პირველი გურიფული — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, გურიფულის თემის შემადგენლობაში (სოფლები: მეორე გურიფული, პირველი გურიფული).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის ნაპირას. ზღვის დონიდან 10 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 3 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 351 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
501 |
225 |
276
|
2014[1] |
351 |
166 |
185
|
ლიტერატურა
სქოლიო