ვლადიმერ ნონიკაშვილი

ვლადიმერ ნონიკაშვილი
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1962 (1962-04-01) (62 წლის)
დაბადების ადგილი საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია დამოუკიდებელი

ვლადიმერ ნონიკაშვილი (დ. 1 აპრილი, 1962, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1962 წლის 1 აპრილს. დაამთავრა თბილისის 130-ე საჯარო სკოლა. 1979-1984 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტიზე, ხიდები და გვირაბები - ინჟინერ მშენებელი. 1980-1982 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტში — ათეიზმი და რელიგია - მეორადი ფაკულტეტი. 1980-1983 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1984-1991 წლებში მუშაობდა „კავგიპროტრანსში“, ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილების ინჟინერად. 1991 წელს დააფუძნა გამომცემლობა „არსი“, რომლის დირექტორიც იყო 1991-1997 წლებში. 1997 წელს დააფუძნა გამომცემლობა „ჯალი“, რომლის დირექტორიც იყო 2005 წლამდე. 2005 წელს დააფუძნა გამომცემლობა „პარაგრაფი“, რომლის დირექტორიც არის 2005 წლიდან. 2017 წელს იყო თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი. 2018 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. საპრეზიდენტო არჩევნებში მოიპოვა 633 ხმა (0,04%).

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!