ბია — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბია-საშონიო, ზემო ბია).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 40 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.
სოფელში არის გოგირდოვანი წყარო.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 380 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
613 |
297 |
316
|
2014[1] |
380 |
195 |
185
|
ლიტერატურა
სქოლიო