საქირიო — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, ხამისკურის თემი (სოფლები: საკუკავო, საქირიო, ხამისკური).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ურთის მთის კალთაზე, ზღვის დონიდან 65 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ხეთიდან 14 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 409 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
675 |
318 |
357
|
2014[1] |
409 |
208 |
201
|
სქოლიო