პატარა ფოთი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი პატარა ფოთი).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 15 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში. 1820-იან წლებში სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 30 ოჯახს.[3] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეღორეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 942 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1944 |
949 |
995
|
2014[1] |
942 |
471 |
471
|
ლიტერატურა
სქოლიო