერერეებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მისი მონუმენტური ნამუშევრები საქართველოს, ევროპისა და აზიის მრავალ ქალაქშია. არის 70 სამეცნიერო ნაშრომის, 10 გამოგონების, 500-ზე მეტი პუბლიკაციისა და ნარკვევის, პოეტური და პროზაული წიგნების ავტორი, 12 სამეცნიერო გამოკვლევის რედაქტორი. ხუთჯერ მიენიჭა პირველი პრემიის ლაურეატის და ორჯერ — „წლის საუკეთესო მხატვრის“ საპატიო წოდებები.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს დამსახურებული მხატვარი
- ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია
- 2000: ღირსების ორდენი
- 2003: მედალი „მშვიდობიანი კავკასიისთვის“
რესურსები ინტერნეტში